საჯარო ლექცია - დალი ხომერიკი

საჯარო ლექცია - დალი ხომერიკი

🗓️ 2024-04-05

რა გზა უნდა გაიაროს სტუდენტმა და როგორ უნდა შეარჩიოს სწორად  ის სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამა, რომელზეც მომავალში სწავლის გაგრძელება სურს?

ამ თემაზე სასაუბროდ თსა-მ ამერიკული საგანმანათლებლო ქსელის კონსულტანტს დალი ხომერიკს უმასპინძლა.

მომხსენებელმა ისაუბრა სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობაზე აკადემიურ ცხოვრებაში. მან  ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე როგორიცაა ინდივიდუალობა და პასუხისმგებლობა. ვინაიდან, ამ ყველაფერში სტუდენტი ავლენს საკუთარ თავს, რამდენად არის მზად რომ აიღოს პასუხისმგებლობა როგორც საზოგადოებაზე, ასევე ზოგადად, გლობალურ პრობლემებზე. 

„სტუდენტი უნდა იყოს ჩართული აკადემიურ ცხოვრებაში. კარგია, რომ თსა შესაძლებლობას აძლევს  სტუდენტებს ჩაერთონ სხვადასხვა პროექტებსა და აქტივობებში. ეს გამოცდილება მათ ძალიან დაეხმარებათ შემდგომ საფეხურზე ჩაბარების პროცესში“ - აღნიშნა დალი ხომერიკმა.

შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა, რათა მაქსიმალურად ბევრ სტუდენტს მისცემოდა შესაძლებლობა დასწრებოდა შეხვედრას.

„შეხვედრაზე მოგვაწოდეს ინფორმაცია რა გზა უნდა გაიაროს სტუდენტმა თუ მომავალში აპირებს მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებას. ვისწავლეთ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენისას, როგორ ავარჩიოთ ჩვენთვის სწორი პროგრამა და უნივერსიტეტი, მოვიპოვოთ დაფინანსება და წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით. ჩემთვის და ვფიქრობ, ნებისმიერი დაინტერესებული სტუდენტისთვის, მოწოდებული ინფორმაცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი” - აღნიშნა თსა-ს სტუდენტმა ლიზი მოყვანიძემ.

ბოლო სიახლეები


მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07