“სოფლის ექიმის 6 დღე”- გურია - ფოტოგამოფენა

“სოფლის ექიმის 6 დღე”- გურია - ფოტოგამოფენა

🗓️ 2024-06-14

თსა-ს ტრანსდისციპლინური ხასიათის ფოტოპროექტი “სოფლის ექიმის 6 დღე გრძელდება”. წელს პროექტი გურიის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ექიმებზე გვიყვება ამბავს. თსა-ს ექვსმა სტუდენტმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ჩხაკოურა, ქვაბღა, ზემო სურები, საჭამიასერი და ვანზომლეთი) იმოგზაურა და იქ მომუშავე ექიმების ყოველდღიურობა ფირზე აღბეჭდა. 

როგორია სოფლის ექიმის ერთი დღე, მისი ყოველდღიური ყოფა და სამუშაო პროცესი, პროექტის მონაწილე სტუდენტებმა ფოტოებისა და ჩანაწერების საშუალებით გაუზიარეს საზოგადოებას. 

წელს გამოფენას ბაია გალერეამ უმასპინძლა, სადაც მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა მიეცა პირადად გაეცნო პროექტის მონაწილე გმირები - ექიმები გურიიდან და პროექტის მონაწილე სტუდენტები.

“ეს პროექტი დაწყების დღიდან დიდი ემოციების მომტანია ჩვენთვის, მაღალმთიან რეგიონში დასაქმებული ექიმებისათვის და რა თმა უნდა, პირადად ჩემთვის. გავიცანი არაჩვეულებრივი სტუდენტები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი ცოდნით, სწავლით, გონიერებით. არიან ძალიან კოლეგიალური უფროსი თაობის მიმართ. მათ რჩევის მიღების და გამოცდილების გაზიარების არაჩვეულებრივი უნარი და კულტურა აქვთ“ - აღნიშნა გურიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სურების ექიმმა მარინა სიხარულიძემ, რომელიც პროექტის მონაწილე ერთ-ერთი ექიმია.

პროექტის მიზანი მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ექიმების ცნობადობის გაზრდა და სტუდენტებში სამედიცინო პროფესიონალიზმის გაღვივებაა. ამასთან, იგი ორიენტირებულია წარმოაჩინოს სოფლის ექიმის როლი, მნიშვნელობა და თავდადება საზოგადოების წინაშე. ასევე, ხელი შეუწყოს მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლებში ახალგაზრდა ექიმების დასაქმების მოტივაციას.

„პროექტში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. სულ სხვანაირად დამანახა ექიმის საქმიანობა რეალურად რა არის. იმედი მაქვს, ამ გამოფენამ მიაღწია მიზანს და დამთვალიერებლამდე მიიტანა ის სათქმელი თუ რა მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ცხოვრება და საქმიანობა. მე პირადად, გამიჩნდა სურვილი, თავად ვიყო გარკვეული დროით სოფლის ექიმი“ აღნიშნა პროექტის მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა სალომე მუმლაძემ.

“სოფლის ექიმის 6 დღე” პირველად 2022 წელს მაღალმთიან აჭარაში განხორციელდა. თსა-ს სტუდენტებმა აჭარის სოფლებში იმოგზაურეს და იქ მომუშავე ექიმები გააცნეს საზოგადოებას.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტს განგრძობითი ხასიათი აქვს და თსა აგრძელებს პროექტის მონაწილე სოფლის ექიმებთან თანამშრომლობას სხვადასხვა ფორმით. აკადემიამ სოფლის ექიმების მონაწილეობით გასულ წელს აჭარაში კანის კიბოს სკრინინგი ჩაატარა. ასევე, პროექტის მონაწილე ექიმებისთვის თსა უზრუნველყოფს ინგლისური ენის ონლაინ კურსებს.

სოციალური პროექტი კვლავ გრძელდება. მესამე სეზონი ლეჩხუმში, სვანეთში და ახალციხეში განხორციელდება. უკვე შეირჩა 6 სტუდენტი, რომელიც ამ რეგიონების სოფლების ექიმების ცხოვრებას გააცნობენ საზოგადოებას. პროექტის მესამე სეზონის განხორციელება შემოდგომაზე დაიწყება. მანამდე კი სტუდენტები მოსამზადებელ ეტაპებს გაივლიან პროექტის თანაავტორთან, ფოტოგრაფ ლელი ბლაგონრავოვასთან ერთად.

პროექტის მედია გაშუქება:

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01