Student's Portal

საბავშვო უნივერსიტეტი

საბავშვო უნივერსიტეტი „მედიცინა და ხელოვნება“ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ტრანსდიციპლინური აქტივობაა, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მედიცინისა და ხელოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სახალისო, თვალსაჩინო და ინტეგრაციული ფორმით. აღნიშნული აქტივობა დაფინანსდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2019 და 2021 წლების მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში.