პროექტი - "სიკეთით ზრუნვა"

პროექტი - "სიკეთით ზრუნვა"

🗓️ 2024-03-19

 

თსა-ს სტუდენტური კლუბის „საზოგადოების დამხმარეების“ ინიციატივით კიდევ ერთი სოციალური პროექტი განხორციელდა. “სიკეთით ზრუნვა” ამ სლოგანის გარშემო გააერთიანა კლუბის ხელმძღვანელმა ანანო ახობაძემ თსა-ს სტუდენტები, რომლებმაც შეაგროვეს ტანსაცმელი მცირე საოჯახო ტიპის სახლისთვის, რომლის ბენეფიციარებიც ბავშვები არიან. 

 

კლუბის წევრებმა ამ ინიციატივის განხორციელებაში ჩართეს ქალაქ თბილისის 61-ე საჯარო სკოლაც.  სტუდენტებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს პროექტის არსი და მნიშვნელობა. მოსწავლეებს კი ერთი კვირის განმავლობაში უნდა შეეგროვებინათ ბავშვებისთვის საჭირო ინვენტარი, ტანსაცმელი, სათამაშოები, წიგნები და სხვა. სტუდენტებისა და მოსწავლეების ერთობლივი ძალისხმევით შეგროვებული ნივთები გადაეცა მცირე საოჯახო ტიპის სახლს “Divine Child Foundation of Georgia (DCFG)”. პროექტის მიზანი იყო, რომ საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები ბავშვებისათვის გაელამაზებინათ ერთი ჩვეულებრივი დღე და გამოეხატათ მათ მიმართ სითბო და მზრუნველობა.

 

“პროექტს „სიკეთით ზრუნვა“ დავარქვი. მიზანი მქონდა, რომ ამ ბავშვებისთვის სითბო და სიყვარული დაგვენახებინა. ვფიქრობ, რთულია მათი რეალობა და ძალიან სჭირდებათ მსგავსი სიყვარულის გამოხატვა ჩვენგან. ზუსტად სიყვარული გვაერთიანებს საბოლოო ჯამში ყველა ჩვენგანს, ის გვაძლევს ენერგიას და იმედსაც უკეთესი მომავლის. ელდარ შენგელაიას ფილმის გმირი ამბობს „სიყვარულია მშობელი ოცნებისა“ და მე მჯერა ამის, მთავარია სხვებსაც მივცეთ შესაძლებლობა ამის დანახვის” - აღნიშნა ანანო ახობაძემ.


 


 

ბოლო სიახლეები


2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
🗓️ 2026-04-01
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-03-30
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
🗓️ 2026-03-30
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
🗓️ 2026-03-27
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
🗓️ 2026-03-23
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-23
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
🗓️ 2026-03-20
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-16