კონფერენცია "საქართველოსმცოდნეობის დღე"

კონფერენცია "საქართველოსმცოდნეობის დღე"

🗓️ 2023-11-13

ლონდონში, უესტმინსტერის უნივერსიტეტში საქართველოსადმი მიძღვნილი ყოველწლიური კონფერენცია: "საქართველოსმცოდნეობის დღე" გაიმართა. წლევანდელი კონფერენცია მიეძღვნა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველ პროფესიონალ ქალებს. ღონისძიების ფარგლებში, სფეროს თითო შერჩეულმა წარმომადგენელმა ისაუბრა საკუთარ პროფესიაზე.  მედიცინაზე სასაუბროდ ღონისძიებაზე მიწვეული იყო თბილისის სამედიცინო აკადემიის მედიცინის სკოლის დეკანი ლალი მეკოკიშვილი. იგი დისტანციურად დაესწრო კონფერენციას და ისაუბრა გამორჩეულ ქართველ ექიმ ქალებზე, სამედიცინო განათლებაზე, უმაღლეს სამედიცინო განათლებაში მიმდინარე საინტერესო ცვლილებები განიხილა თსა-ს მაგალითზე, ისაუბრა პოსტდიპლომურ განათლებაზე და საკუთარ პროფესიულ გზაზე. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ბრიტანულ-ქართული საზოგადოების მესვეურები, უესტმინსტერის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოთი დაინტერესებული სხვა პირები. 

"საქართველოსმცოდნეობის დღეს" უკვე 36 წელია რეგულარულად მასპინძლობს უესტმინსტერის უნივერსიტეტი და მისი მიზანია საქართველოს მეცნიერებისა და კულტურის პოპულარიზაცია დიდ ბრიტანეთში. 

ღონისძიება ჩატარდა დიდი ბრიტანეთის უესტმინსტერის უნივერსიტეტის, ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს და ბრიტანულ-ქართული საზოგადოების ორგანიზებითა და მხარდაჭერით.

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01