კარიერული უნარების განვითარების ვორქშოფი

კარიერული უნარების განვითარების ვორქშოფი

🗓️ 2024-06-19

 თსა-მ კარიერული უნარების განვითარების ვორქშოპს უმასპინძლა. როგორ უნდა შევადგინოთ ეფექტური CV და სამოტივაციო წერილი? სტუდენტებთან ამ საკითხებზე სასაუბროდ, აკადემიამ ორგანიზაციის ფსიქოლოგი, HR კონსულტანტი და ქოუჩი მარიამ ჩოხელი მოიწვია.


 

“ჩემთვის ძალიან საინტერესოდ ჩაიარა თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრამ. ვისაუბრეთ სამუშაოს ძიების სტრატეგიებზე, უფრო კონკრეტულად კი, სამედიცინო სფეროს სპეციფიკასა და გამოწვევებზე. ვისაუბრეთ, იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში წარმატების მისაღწევად რეფერალები და რეკომენდაციები. როგორ შეიძლება სტუდენტებმა შექმნან და გააძლიერონ სამუშაოს ძიების ეს არხი. სტუდენტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა რეკომენდაციები ეფექტური რეზიუმესა და სარეკომენდაციო წერილის შექმნაზე. მიხარია მათი დაინტერესება და იმედი მაქვს, მომავალშიც არაერთხელ შევხვდებით სხვადასხვა ფორმატში და გავაზიარებთ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას” - აღნიშნა მარიამ ჩოხელმა. 


 

ვორქშოპი ასევე მოიცავდა სამსახურის ძიების სტრატეგიებს - სად და როგორ უნდა ვიპოვოთ სასურველი სამსახური და რა შემთხვევაში უნდა გამოვეხმაუროთ ვაკანსიას. მომხსენებელმა სტუდენტებს გაუზიარა ის გზები, თუ რა უნდა გაითვალისწინოს აპლიკანტმა ვაკანსიაზე გამოხმაურებისას, რათა გაიზარდოს ინტერვიუს ეტაპზე გადასვლის შანსი. 


 

“მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, მიმეღო მეტად საჭირო ინფორმაცია კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით, გაცილებით უფრო ბევრი პერსპექტივიდან დავინახე, თუ რა სირთულეები აქვს პროფესიულ განვითარებას. განსაკუთრებით, კი სტუდენტობის პროცესში მუშაობასა და ფინანსური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ვფიქრობ, ამ ვორქშოფიდან ბევრ ინფორმაციას გამოვიყენებ იმისათვის, რომ უფრო პროდუქტიული გახდეს ჩემთვის ვაკანსიების ძებნის პროცესი” აღნიშნა თსა-ს სტუდენტმა მარიამ ღვინიაშვილმა.

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01