აბიტურიენტებისთვის
დაფინანსება
თსა-ში სტუდენტთა მოტივაციის ზრდისა და მაღალი აკადემიური მოსწრების ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს დაფინანსების შემდეგი პროგრამები:
- თსა უზრუნველყოფს სტუდენტის თანადაფინანსებას მოპოვებული სახელმწიფო გრანტის ოდენობით პირველ აკადემიურ წელს
- მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები თავისუფლდებიან სწავლის გადასახადისგან. თსა-ში მოქმედებს შიდა დაფინანსება სტუდენტებისათვის, რომელთა აკადემიური მოსწრება აღემატება 91%-ს და რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა სოციალურ პროექტში
მიღების კრიტერიუმები

სწავლების ინოვაციური მეთოდები

თბილისის სამედიცინო აკადემია სტუდენტებს სთავაზობს ინოვაციურ, ინტეგრირებულ კურიკულუმს, რომლის ფარგლებში სტუდენტს სწავლის პირველივე დღეებიდან აქვს შეხება კლინიკურ შემთხვევებთან, რეალურ და სიმულაციურ პაციენტთან; ინოვაციური სწავლების მეთოდოლოგია სტუდენტს გამოუმუშავებს დამოუკიდებელი სწავლის და გუნდური მუშაობის უნარებს; უადვილებს დააკავშიროს ერთმანეთთან საბაზისო საგნებში მიღებული ცოდნა და რეალური კლინიკური სიტუაცია.
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კომპეტენციების მისაღწევად და შესაფასებლად გამოიყენება სწავლა-სწავლების და შეფასების შემდეგი ინოვაციური მეთოდები:
- შემთხვევის განხილვაზე დაფუძნებული სწავლება (CBL - Case-Based Learning);
- გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლება (TBL - Team-Based Learning);
- შემთხვევის განხილვაზე დაფუძნებული კლინიკური მსჯელობა (CBCR- Case-Based Clinical Reasoning);
- ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE - Objective Structured Clinical Examination);
- ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა (OSPE - Objectively Structured Practical Exam);
- პაციენტის საწოლთან სწავლება (Bedside-Teaching);
- შებრუნებული საკლასო ოთახი (flipped classroom);
- სწავლება ვირტუალური სიმულაციის გამოყენებით;
- სცენარებზე დაფუძნებული სიმულაციური სწავლება სტანდარტიზებული პაციენტის მეშვეობით;
- ანატომიის 3D ვიზუალიზაციის მაღალტექნოლოგიური სისტემა (Anatomage Table);
- პორტფოლიო (Portfolio)
საგანმანათლებლო პროგრამები
სამკურნალო საქმე
სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება 6 წლით, რომელიც 360 კრედიტს მოიცავს. სწავლების საფასური არის 5000 ლარი, სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე. სტუდენტი პროგრამის გავლის შემდეგ მიიღებს დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაციას.მედიცინა
სასწავლო პროგრამა ექვსწლიანია და მოიცავს 360 კრედიტს. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. სწავლის წლიური გადასახადი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეადგენს 5000 ლარს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 7000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.გაცვლითი პროგრამები
თსა-ში მოქმედებს Erasmus+ (ევროპა), GEMx (მსოფლიო) და ბილატერალური სემესტრული გაცვლითი და მოკლევადიანი კლინიკური სტაჟირების პროგრამები:
- გრანადას უნივერსიტეტი (გრანადა, ესპანეთი)
- სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (სანტიაგო-დე-კომპოსტელა, ესპანეთი)
- ანტვერპენის უნივერსიტეტი (ანტვერპი, ბელგია)
- რადბაუდის უნივერსიტეტი (ნეიმეგენი, ნიდერლანდები)
- გრიგორი პოპას მედიცინის და ფარმაციის უნივერსიტეტი (იასი, რუმინეთი)
- ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტი (ლოძი, პოლონეთი)
- ვილნიუსის უნივერსიტეტი (ვილნიუსი, ლიეტუვა)
- კლაიპედას უნივერსიტეტი (კლაიპედა, ლიეტუვა)
- მაზარიკის უნივერსიტეტი (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა)
- პავოლ იოზეფ შაფარიკის უნივერსიტეტი (კოშიცე, სლოვაკეთი)
- ალთინბაშის უნივერსიტეტი (სტამბოლი, თურქეთი)
- ათათურქის უნივერსიტეტი (ერზურუმი, თურქეთი)
- საქარიის უნივერსიტეტი (სერდივანი, თურქეთი)
- ლოქმან ჰექიმის უნივერსიტეტი (ანკარა, თურქეთი)
- სტამბოლის უნივერსიტეტი-ჯერაჰფაშა (სტამბოლი, თურქეთი)
- გირესუნის უნივერსიტეტი (გირესუნი, თურქეთი)
- რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი (რიზე, თურქეთი)
- ბიალისტოკის სამედიცინო უნივერსიტეტი (ბელოსტოკი, პოლონეთი)
- IFMSA - მედიკოს სტუდენტთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის პროგრამა (ევროპის ქვეყნები და თურქეთი)
- GEMx - გლობალური განათლების გაცვლითი პროგრამა მედიცინასა და ჯანდაცვის სფეროში (აფრიკა, აზია, ევროპა, ცენტრალური ამერიკა და კარიბის ზღვა, შუა აღმოსავლეთი)
- AMO opportunities - კლინიკური როტაციები აშშ-ში

ფინანსური ინფორმაცია
სწავლის საფასურის გადახდა
თსა-ში რეგისტრაციის დროს აბიტურიენტმა სავალდებულო წარმოსადგენ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს სემესტრის საფასურის ნახევრის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სხვადასხვა ოდენობის გრანტის გათვალისწინებით რეგისტრაციისას გადასახდელი თანხა (ლარი) |
გრანტის არ არსებობის შემთხვევაში რეგისტრაციისას გადასახდელი თანხა (ლარი) |
||
100 % გრანტი |
70 % გრანტი |
50 % გრანტი |
|
125 ₾ |
462.5 ₾ |
687.5 ₾ |
1250 ₾ |
მიმღები ბანკი - სს "საქართველოს ბანკი"
მიმღების დასახელება - შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
მიმღების ანგარიშის ნომერი - GE09BG0000000624481701
საკონტაქტო პირი
ქრისტინე სახელაშვილი
საფინანსო სამსახურის უფროსის თანაშემწე
k.sakhelashvili@tma.edu.ge