პროფესორ კირან პანდიტის (აშშ) საჯარო ლექცია თსა-ში

პროფესორ კირან პანდიტის (აშშ) საჯარო ლექცია თსა-ში

🗓️ 2025-07-04

თსა-ს აკადემიური პერსონალისთვის ამერიკელი კოლეგის დოქტორ კირან პანდიტის (MD, MPH) საჯარო ლექცია გაიმართა. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა და მისი მთავარი თემა იყო Beyond Student Evaluations of Teaching and Educator Portfolios: A Multisource, Longitudinal System for Evaluating Teaching, რაც სწავლების შეფასების მრავალწყაროიან და გრძელვადიან მიდგომას ეხებოდა.

შეხვედრის ფარგლებში, დოქტორმა პანდიტმა წარადგინა პრეზენტაცია, სადაც ხაზი გაესვა საკითხს, რომ სტუდენტის მიერ ლექტორის და სწავლების პროცესის შფასება არ უნდა იყოს ერთადერთი ინსტრუმენტი აკადემიური პერსონალის შეფასებისას. პრეზენტაციის დროს მომხსენებელმა აუდიტორიას გაუზიარა გამოცდილება სწავლების ხარისხის შეფასების ალტერნატიული მეთოდების შესახებ და გააცნო კონკრეტული პრაქტიკული მაგალითები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკითხს — როგორ უნდა მოხდეს პედაგოგის პროფესიული იდენტობის (Teacher Identity) ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა აკადემიურ სივრცეში. 

კირან პანდიტი არის ვიცე დეკანი ფაკულტეტის განვითარების მიმართულებით   ალბერტ აინშტაინის კოლეჯში, (ნიუ-იორკი, აშშ).  მას მრავალწლიანი და მრავალმხრივი გამოცდილება აქვს სამედიცინო განათლებაში, ფაკულტეტის განვითარებასა და სასწავლო პროგრამების ინოვაციურ დაგეგმვაში. იგი ამავდროულად ხელმძღვანელობს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას ჯანდაცვის პროფესიებში სწავლების შეფასებისა და შეფასების მიმართულებით. იგი არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და თსა-ს აკადემიური პერსონალისა და დოქტორ პანდიტის თანამშრომლობაც სწორედ მსგავსი კონფერენციის, კერძოდ AMEE -2024 კონფერენციის ფარგლებში დაიწყო გასულ წელს. 

ამერიკელ კოლეგასთან სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო თბილისის სამედიცინო აკადემიის ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის მიერ.

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01