ხელმისაწვდომი ჯანდაცვის საუბრები: ხილული ხმა

ხელმისაწვდომი ჯანდაცვის საუბრები: ხილული ხმა

🗓️ 2025-06-30

ხილული ხმა — როცა ჟესტები სიტყვებზე მეტს ამბობენ. კომუნიკაცია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგრამ როგორ დავრწმუნდეთ, რომ მედიცინა ხელმისაწვდომია მაშინაც კი, როცა სიტყვიერი კომუნიკაცია შეუძლებელია?

თსა-მ საქართველოს ყრუთა კავშირის ვიცე - პრეზიდენტს მაია მეტონიძეს უმასპინძლა, რომელიც სტუდენტებს მედიცინაში ჟესტური ენის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

“დიდი სიამოვნებით დავთანხმდი სტუდენტების შემოთავაზებას, რომ სტუმრად მოვსულიყავი თბილისის სამედიცინო აკადემიაში, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით. ვისაუბრეთ ჟესტური ენის ცოდნასა და მის გამოყენებას რა სარგებლობა მოაქვს სხვადასხვა პროფესიაში, განსაკუთრებით კი მედიცინაში. ვფიქრობ, რომ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა კომუნიკაციაზეა დაფუძნებული, მისი ანამნეზი და დიაგნოზი აისახება პაციენტის სწორად აგებულ ისტორიაში. შესაბამისად, შშმ პირებთან სწორი კომუნიკაცია განმსაზღვრელი ფაქტორია” - აღნიშნა მაია მეტონიძემ.

მომხსენებელმა დამსწრე აუდიტორიას გაუზიარა გამოცდილება და ისაუბრა იმ ყოველდღიურ დაბრკოლებებზე, რომლებსაც აწყდებიან სმენადაქვეითებული და ყრუ ადამიანები — იქნება ეს სამედიცინო სერვისებზე წვდომა, კომუნიკაციის სირთულეები თუ სისტემური ბარიერები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟესტური ენის როლს ჯანდაცვის სფეროში— როგორც ეფექტური და თანასწორი კომუნიკაციის იარაღს. მაია მეტონიძემ მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმ აუცილებლობას, რომ სამედიცინო პერსონალი უნდა იცნობდეს ან, მინიმუმ, ხელმისაწვდომი უნდა ჰყავდეს ჟესტური ენის თარჯიმანი, რათა სმენადაქვეითებული და ყრუ პაციენტების საჭიროებები არ დარჩეს უყურადღებოდ.

„როგორც მომავალი ექიმისთვის, ეს ღონისძიება ძალიან საინტერესო იყო. კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, რომ ჯანდაცვა მხოლოდ დიაგნოზი და მკურნალობა არ არის — კომუნიკაციაა მთავარი ხიდი პაციენტსა და ექიმს შორის. სმენის დაქვეითება არ უნდა იყოს ბარიერი და კომუნიკაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს” - აღნიშნა თსა-ს სტუდენტმა ანა გაბრიჭიძემ, რომელიც ამავდროულად თსა-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კლუბის ხელმძღვანელი და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტური ასოციაციის (GSAPH) დამფუძნებელი და პრეზიდენტია.

ღონისძიება, რომელიც გაიმართა ინკლუზიურობისადმი მიძღვნილი სერიების ფარგლებში — „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის საუბრები: ხილული ხმა“ ორგანიზებული იყო თბილისის სამედიცინო აკადემიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კლუბისა და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტური ასოციაციის (GSAPH) მიერ და მიზნად ისახავდა ჯანდაცვის სფეროში სმენადაქვეითებული და ყრუ პირთა საჭიროებების და საკითხების გააზრებას, ასევე ინკლუზიური მიდგომების გაძლიერებას. 

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01