რატომ არის სისხლის უანგარო დონორობა მნიშვნელოვანი? და იცით თუ არა, რომ სისხლის ჩაბარება თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა?!
„დონაცია მოგეხსნებათ არის ნებაყოფლობითი, იოლი, უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესი. ამისათვის ადამიანს უნდა ჰქონდეს კეთილი ნება, რომ წელიწადში ორჯერ ჩააბაროს სისხლი უანგაროდ. მით უმეტეს, რომ სისხლის ბანკებს ყოველდღიურად ესაჭიროება ჯანმრთელი დონორების გარკვეული რაოდენობა“ - აღნიშნა ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ღუდუშაურმა. მისი თქმით, დონაცია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროცესია, რაც მნიშვნელოვნად აახალგაზრდავებს ორგანიზმს და რაც მთავარია, აუცილებელია სხვა ადამიანების გადასარჩენად.
კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით თსა-ში სტუდენტებისა ჩართულობით მორიგი სოციალური აქტივობა, სისხლის უანგარო დონაციის კამპანია გაიმართა.
მნიშვნელოვანია, რომ თსა მესამე მისიის, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სტუდენტებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობით არაერთ აქტივობას ახორციელებს. მსგავსი პროექტები მიზნად ისახავს სტუდენტებში სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდას და ამავდროულად, საქართველოს საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას.
„ვთვლი, რომ სისხლის ჩაბარება აუცილებელია. ვინაიდან, თითოეული ადამიანის მიერ გაღებულ სისხლს შეუძლია სამი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. ჩვენთვის, მით უფრო მედიცინის სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია ჩავაბაროთ სისხლი, გვესმოდეს ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და მოვუწოდოთ სხვებსაც, რომ გაიღონ სისხლი და გადაარჩინონ არაერთი სიცოცხლე“ - აღნიშნა თსა-ს მეორე კურსის სტუდენტმა თორნიკე მიქელაძემ.
სისხლის უანგარო დონაციის კამპანიაში 60-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
