მოხალისეობრივი პროექტი „ეკო პულსი“

მოხალისეობრივი პროექტი „ეკო პულსი“

🗓️ 2024-05-30

თსა-ს სტუდენტებმა „სტუდფესტი 2024-ის ფარგლებში“ საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით მოხალისეობრივი პროექტი „ეკო პულსი“ განახორციელეს. პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა და გაძლიერება ჩვენს საზოგადოებაში არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში მთელი რიგი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებით. 

პროექტი „ეკო პულსი“ თსა-ს სტუდენტურმა კლუბმა „საზოგადოების დამხმარეებმა“ განახორციელა. პროექტმა გააერთიანა მედიცინის 9 სტუდენტი და ოთხი ძირითადი აქტივობა. ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, იყო ტრენინგი სკოლის მოსწავლეებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებისათვის. პროექტში ჩაერთნენ 61-ე, 172-ე, 155-ე და მე-16 საჯარო კოლების და კერძო სკოლა „ბაქსვუდის“ მოსწავლეები, ასევე, მოზარდები სოციალური საწარმო „ბაბალედან.“ 

ტრენინგი მოსწავლეებს წარუდგინეს „ეკო პულსის“ წევრებმა და ისაუბრეს მწვანე საფარის აღდგენის აუცილებლობაზე, დაბინძურების პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა, სერტიფიცირებულმა ქიმიკოსმა ხათუნა ნოზაძემ, რომელიც აუდიტორიას ესაუბრა გარემოს ეკოლოგიურ პრობლემებზე და წარუდგინა საინტერესო ქიმიური ექსპერიმენტი. ღონისძიების დასკვნით ეტაპზე კი, პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ვორქშოპში. მოზარდებს შესაძლებლობა მიეცათ მოეხატათ ქოთნები და დაერგოთ მცენარეები. 

დასასრულს, ყველა მონაწილე მოსწავლეს გადაეცა „ეკო პულსის“ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

თსა-ს მოხალისეობრივი პროექტი განხორციელდა მასშტაბური სტუდენტური ფესტივალის „სტუდფესტი 2024-ის“ ფარგლებში, რომელიც სპეციალური ჟიურის მიერ შეფასდა. ფესტივალის ფარგლებში მოხალისეობრივ პროექტში 24 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობას და მათგან საუკეთესო პროექტს ჟიური გამოავლენს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სამედიცინო აკადემია მუდმივად უწევს ადვოკატირებას გარემოსდაცვით საკითხებს. თსა-ს სტუდენტური კლუბების „საზოგადოების დამხმარეებისა“ და „ეკო კლუბის“  ინიციატივით და აკადემიის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობით ხორციელდება კამპანია “Go Green”, რაც გულისხმობს თსა-ში მწვანე პოლიტიკის გატარებას და ეკოლოგიური საკითხების გარშემო ინფორმაციის გაზიარებას საერთაშორისო ექსპერტებთან, კლინიცისტებთან, სტუდენტებთან. ადვოკატირების კამპანია ასევე მოიცავს პაციენტებთან მჭიდრო დიალოგს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აკადემია თანამშრომლობს პარტნიორ ორგანიზაციებთან და აქტიურად ახორციელებს აქტივობებს, რომელიც ეძღვნება საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვითი საკითხების გარშემო, ეკოლოგიურად სუფთა პოლიტიკის ადვოკატირებას, კლიმატის ცვლილებას, ჰაერის დაბინძურების გლობალურ გამოწვევას თუ ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას.

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01