თსა-მ ნეიროფსიქოლოგ მაია მაჭავარიანს უმასპინძლა. შეხვედრა სტუდენტების ინიციატივით გაიმართა. მომხსენებელმა სტუდენტებთან ისაუბრა ისეთ აქტუალურ საკითხზე, როგორიცაა დისლექსია და დასწავლის უნარის დარღვევები.
დისლექსია არის ნეირობიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ეხება სწავლის უნარის გაძნელებას, ასევე ასოცირდება ყურადღების კონცენტრირების, ხანმოკლე მეხსიერებისა და ორგანიზების სირთულესთან. შეხვედრაზე განიხილებოდა თუ როდის და რა სიმპტომებით შეიძლება ამოვიცნოთ დისლექსია, ინტელექტის დონესა და სოციო-კულტურული ფაქტორების გათვალისწინებით. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია, დისლექსიის სხვადასხვა ფორმაზე, როგორ ვლინდება სხვადასხვა ასაკში და თუ როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს.
“ძალიან საჭირო ინფორმაცია მივიღე. მოხარული, ვარ რომ მომხსენებელიცპროფესიონალი შეარჩია აკადემიამ და შესაბამისი ხარისხიც ინფორმაცია გაგვიზიარა სტუდენტებს. მე დაინტერესებული ვარ ამ საკითხით და ვიმედოვნებ, მომავალში კვლავ მომეცემა შესაძლებლობა კიდევ უფრო ღრმა დეტალებში განვიხილოთ ეს საკითხი” - აღნიშნა თსა-ს სტუდენტმა ალექსანდრე ყანჩაველმა.
თსა-ს მიზანია სტუდენტებს შეუქმნას მათი მოთხოვნების და საჭიროებების შესაბამისი სასწავლო გარემო. შესაბამისად, აკადემიას როგორც სტუდენტზე ორიენტირებულ ინსტიტუციას, შემუშავებული აქვს სტუდენტთა აკადემიური, ფსიქოლოგიური და კარიერული მხარდაჭერის მექანიზმები და სერვისები.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
