„VitalCare“- ცოდნა, რომელიც სიცოცხლეს იცავს

„VitalCare“- ცოდნა, რომელიც სიცოცხლეს იცავს

🗓️ 2025-06-26

თსა-ს სტუდენტების ინიციატივით განხორციელდა პროექტი „VitalCare“, რომლის მიზანია მოზარდებისთვის პრაქტიკულად გამოსადეგი საბაზისო სამედიცინო ცოდნის მიწოდება. პროექტი ასევე ემსახურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლებას და გადაუდებელ შემთხვევებში სწორი რეაგირების კულტურის დამკვიდრებას.

დღეს, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გადაუდებელი შემთხვევები მოულოდნელად და ყველგან შეიძლება მოხდეს, სწრაფ და სწორ მოქმედებას ხშირად ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. სწორედ ამიტომ, „VitalCare“-ის გუნდი მუშაობს სკოლის მოსწავლეებთან, ახალგაზრდებთან, რომელთაც შეუძლიათ გადაუდებელ შემთხვევებში დროულად ამოიცნონ საფრთხის ნიშნები და საჭიროების შემთხვევაში, პირველადი დახმარება სწორად გაუწიონ ადამიანს. 

პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს სასიცოცხლო ნიშნების მნიშვნელობა და ასწავლეს მათი გაზომვა — არტერიული წნევა, პულსი, სხეულის ტემპერატურა, სუნთქვის სიხშირე და ჟანგბადის სატურაცია. მოსწავლეებმა ისწავლეს გლუკომეტრისა და პულსოქსიმეტრის გამოყენება, გადაუდებელი დახმარების გამოძახების პროცედურები და ისეთი კრიტიკული მდგომარეობების ძირითადი ნიშნების ამოცნობა, როგორიცაა: ინსულტი, ინფარქტი, ჰიპო და ჰიპერგლიკემიური შეტევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველადი გადაუდებელი დახმარების საფუძვლების სწავლებას — როგორ მოიქცნენ მოულოდნელი შემთხვევისას, როგორ უზრუნველყონ უსაფრთხო გარემო და რა ნაბიჯები გადადგან პროფესიონალი დახმარების მოსვლამდე. პროექტის ფარგლებში ტრენინგები 150-მდე მოსწავლემ გაიარა.

პროექტი განხორციელდა პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტების მიერ: ლევან ბახტაძე, მარიამ ბერძენიშვილი, ლია თევდორაძეთამარ ქობულაშვილი და ნინო ჩხუტიშვილი. აღნიშნული პროექტი განხორციელდა თსა-ს სოციალური და კულტურული სტუდენტური საგრანტო კონკურსის ფარგლებში. “VitalCare” კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია.

„VitalCare“-ის საგანმანათლებლო ვიზიტებმა საქართველოს არაერთი რეგიონი მოიცვა —თბილისი („მწვანე სკოლა“), რუსთავი (სპორტის მუზეუმი), გორი („AC“ სკოლა), ახალციხე („მზექა“), ბაკურიანი და სამტრედია (წმინდა ნაზარი ლეჟავას სახელობის სკოლა). თითოეული ვიზიტი დატვირთული იყო პრაქტიკული აქტივობებით და მოტივირებული მოსწავლეებით, რომლებიც ინტერესით ეუფლებოდნენ გადაუდებელი დახმარებისა და საბაზისო სამედიცინო ცოდნის საფუძვლებს.

„VitalCare“-ის მთავარი მისიაა — ცოდნა გადაარჩენს სიცოცხლეს.

როდესაც წამები ყველაფერს წყვეტს, მნიშვნელოვანია, გვერდით იყოს ადამიანი, ვისაც სწორი რეაგირება შეუძლია.

სწორედ ამ იდეის ირგვლივ იკვრება პროექტის მთელი არსი — ცოდნის გაზიარებით და პრაქტიკული უნარების სწავლებით ყალიბდება მომავალი თაობა, რომელიც შეძლებს გადამწყვეტ მომენტში მოქმედებას და სხვების სიცოცხლის დაცვას.

 

 

 

 

ბოლო სიახლეები


2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
🗓️ 2026-04-01
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-03-30
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
🗓️ 2026-03-30
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
🗓️ 2026-03-27
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
🗓️ 2026-03-23
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-23
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
🗓️ 2026-03-20
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-16