„აკადემიის შესახებ მეგობრებისგან და სოციალური ქსელებიდან გავიგე. ბევრი ჩემი მეგობარი სწავლობს აქ და მათ მირჩიეს. მოლოდინი თავიდანვე კარგი მქონდა და დაახლოებით წარმოდგენაც მქონდა როგორი გარემო დამხვდებოდა. ახლა კი, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე პირველ ადგილზე რომ ჩავწერე თსა. იმიტომ, რომ აქ სტუდენტზე და სწავლაზე ორიენტირებული გარემოა, თანამედროვე მიდგომები, კეთილგანწყობილი ლექტორები და ეს სწორედ ის არის, რასაც მე ვეძებ უნივერსიტეტში. დავრწმუნდი, რომ სწორი შეფასება ჰქონდათ ჩემს მეგობრებსაც აკადემიაზე. სოციალური ქსელებიდან რასაც ვადევნებდი თვლას, ზუსტად ის დამხვდა აქ“ - აღნიშნა ღია კარის დღეზე მოსულმა აბიტურიენტმა თეკლე ჭინჭარაულმა, რომელიც პირველი ექსპერიმენტული სკოლის მე-12 კლასელია.
ღია კარის დღეები თსა-ში გრძელდება. მედიცინით დაინტერესებულ აბიტურიენტებს ამჯერად შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ ვირტუალური საავადმყოფოს გამოცდილება. CyberPatient ეს არის ერთგვარი ხიდი თეორიასა და პრაქტიკას შორის. ამ პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია ვირტუალური პაციენტის გასინჯვა, ისტორიის აღება, ფიზიკალური გასინჯვა, დიაგნოსტირება, მკურნალობა და დაკვირვება. თსა-ში მოსულ აბიტურიენტებს შესაძლებლობა მიეცათ თავად მოერგოთ ექიმის როლი და შეხვედროდნენ ვირტუალურ პაციენტებს. გარდა ამისა, აბიტურიენტებმა მიიღეს ინფორმაცია სასწავლო და გაცვლითი პროგრამებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ასევე, დაათვალიერეს შენობა და გაეცნენ ყველა იმ სასწავლო რესურსს, რასაც სწავლის პროცესში აქტიურად გამოიყენებენ. ტრადიციულად, აბიტურიენტებს მეგზურობას თსა-ს სტუდენტები უწევდნენ.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
