პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი ბაკურიანის მოსახლეობისთვის

პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი ბაკურიანის მოსახლეობისთვის

🗓️ 2024-03-11

რამდენად მნიშვნელოვანია სწორი და დროული პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და როგორ უნდა მოიქცეთ ექსტრემალურ სიტუაციებში?

თსა-ს ორგანიზებით, ინსტიტუციური განვითარების Erasmus+ პროექტ - LIFESTRAND-ის ფარგლებში, თსა-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობით ბაკურიანში, დაინტერესებული მოსახლეობისთვის პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი ჩატარდა.

როგორ უნდა მოხდეს დაზარალებულის ადგილზე შეფასება, როგორ უნდა გაკეთდეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, ტრავმის მენეჯმენტი პრე-ჰოსპიტალურ დონეზე (კლინიკაში მიყვანამდე), კიდურების ტრავმული დაზიანების ტიპები, იმობილიზაციის გზები, სისხლდენის ტიპები და მათი შეჩერების მეთოდები - სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება ტრენერებმა. დაინტერესებულ მოსახლეობას კი საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ პრაქტიკულ აქტივობაში.

„დავესწარი ტრენინგს, რაც ძალიან სასარგებლო იყო. მივიღე გამოცდილება თუ როგორ უნდა ჩაუტარდეს ადამიანს პირველადი გადაუდებელი დახმარება. ვთვლი, რომ რაც მეტი მოქალაქე დაესწრება მსგავს ტრენინგს და მიიღებს პრაქტიკულ გამოცდილებას, მით მეტი აღმოჩნდება ისეთი ადამიანი საზოგადოებაში, ვისაც კრიტიკულ სიტუაციაში შეეძლება დახმარება გაუწიოს სხვა ადამიანს და გადაარჩინოს კიდეც მისი სიცოცხლე“ - აღნიშნა გიორგი ბალახაძემ, რომელიც ბაკურიანში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელია.

გარდა ამისა, ტრენინგზე დამსწრე სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ინსცენირებულ საველე აქტივობაში, რაც გულისხმობდა „დაშავებული“ ადამიანებისათვის პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას.


სიმულაციურ აქტივობაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სამედიცინო უნივერსიტეტის, ალტე უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულების სტუდენტები.

„ჩემთვის, როგორც მედიცინის სტუდენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი დახმარების მენეჯმენტის შესწავლა. ეს არის პირველი ნაბიჯი, თუ როგორ უნდა გავუმკლავდე მრავალტრავმულ შემთხვევებს შემდგომში, შესაბამისად, ყოველთვის უნდა ვიყო მზად. გარდა ამისა, ვფიქრობ იმასაც, რომ ჩვენთვის უმცროსი ტრენერებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია რიგითი მოქალაქეების გადამზადება, რადგან კრიტიკულ სიტუაციებში გადამწყვეტი სწორედ ტრავმის დროული მენეჯმენტია, რასაც შეუძლია ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა“ - აღნიშნა თსა-ს საერთაშორისო სტუდენტმა, რიშუ შაჰმა.

თსა-ს მიზანია, მსგავსი ტრენინგების საშუალებით აამაღლოს ცნობიერება საზოგადოებაში პირველადი გადაუდებელი დახმარების მიმართ და დაინტერესებულ მოსახლეობას გაუზიაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები ამ მიმართულებით. რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში მოსახლეობისა და ტურისტებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პირველადი დახმარების საინფორმაციო კამპანია თანხვედრაშია ERASMUS+ პროექტ LIFESTRAND-ის მიზნებთან და ამოცანებთან.

ევროკავშირის პროექტი LIFESTRAND, რომელიც თსა-ს ხელმძღვანელობით ხორციელდება და საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის 9 უნივერსიტეტს აერთიანებს, მიზნად ისახავს უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტების პერსონალისთვის, სტუდენტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის პირველადი დახმარების უნარების სწავლებას და ამ  მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. ასევე, პოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მაცხოვრებელი მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალდა, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლებას.

თსა მესამე მისიის, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთ აქტივობას ახორციელებს და მისი მიზანია კვლევაზე დაფუძნებული აქტივობებით ხელი შეუწყოს საქართველოს საზოგადოების განვითარებას.

ინფორმაცია გაშუქდა ადგილობრივ მედიაში:

ტელეკომპანია ბორჯომი - ttps://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/19705-pirveladi-gadaudebeli-dakhmarebis-treningi-bakurianis-mosakhleobisthvis

სამხრეთის კარიბჭე - https://sknews.ge/ka/news/40645 

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01