სტუდენტური პორტალი


სიახლეები


სოციალური და კულტურული  პროექტების სტუდენტური კონკურსი

2024-03-15

სოციალური და კულტურული  პროექტების სტუდენტური კონკურსი

მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ პირველი კონკურსი სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტებისთვის.

კონკურსის ფარგლებში საგრანტო წინადადებების მიმართულები უნდა ეხმიანებოდეს ჩამოთვლიდიდან ერთ-ერთს:

1) მდგრადი განვითარების მიზნებიდან (UN SDGs) ერთ-ერთ მიზანს (https://sdgs.un.org/goals)

2) პლანეტარულ ჯანმრთელობას (გარემოს დაცვითი ინიციატივები)

3) შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საჭიროებებს

საგრანტო წინადადების პირობები:

წარსადგენი დოკუმენტები:

1) შევსებული საგრანტო ფორმა (იხ. დანართი)

2) პროექტის განხორციელების სამოტივაციო წერილი (შესაძლოა დაწერილი იყოს განმცხადებლის/განმცხადებელთა გუნდის მიერ), პროექტში მონაწილე სტუდენტების როლების და პასუხისმგებლობების აღნიშვნით

3) პროექტში მონაწილე (ასეთის შემთხვევაში) პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლობის სურვილის დამადასტურებელი წერილი(ები)

საგრანტო წინადადების საბოლოო წარდგენის ვადაა: 15 აპრილი, 2024


წარმდგენი: წარმდგენი უნდა იყოს თსა-ს სტუდენტი ან სტუდენტთა ჯგუფი. პროექტში მონაწილეების როლები, პასუხისმგებლობები უნდა იყოს გაწერილი.

პროექტების ხანგრძლივობა: უნდა იყოს მინიმუმ 3 თვის და მაქსიმუმ 6 თვის ვადით. პროექტების განხორციელების პროცესში, განმცხადებლები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ პროგრესის ამსახველი შუალედური და საბოლოო ანგარიშები პროექტების ხანგრძლივობის გათვალისწინებით.

ბიუჯეტი: თითიოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.

ბიუჯეტი არ ითვალისწინებს სახელფასო ჰონორარს. გამარჯვებული პროექტის ავტორებთან გაფორმდება ხელშეკრულება.


საგრანტო წინადადებები მიიღება არა უგვიანეს 2024 წლის 15 აპრილისა, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: studentgrants@tma.edu.ge. გამოგზავნილი წერილის სათაურში (subject line) მითითებული უნდა იყოს „Competition for Social and Cultural Student projects“.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: studentgrants@tma.edu.ge


კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და დანართი იხილეთ ბმული ფაილების სახით.

კონკურსის შესახებ

დანართი