როგორ უნდა მოემზადონ მედიცინის სტუდენტები ამერიკის სალიცენზიო გამოცდისთვის (USMLE) და რა თეორიული მასალა გამოადგებათ მზადების პროცესში - ამ საკითხზე სასაუბროდ თსა-ში სამუშაო შეხვედრა / ტრენინგი ჩატარდა. საერთაშორისო სტუდენტებში დიდ ინტერესს იწვევს USMLE-ის გამოცდა, სწორედ ამიტომ, ამ თემაზე სტუდენტებს ესაუბრნენ და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს თსა-ს სტუდენტებმა სოფო შამუგიამ და გიორგი ამირიძემ. ორივე მათგანმა წარმატებით ჩააბარა USMLE გამოცდის პირველი სტეპი.
როგორია გამოცდისთვის მზადების პერიოდი, სწავლის მეთოდიკა და ლიტერატურა, რომლითაც იხელმძღვანელეს თსა-ს სტუდენტებმა და რამ მისცა მათ მოტივაცია - ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რაზეც ტრენინგის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა.
“ჩემი აზრით, ამ შეხვედრით ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდეთ საერთაშორისო სტუდენტებს USMLE-ის შესახებ და მგონია, რომ ჩვენგან მიღებული რჩევები მათ გაუადვილებს ამ გზის გავლას” - აღნიშნა სოფო შამუგიამ.
საერთაშრისო სტუდენტებმაც აღნიშნეს, რომ ეს ტრენინგი მათ სამომავლოდ დაეხმარებათ კიდევ უფრო გააზრებულად მოემზადონ ამ გამოცდისთვის და რაც მთავარია ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების.
“მე ვფიქრობ, რომ USMLE-ის სემინარის მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სტუდენტისთვის, რადგან ის გვიჩვენებს იმ შესაძლებლობებს, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ ჩვენი შემდგომი კარიერისთვის. სასიამოვნო იყო ისიც, რომ სემინარს უძღვებოდნენ სტუდენტები, რომლებმაც უკვე ჩააბარეს USMLE გამოცდის პირველი სტეპი. ჩვენთვისაც უფრო მარტივი იყო მათთვის შეკითხვების დასმა. მომხსენებლები იმდენად მოტივირებულები იყვნენ, რომ მეც ვფიქრობ, თუ მათ შეძლეს ამის გაკეთება, ეს ნიშნავს, რომ მეც შემიძლია. მადლობას ვუხდი ორივეს საოცარი ტრენინგისთვის“ - აღნიშნა ფირალ მოჰამად შაჰიდმა.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
