შეხვედრა პორტფოლიოს მენტორებთან

შეხვედრა პორტფოლიოს მენტორებთან

🗓️ 2024-03-22

თსა-ს ფაკულტეტის ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით პორტფოლიოს მენტორებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში მენტორებმა იმსჯელეს პორტფოლიოში არსებული გამოწვევების შესახებ და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ამ მიმართულებით. მენტორებმა მონაწილეობა მიიღეს ობიექტურად სტრუქტურირებულ სასწავლო სავარჯიშოში (OSTE -Objective Structured Teaching Exercise), რომლის მიზანი იყო პორტფოლიოს მენტორების მიერ სტუდენტებისათვის ეფექტური უკუკავშირის მიცემის უნარ-ჩვევების განვითარება.

მენტორებს აღნიშნული სავარჯიშოს ფარგლებში საშუალება ჰქონდათ დაჰკვირვებოდნენ სტადარტიზირებული სტუდენტისა და მენტორის სიმულაციურ ინდივიდუალურ შეხვედრას და გამოეთქვათ მოსაზრება (დებრიფინგი) აღნიშნული სიმულაციური სცენარის ფარგლებში მენტორის მიერ მიცემული უკუკავშირის შესახებ. აზრების გაზიარების/ დებრიფინგის დროს მენტორები სარგებლობდნენ ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული ეფექტური უკუკავშირის შეფასების ფურცლით.

მსგავსი ობიექტურად სტრუქტურირებული სასწავლო სავარჯიშო (OSTE) ასევე გამოყენებულ იქნა კლინიკური სასწავლო კურსების განმახორციელებლების ტრენინგის დროს საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციების დეპარტამენტის (CIMED) ხელმძღვანელების მიერ, სადაც ტრენინგის მონაწილეები დააკვირდნენ სტანდარტიზებული სტუდენტისა და კლინიცისტის სიმულაციურ შეხვედრას, ხოლო შემდეგ უკუკავშირი მისცეს კოლეგას წინასწარ შემუშავებული შეფასების ფურცლის საშუალებით. აღნიშნული ობიექტურად სტრუქტურირებული სასწავლო სავარჯიშო სამუშაო გარემოსთან მეტად მსგავსების მიზნით ჩატარდა აკადემიის კლინიკური-უნარ ჩვევების ცენტრში, სადაც შეხვედრის მონაწილეებს დებრიფინგის დროს ასევე საშუალება ჰქონდათ ენახათ სიმულაციური შეხვედრის ვიდეოჩანაწერი დეტალებზე მეტად კონცენტრირების მიზნით.

ბოლო სიახლეები


მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07