საგრანტო ოფისი Horizon Europe

საგრანტო ოფისი Horizon Europe პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) სტრუქტურული ერთეულია, რომელიც უზრუნველყოფს კვლევითი კომპონენტის განვითარებას თსა-ს საერთაშორისო საგრანტო პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობის გზით.

Horizon Europe, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების საგრანტო პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი 95,5 მილიარდ ევროს შეადგენს. ის მიზნად ისახავს სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსებას, რომელიც მიმართულია ევროკავშირის კვლევითი პოტენციალის განვითარებაზე, კლიმატის ცვლილების გამოწვევებზე, და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაზე. პროგრამა ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას და ასევე მსოფლიო გამოწვევებთან ერთად უზრუნველყოფს კვლევისა და ინოვაციების ინტეგრაციას ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების პროცესში. საგრანტო პროგრამა ხელს უწყობს უახლესი ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნას და გავრცელებას, დასაქმების ახალი შესაძლებლობების ჩამოყალიბებას.