სტუდენტური პორტალი


სიახლეები


სორბონას უნივერსიტეტის პროფესორი თსა-ში

2024-04-23

სორბონას უნივერსიტეტის პროფესორი თსა-ში

თსა-მ სორბონას უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ასოცირებული პროფესორს, საფრანგეთის მიკრობიოლოგთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრს - მატილდა ლესკატს უმასპინძლა.

სტუმარმა სამუშაო შეხვედრები გამართა თსა-ს ფაკულტეტის წევრებთან და სტუდენტებთან. მან ქართულ აუდიტორიას გააცნო მიკრობიოლოგიის სწავლების თავისებურებები საფრანგეთის მაგალითზე და ისაუბრა საგანმანათლებლო თამაშების მნიშვნელობაზე.

მატილდა ლესკატმა ფაკულტეტის წევრებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება კვლევითი მიმართულებით და განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორების შესწავლაზე, რომლებიც არეგულირებენ Escherichia coli-ს კოლონიზაციას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დონეზე.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა სამეცნიერო კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სადაც მხარეებმა განიხილეს შემდგომი კვლევითი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

გარდა ამისა, მატილდა ლესკატმა აკადემიის სტუდენტებისათვის წარმართა საგანმანათლებლო თამაში Bacteria Game.

თსა-სა და მატილდა ლესკატს შორის თანამშრომლობა დაიწყო ლიონში, AMEE -2022 კონფერენციაზე. თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული გამოცდილების საფუძველზე აბსტრაქტი - Effect of "Bacteria Game" on consolidation of knowledge in medical bacteriology and antibiotic therapy from the perspective of medical students“ წარდგენილ იქნა AMEE 2023 კონფერენციაზე გლაზგოში (დიდი ბრიტანეთი).