Erasmus+ LIFESTRAND პროექტის ფარგლებში თბილისის სამედიცინო აკადემიის დელეგაცია საქართველოსა და უკრაინის რვა სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ქალაქ სანტიაგო დე კომპოსტელასა (ესპანეთი) და ქალაქ პორტოში (პორტუგალია) იმყოფებოდა. კონსორციუმის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგებში, რომელიც ეხებოდა პირველადი გადაუდებელი დახმარების უნარების განვითარებას.
სამდღიან ტრენინგს, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტმა (USC) უმასპინძლა. ტრენინგი ფოკუსირებული იყო სცენარზე დაფუძნებულ სწავლებაზე, გადაუდებელ დახმარებაზე, მრავალმსხვერპლიან სიტუაციებში ტრიაჟზე, მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ შეფასებასა და მხარდაჭერაზე. სამუშაო შეხვედრები პორტოს უნივერსიტეტში გაგრძელდა, სადაც ტრენინგის მონაწილეებმა პოლიტრავმირებული პაციენტების სისტემატური შეფასება და ევაკუაციის სცენარები განიხილეს.
პროექტი LIFESTRAND მიზნად ისახავს უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტების პერსონალისთვის, სტუდენტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის პირველადი დახმარების უნარების სწავლებას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. ასევე, პოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მაცხოვრებელი მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალდა, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლებას.
Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტი - „LIFESTRAND“, შეიქმნა, დაიგეგმა და ხორციელდება უშუალოდ თსა-ს კოორდინირებით. პროექტი აერთიანებს საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის 9 უნივერსიტეტს.
თსა-ს დელეგაციის სამუშაო ვიზიტმა ესპანეთსა და პორტუგალიაში დიდი ინტერესი გამოიწვია და გაშუადა სხვადასხვა მედია საშუალებით:
Jornal de Noticias - https://www.jn.pt/1983300121/medicos-ucranianos-e-georgianos-preparam-se-no-porto-para-cenarios-de-guerra/
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
