კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები

კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები

🗓️ 2024-03-29

თსა აცხადებს კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნებს!

ეს თქვენი შანსია ჩაერთოთ სწავლა-სწავლების მიმდინარეობის პროცესში, კომიტეტის წევრებთან ერთად გადაჭრათ ყველა ის საკითხი, რაც დაკავშირებულია სასწავლო პროცესთან თუ კვლევასთან.

თქვენ შეგიძლიათ იყოთ თქვენი თანატოლების ხმა კურიკულუმის კომიტეტში!

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

·  სტუდენტის აკადემიური მოსწრება (GPA) არ უნდა იყოს 2,5-ზე ნაკლები.

· კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს რეზიუმე/CV ფოტოსურათით. რეზიუმე უნდა მოიცავდეს სტუდენტის ინტერესებისა და მისწრაფებების აღწერას, ექსტრაკურიკულურ, აკადემიურ და სოციალურ აქტივობებში მიღებულ გამოცდილებას, მოხალისეობრივი საქმიანობის, სტუდენტურ კონფერენციებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას (არაუმეტეს 300 სიტყვისა).

·  კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, თუ რა ხედვა გააჩნია კურიკულუმის კომიტეტის საქმიანობასთან მიმართებით და რატომ წარადგენს საკუთარ კანდიდატურას (არაუმეტეს 300 სიტყვისა).

რეგისტრაცია

· აპლიკანტი უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://forms.gle/LTsdU8j8SZFh46fq9

· რეგისტრაციის ვადის ამოწურვის მომენტისათვის არასრულად წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმის შემთხვევაში, კანდიდატი მოიხსნება არჩევნებიდან. ვადაგადაცილებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

არჩევნები

· არჩევნები ჩატარდება ელექტრონულად, Google Forms-ის მეშვეობით. ხმის მიცემის უფლება ექნებათ სტუდენტებს მხოლოდ თსა-ს ელ-ფოსტის გამოყენებით.

· გამარჯვებულები იქნებიან ის სტუდენტები, რომელთაც ექნებათ მოპოვებული ყველაზე მეტი ხმა.

· არჩევნებზე მიღებული შედეგები ჩაითვლება ვალიდურად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს თსა-ს სტუდენტების არანაკლებ 10%.


არჩევნების პროცესში მნიშვნელოვანი თარიღები:

· კანდიდატურების რეგისტრაციის პერიოდი - 2024 წლის 29 მარტი - 4 აპრილი, 18:00 საათი.

· წარმატებული ნომინანტების (კანდიდატურების) ვებგვერდზე გამოქვეყნება - არაუგვიანეს 2024 წლის 10 აპრილისა.

· არჩევნების დღე - 2024 წლის 11 აპრილი

· საბოლოო შედეგების გამოცხადება 2024 წლის 12 აპრილი

 

ვრცლად იხილეთ კურიკულუმის დებულება
 

ბოლო სიახლეები


2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
🗓️ 2026-04-01
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-03-30
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
🗓️ 2026-03-30
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
🗓️ 2026-03-27
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
🗓️ 2026-03-23
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-23
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
🗓️ 2026-03-20
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-16