24 იანვარს, თსა-ს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ჟენევაში სამუშაო შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საგანგებო სიტუაციებისთვის ქვეყნის მზადყოფნის გაძლიერების განყოფილების დირექტორთან, პროფესორ ნედრეთ ემიროღლუსთან.
პროფესორმა მარიამ ჯაშმა პროფესორ ემიროღლუს წარუდგინა Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტი- „LIFESTRAND“, რომელიც შეიქმნა, დაიგეგმა და წარიმართება უშუალოდ თსა-ს კოორდინირებით. პროექტი აერთიანებს საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის 9 უნივერსიტეტს.
პროექტის საბოლოო მიზანია პოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მაცხოვრებელი მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომელიც დაზარალდა რუსეთის ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის შედეგად, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლება.
პროექტი ითვალისწინებს პირველადი გადაუდებელი სახელმძღვანელოს შემუშავებასსანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის, ასოციაცია „სემერხენისა“ და პორტოს უნივერსიტეტის მიერ, საქართველოს და უკრაინის უნივერსიტეტების სტუდენტებისა და პერსონალისთვის როგორც ცოდნის და გამოცდილების გაზიარების, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით.
მთლიანობაში, პროექტით სარგებლობას შეძლებს საქართველოსა და უკრაინის 7 უნივერსიტეტის 242 თანამშრომელი და სტუდენტი, ასევე, მილიტარისტულად მაღალი რისკის ზონაში მცხოვრები 7200 ქართველი და უკრაინელი მოსახლე.
პროფესორმა ნედრეთ ემიროღლუმ დადებითად შეაფასა Erasmus+ Lifestrand-ის ინიციატივა და გამოხატა სამომავლო თანამშრომლობის ინტერესი როგორც თსა-სთან, ასევე კონსორციუმის მონაწილე სხვა უნივერსიტეტებთან.
გარდა ამისა, პროფესორი მარიამ ჯაში პროექტს წარუდგენს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს და უზრუნველყოფს ერთობლივ შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება როგორც სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები Erasmus+ Lifestrand-ის პროექტსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის, ასევე ახალი გაიდლაინების შემუშავებისა და ანალოგიური ინიციატივის განხორციელების პოტენციალი სხვა ქვეყნებსა და რეგიონებში.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
