Quality Assurance Office
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) მისია და ინსტიტუციური განვითარების ხედვა გულისხმობს ხარისხის უზრუნველყოფისა (QA) და ხარისხის გაუმჯობესების (QI) ინტეგრირებულ მიდგომას როგორც ადმინისტრაციული, ისე კვლევის და მესამე მისიის (საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა) მიმართულებებით.
თსა-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიზანია საუნივერსიტეტო სივრცეში ხარისხის კულტურის დამკვიდრება და მუდმივი განვითარება.
თსა-ში არსებული ხარისხის კულტურის ძირითადი ღირებულებებია:
- თანმიმდევრულობა – მისიასა და ხედვაში გაცხადებული პრიორიტეტების რეალურ საქმიანობაში დანერგვა
- ერთიანი მიდგომა – ერთიანი სტანდარტებისა და მიდგომების დამკვიდრება
- თანამონაწილეობა - თითოეული თანამშრომლის მიერ ორგანიზაციის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე პოზიციონირების და ხარისხის განვითარებაში წვლილის შეტანა;
- გამჭვირვალობა – შეფასებების და შედეგების გაზიარება დაინტერესებულ მხარეებთან
- მხარდამჭერი გარემო – სამართლიანობისა და გულწრფელობის პრინციპებზე დაყრდნობით
- ურთიერთპატივისცემა
- ინფორმირებულობა – ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით და ითვალისწინებს ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
ხარისხის შიდა უზრუნველყოფა
თსა-ში მოქმედი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა დაფუძნებულია „Plan-Do-Check-Act Cycle“ პრინციპზე, რომელიც მოიცავს როგორც ხარისხის კონტროლის, ასევე ხარისხის გაუმჯობესების პროცედურებს. სისტემა ორიენტირებულია საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხზე და შიდა ხარისხის კულტურის განვითარებაზე.თსა-ში მოქმედი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა დაფუძნებულია ე.წ. “Plan- Do-Check-Act cycle” პრინციპზე, შედგება ოთხი რგოლისგან და მოიცავს როგორც ხარისხის კონტროლის (განახორციელე, შეაფასე) ასევე ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების პროცედურებს (განავითარე, დაგეგმე). დინამიური და განმეორებადი პროცედურები ორიენტირებულია თსა-ს საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფასა და შიდა ინსტიტუციური ხარისხის კულტურის განვითარებაზე.
ხარისხის გარე უზრუნველყოფა
ხარისხის გარე უზრუნველყოფა მოიაზრებს დამოუკიდებელი ორგანოს მიერ ინსტიტუციურ შეფასებას. უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოში ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესს წარმართავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. გარდა სავალდებულო გარე შეფასებისა, საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, თსა პერიოდულად იყენებს განმავითარებელ კოლეგიალურ შეფასებას. ხარისხის გარე უზრუნველყოფის მექანიზმებით გამოკვეთილი მიღწევები და გამოწვევები საფუძვლად უდევს თსა-ს მუდმივ განვითარებას, უზრუნველყოფს ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
Authorization
Institutional authorization is an external quality assurance mechanism that grants the right to operate as a higher education institution.
Current authorization period: 26.09.2024 – 26.09.2030
Programmatic Accreditation
Programmatic accreditation verifies that an educational program meets sectoral characteristics and accreditation standards.
- General Medicine – 13.07.2020 - 31.12.2027
- Medicine (English) – 13.07.2020 - 31.12.2027
- Public Health – 20.12.2023 - 31.12.2027
- Medical Sciences
- Public Health
Peer Review
SPRING 2021
Between 2019–22 TMA participated in the ERASMUS+ SPRING project (609528-EPP-1-2019-1-GE-EPPKA2-CBHE-JP). The institution was evaluated by a Multinational Peer Review Board (MPRB).კონტაქტი
Email: qualityoffice@tma.edu.ge
