თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით აკადემიური და მოწვეული ლექტორებისათვის ვორქშოპი ჩატარდა.
ვორქშოფის მიზანი იყო - ლექციებისაგან თავისუფალი პროგრამის (lecture free) კონცეფციის წარდგენა და აქტიური სწავლების მეთოდების გაცნობა.
პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ლექციებისაგან თავისუფალი პროგრამის კონცეფციის არსი. ეს არის ინოვაციური მიდგომა, რომელიც ემყარება მტკიცებულებებს და მიზნად ისახავს აქცენტის გადატანას სემინარების დროს აქტიურ სწავლებაზე. აღნიშნული მიდგომა ერთი მხრივ ხელს უწყობს სტუდენტს, თეორიული მასალა პრაქტიკაში გამოიყენოს, მეორე მხრივ ეხმარება მას გაანალიზოს, თუ როგორ ისწავლოს. ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის საფუძველს (Lifelong learning).
ვორქშოპზე დამსწრეებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს აქტიური სწავლების სხვადასხვა მეთოდის სიმულაციაში, მათ შორის: Snowball method, Jigsaw method. ასეთმა სიმულაციურმა გარემომ მონაწილეებს საშუალება მისცათ, საკუთარ თავზე გამოეცადათ აქტიური სწავლების სხვადასხვა მიდგომა და ამავე დროს გაემართათ ჯანსაღი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსია ლექციებისაგან თავისუფალი პროგრამის კონცეფციის, მისი დადებითი მხარეების, გამოწვევებისა და სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
