ERASMUS+ გახსნითი შეხვედრა საგრანტო პროექტის ფარგლებში

ERASMUS+ გახსნითი შეხვედრა საგრანტო პროექტის ფარგლებში

🗓️ 2021-02-26

2021 წლის 24-25 თებერვალს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ (თსა) დისტანციურად უმასპინძლა ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების შესაძლებლობების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის - SAFEMED+ (Simulation in Undergraduate MEDical Education for Improvement of SAFEty and Quality of Patient Care) გახსნით შეხვედრას. პროექტის წარდგენას კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლების გარდა ესწრებოდნენ Erasmus+ საქართველოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, ქ-ნი ლიკა ღლონტი, Erasmus+ რეგიონული ოფისის წარმომადგენლები სომხეთიდან და უკრაინიდან და ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურული პროექტების სათავო სააგენტოს (EACEA) წარმომადგენელი, ბ-ნი შტეფან ვინანტი, რომელიც SAFEMED+ მიმდინარეობის განმავლობაში პროექტის ოფიცრის როლს შეასრულებს.

SAFEMED+ პროექტის შემუშავება განხორციელდა უშუალოდ თბილისის სამედიცინო აკადემიის, თაოსნობით, რაც თავის მხრივ კიდევ ერთხელ ადასტურებს თსა-ს სწრაფვას დასავლური სტანდარტების დანერგვისა და ინტერნაციონალიზაციისაკენ. პროექტი თავის მხრივ მიზნად ისახავს კომპეტენციაზე დაფუძნებული სამედიცინო განათლების პრინციპების მიხედვით სიმულაციური სწავლების დანერგვას და გაუმჯობესებას კონსორციუმის წევრ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, აერთიანებს კონსორციუმს, სადაც წარმოდგენილნი არიან შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან:

- პეტრე შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემია (Petre Shotadze Tbilisi Medical Academy) (C)
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (Tbilisi State Medical University)
- სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (University of Santiago De Compostela)
- კატანიას უნივერსიტეტი (University of Catania)
- ვილნიუსის უნივერსიტეტი (Vilnius University)
- ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (Bukovinian State Medical Univerrsity)
- ტერნოპილის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი (Ternopil State Medical University)
- სომხეთის ღია უნივერსიტეტი (Open University of Armenia)
- ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (Yerevan State Medical University)

შეხვერდაზე წარმოდგენილმა მხარეებმა განიხილეს SAFEMED+ ადმინისტრაციულ და ფინანსურ საკითხებთან ერთად განიხილეს პროექტის დანერგვის სტრატეგიული მიმართულებები, პროექტის შედეგების დისემინაციის საკვანძო საკითხები, კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების კურიკულუმები და კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრების შესაძლებლობები.

პროექტის ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 წლით და 2025 წლამდე გაგრძელდება.

ბოლო სიახლეები


2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
🗓️ 2026-04-01
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-03-30
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
🗓️ 2026-03-30
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
🗓️ 2026-03-27
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
🗓️ 2026-03-23
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-23
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
🗓️ 2026-03-20
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-16