“ალცჰაიმერის კლუბის“ ღონისძიება

“ალცჰაიმერის კლუბის“ ღონისძიება

🗓️ 2024-05-31

“ალცჰაიმერის კლუბის” ინიციატივით თსა-მ მორიგ შეხვედრას უმასპინძლა. 

შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის პრეზიდენტი, ნევროლოგთა ასოციაციის წევრი, ნევროლოგი ნონა მინდიაშვილი.

მომხსენებელმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა ალცჰაიმერის პათოფიზიოლოგიისა და თანამედროვე მიდგომების შესახებ. მან საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თსა-სა და ალცჰაიმერის ასოციაციას შორის არსებულ პოზიტიურ თანამშრომლობას და გამოთქვა პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი. “მე მსურს რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციასა და აკადემიას შორის და გახდეს უფრო ნაყოფიერი. ამასთან, ვფიქრობ, რომ სტუდენტების ამ თემებით დაინტერესება ძალიან მნიშვნელოვანია ვინაიდან, მჯერა საბოლოოდ ამ დაავადების მკურნალობის ეფექტიანობა სწორედ, რომ მომავალი თაობის ხელშია. ვიმედოვნებ, რომ სწორედ ახალი თაობა მიაგნებს ამ დაავადებისგან  განკურნების გზებს და მედიკამენტებს” - აღნიშნა მან.

ალცჰაიმერის დაავადების მიმართ სტუდენტების ინტერესი სულ მზარდია და დარგის პროფესიონალებთან შეხვედრების ინიცირებაც სწორედ სტუდენტებისგან მოდის. "შეხვედრა კლუბის მოხალისეების თხოვნით ჩავნიშნეთ, ვფიქრობ ამ კლუბში მოხალისეობით ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო საქმეს შევეჭიდეთ, რისთვისაც პირველ რიგში ჩვენი ცნობიერების ამაღლებაა საჭირო. ქალბატონი ნონას ლექცია კი სწორედ ამაში დაგვეხმარა"- აღნიშნა თსა-ს სტუდენტმა ხატია დევაძემ, რომელიც ამავდროულად “ალცჰაიმერის კლუბის” ხელმძღვანელია.

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01