სოციალური და კულტურული პროექტების სტუდენტური კონკურსი
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა), ინსტიტუციური ხედვის შესაბამისად, სტუდენტებს სოციალური და კულტურული პროექტების მხარდამჭერ საგრანტო კონკურსს 2024 წლიდან სთავაზობს. კონკურსის მიზანი პასუხობს აკადემიის მისიას, რათა ინოვაციური პროექტების მხარდაჭერით და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცოდნის პრაქტიუკული გამოყენებით სტუდენტებმა შეძლონ, ხელი შეუწყონ საზოგადოებრივ კეთიდღეობას და მოსახლეობის ჯანრმთელობის გაუმჯობესებას.
კონკურსს ახორციელებს თსა-ს ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტი, ხოლო მართავს სპეციალურად შერჩეული კომისია, რომელიც შედგება კულტურის, ხელოვნების, ბიზნესის, არასამთავრობო, საჯარო და საგანმანათლებლო სექტორების წარმომადგენლებისა და სამედიცინო სფეროს ექსპერტებისგან. აღნიშნული მრავალპროფილურობა ხელს უწყობს სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალთა ჩართულობას აკადემიის საქმიანობაში, ინტერ და ტრანს-დისციპლინური ინიციატივების გაძლიერებას და საგრანტო პროექტების შეფასებისა და მართვის ეფექტიანობას. პროექტების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მათ აქტუალურობასა და ინოვაციურობას.
სოციალური და კულტურული პროექტის კონკურსის ფარგლებში შემოსული საგრანტო წინადადებების მიმართულება უნდა ეხმიანებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნებიდან (UN SDGs) ერთ-ერთს (https://sdgs.un.org/goals) და თანხვედრაში იყოს სტრატეგიული განვითარების გეგმაში გაწერილ სფეროებთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: ინფორმაცია პროექტის შესახებ და განაცხადის ფორმა
2024 წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგად, შემოვიდა ცხრა საპროექტო წინადადება, რომელთაგან ხუთი გამარჯვებული პროექტი მულტიდისციპლინურმა კომისიამ შეარჩია.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროექტი ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (3, 4, 6, 11, 13, 15, 17) და სრულ თანხვედრაშია თსა-ს მესამე მისიასთან, რომლის მიზანია ემსახუროს საზოგადოებას. გამარჯვებული პროექტები განხორციელდა 2025 წელს.
2024 გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული სტუდენტები და მათი პროექტებია:
2025 წელს კონკურსი მეორედ გამოცხადდა. კონკურსის შედეგად შეირჩა 6 პროექტი, რომელთა განხორციელებაც 2026 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.
