კვლევითი აქტივობები
კვლევითი აქტივობები პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის კვლევითი კომპონენტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება და მიღებული შედეგების ანალიზი მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს.
მკვლევარი: სამეცნიერო-კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტი
ARIVE – კვლევისა და ინოვაციების განვითარება უმაღლეს განათლებაში ვირტუალური გაცვლების გზით
ARIVE – კვლევისა და ინოვაციების განვითარება უმაღლეს განათლებაში ვირტუალური გაცვლების გზით
ARIVE არის Erasmus+ პროექტი, რომლის მიზანია ჯანმრთელობის მეცნიერებების და მომიჯნავე სამეცნიერო მიმართულებებით სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის მაღალი ხარისხის ვირტუალური კვლევითი შესაძლებლობების ჩამოყალიბება. პროექტი გულისხმობს სტრუქტურირებული ვირტუალური კვლევითი სემესტრების, კვლევის მიზნებით ციფრული ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებზე ტრენინგების, ასევე საერთაშორისო აკადემიური მენტორობის განხორციელების გზით მონაწილე ინსტიტუციების საერთაშორისო კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას.
ARIVE კონსორციუმი აერთიანებს პარტნიორ უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს ლატვიიდან, პორტუგალიიდან, ნორვეგიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან. პროექტი ხელს უწყობს ინტერდისციპლინურ კვლევას, ინკლუზიური აკადემიური ქსელების და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების ჩამოყალიბებას.
მკვლევარი: სამეცნიერო-კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტი
მკვლევარი: სამეცნიერო-კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტი
Digi-CHange
Digi-CHange
Digi-CHange – ჯანდაცვის გუნდებისთვის სასწავლო პროგრამების ციფრული ტრანსფორმაცია და განვითარება არის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროექტი, რომლის კოორდინატორია პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია.
პროექტი ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომელიც აერთიანებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს ევროკავშირის წევრი (ირლანდია, იტალია და ლატვია) და პარტნიორი (საქართველო და უკრაინა) ქვეყნებიდან.
Digi-CHange-ის მიზანია სამედიცინო და საექთნო განათლების მოდერნიზება ციფრული ჯანდაცვის, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის ინტეგრაციის გზით, რათა ჯანდაცვის მომავალი პროფესიონალები მომზადდნენ ეთიკური, თანამშრომლობითი და ციფრულად გამართული კლინიკური პრაქტიკისთვის.
მკვლევარი: სამეცნიერო-კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტი
მკვლევარი: იან ალექსანდერ კრიი
MB4GAP: Molecular Biomarkers for Gastric Adenocarcinoma Personalization
MB4GAP: Molecular Biomarkers for Gastric Adenocarcinoma Personalization
პროექტი მიზნად ისახავს კუჭის კიბოს (GC) ქვეტიპების შემდგომი მოლეკულური კატეგორიზაციას. აღნიშნული დაავადება მეხუთე ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა და რიგით მესამე მიზეზი კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შემთხვევაში. კვლევის მიზანია დაადგინოს Helicobacter pylori (H. pylori) და ეპშტეინ-ბარის ვირუსის (EBV) ინფექციების სტატუსი, TP53 მეთილაციის, როგორც მიკროსატელიტური არასტაბილურობის მაჩვენებელი (MSI), და HER2 და CLDN18.2 ექსპრესია, როგორც ქრომოსომული არასტაბილურობის (CIN) და გენომური სტაბილურობის (GS) ინდიკატორები შესაბამისად. კვლევისთვის ნიმუშები შეგროვდება როგორც ჯანმრთელი ადამიანებისგან, ასევე კუჭის კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებისგან; კვლევა მიზნად ისახავს 200 ნიმუშის შეგროვებას.
კვლევა განხორციელდება სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა იმუნოჰისტოქიმია, პოლიმერაზაციის ჯაჭვური რეაქცია (PCR), ბისულფიტის გარდაქმნა და იმუნოფერმენტული ანალიზი (ELISA). ეს მეთოდები იძლევა H. pylori და EBV ინფექციებთან დაკავშირებული სპეციფიური ბიომარკერების, TP53 მეთილაციის შაბლონის და HER2 და CLDN18.2-ის ექსპრესიის გამოვლენის და რაოდენობრივი განსაზღვრის შესაძლებლობას,
ამდენად, კვლევა მიზნად ისახავს კუჭის ადენოკარცინომის მოლეკულურ კატეგორიზაციას, რაც ხელს შეუწყობს პერსონალიზებული მკურნალობის მეთოდების განვიტარებას. GC-ს მოლეკულური მექანიზმების გარკვევით და პოტენციური ბიომარკერების იდენტიფიცირებით, კვლევა წარმოადგენს პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებას და კუჭის კიბოს კვლევის მიმართულებით ახალი ცოდნის აკუმულირებას.
პროექტი „MB4GAP: კუჭის ადენოკარცინომის პერსონალიზაციის მოლეკულური ბიომარკერები“ დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების 2024 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურსში.
მკვლევარი: იან ალექსანდერ კრიი
მკვლევარი: თომას შრადერი
AI-LabMed: ხელოვნური ინტელექტი ლაბორატორიული მედიცინის განვითარებისთვის
AI-LabMed: ხელოვნური ინტელექტი ლაბორატორიული მედიცინის განვითარებისთვის
დაავადების მექანიზმების შესახებ დაგროვებულმა ცოდნამ ლაბორატორიულ მედიცინას გადამწყვეტი როლი განსაზღვრა სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თუმცა, ლაბორატორიული პროცესების უსაფრთხოების და ეფექტურობის კუთხით ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია შეცდომების ალბათობა როგორც პრე-, ისე პოსტ-ანალიზურ ფაზებში. დიდი მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ხელოვნური ინტელექტის (AI) პოტენციალი მნიშვნელოვანია, მას შეუძლია განაპირობოს ლაბორატორიული მედიცინის განვითარება დიაგნოსტიკის გაუმჯობესებით, სამუშაო პროცესების გამარტივებით და გადაწყვეტილების მხარდაჭერით.
წარმოდგენილი სამწლიანი პროექტი ინტერდისციპლინურია, ის მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას ლაბორატორიული მედიცინის პრაქტიკაში. პროექტის მიზნები მოიცავს კვლევის მოქნილი მონაცემთა ბაზის შექმნას, AI მოდელების შემუშავებას შეცდომების გამოვლენისა და მონაცემთა ხარისხის შესაფასებლად, ლაბორატორიული ტესტირებისა და გადაწყვეტილების ტექნიკური მხარდაჭერის განვითარებას და ლაბორატორიული პროცესების გამარტივებას. პროექტის ფარგლებში გამოყენებული იქნება ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები და განმეორებადი ნერვული ქსელები შეცდომების გამოვლენის, კლასიფიკაციისა და დროის სერიების ანალიზისთვის.
პროექტი ინოვაციურია, ის მიზნად ისახავს ლაბორატორიულ მედიცინაში არსებული გამოწვევების გადაჭრას ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენების გზით. აღნიშნული მიდგომით მიღწეული იქნება როგორც დიაგნოსტიკური სიზუსტის, ისე პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება, პერსონალიზებული მედიცინის მიდგომების განვითარება. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს მონაცემთა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას, რაც მიღწეული იქნება მონაცემთა ანონიმიზაციის და სტანდარტიზებული ნომენკლატურის მიდგომების გამოყენებით.
ამდენად, AI-ს გამოყენება ლაბორატორიული მედიცინის მიზნებისთვის წარმოადგენს ჯანდაცვის განვითარების, მართვის ეფექტურობის და პაციენტის მოვლის გაუმჯობესების შესაძლებლობას. ინტერდისციპლინური თანამშრომლობისა და AI-ზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მეშვეობით, პროექტი წარმოადგენს ლაბორატორიული მედიცინის და ჯანდაცვის განვითარების შესაძლებლობას.
პროექტი „AI-LabMed: ხელოვნური ინტელექტი ლაბორატორიული მედიცინის განვითარებისთვის“ დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების 2024 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურსში.
მკვლევარი: თომას შრადერი
მკვლევარი: ნინო ჩხუტიშვილი, ლევან ბახტაძე, მარიამ ბერძენიშვილი, თამარ ქობულაშვილი, ლია თევდორაძე
თაფლის თვისებები პირის ღრუს პათოგენების მიერ წარმოქმნილი ბიოფილმების წინააღმდეგ
თაფლის თვისებები პირის ღრუს პათოგენების მიერ წარმოქმნილი ბიოფილმების წინააღმდეგ
პროქტის მიზანია თაფლის გავლენის შესწავლა სამიზნე ბაქტერიების შტამების ბიოფილმების წარმოქმნის უნარზე. ცნობილია, თაფლს აქვს უნარი დააინჰიბიროს დამწვრობებიდან და ჩირქოვანი ჭროლობებიდან გამოყოფილი პათოგენების ზრდა. ვინაიდან უშუალოდ თაფლი მოუხერხებელია ჩირქოვან ჭრილობებსა და კანზე გამოყენებისთვის, შესაძლებელია თაფლის სავლები მიჩნეული იყოს პირის ღრუს ინფექციების სამკურნალოდ მოსახერხებელ დამხმარე საშუალებად.
აღნიშნული სავლების გამოყენება უზრუნველყოფს პირის ღრუში ბიოფილმების წარმოქმნის პრევენციას. პროექტი მიზნად ისახავს პირის ღრუს პათოგენებზე და მათ მიერ წარმოქმნილ ბიოფილმების წარმოქმნის უნარზე თაფლის გავლენის შესწავლას.
მკვლევარი: ნინო ჩხუტიშვილი, ლევან ბახტაძე, მარიამ ბერძენიშვილი, თამარ ქობულაშვილი, ლია თევდორაძე
მკვლევარი: ლელა ყორიაული, ანა გოგოლაძე
სტრეპტოკოკი მუტანსი-ს (Streptococcus mutans) კოლონიზაციის შეფასება 1-ლი და მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით
სტრეპტოკოკი მუტანსი-ს (Streptococcus mutans) კოლონიზაციის შეფასება 1-ლი და მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით
კვლევითი პროექტი ეფუძნება ჰიპოთეზას, რომ
დიაგნოსტირებული დიაბეტის მქონე პაციენტებს და ჯანმრთელ ადამიანებს
განსხვავებული პირის მიკროფლორა აქვთ. კერძოდ, პროექტის მიზანია დავადგინოთ
Streptococcus mutans-ის თვისობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა ტიპი 1 და ტიპი 2
პაციენტების შემთხვევაში და შედარება ჯანმრთელ პოპულაციაში მიღებულ
მონაცემებთან. მიკროფლორის განსხვავების განსაზღვრით შესაძლებელი იქნება
შემდგომი დეტალური და ფართომასშტაბიანი კვლევების დაგეგმვა და განხორციელება.
კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს ადამიანის ჯანმრთელობის თვალსაზრისით
მიკრობიომის და მისი შემადგენლობის მნიშვნელობის განსაზღვრას, რაც
მკვლევარი: ლელა ყორიაული, ანა გოგოლაძე
მკვლევარი: მაგდა ტვილდიანი, სოფო ფუტურიძე, მარიამ ქევხიშვილი და დეა გოდერძიშვილი
სასწავლო კლინიკური შემთხვევა - შიო ობოლაძე
სასწავლო კლინიკური შემთხვევა - შიო ობოლაძე
გაიცანით შიო ობოლაძე, ქრონიკული დაავადების მქონე ახალგაზრდა პაციენტი.
ეს არის პედიატრიული კლინიკური შემთხვევა, რომელიც მომზადებულია პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის გუნდის მიერ, კ.ერისთავის სახელობის
ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობით.
კლინიკური შემთხვევა მიღებული და გამოქვეყნებულია CyberPatient სიმულაციური პლატფორმაზე.
CyberPatient წარმომადგენს ინტერაქტიულ, რეალისტურ სიმულაციური სწავლებისთვის
განკუთვნილ რესურსს, რომელიც ხელს უწყობს კლინიკური მსჯელობის და
კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.
თსა აქტიურად თანამშრომლობს CyberPatient-თან და ახალ კლინიკურ შემთხვევებს ამზადებს.
მკვლევარი: მაგდა ტვილდიანი, სოფო ფუტურიძე, მარიამ ქევხიშვილი და დეა გოდერძიშვილი
მკვლევარი: დეა გოდერძიშვილი, მაგდა ტვილდიანი, სულიკო ბილისეიშვილი
სასწავლო კლინიკური შემთხვევა - ნინო აკობია
სასწავლო კლინიკური შემთხვევა - ნინო აკობია
მკვლევარი: დეა გოდერძიშვილი, მაგდა ტვილდიანი, სულიკო ბილისეიშვილი
მკვლევარი: ია ხახუტაიშვილი, სალომე ხუბულავა
მოლეკულური პათოლოგიის სასწავლო პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით
მოლეკულური პათოლოგიის სასწავლო პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით
პროექტის მიზანია მოლეკულური პათოლოგიის სწავლების განვითარება საქართველოს უმაღლეს სამედიცინო და საბუნებისმეტყველო სკოლებში საერთაშორისო სტანდარტებთან და ბოლონიის პროცესის სულისკვეთებასთან შესაბამისობისაში მოყვანისათვის.ეს მიღწეულ უნდა იქნას მოლეკულური პათოლოგიის ინტეგრირებული საგანმანათლებლო კურსის შექმნითა და იმპლემენტაციით (მედიცინის პირველი საფეხურის, რეზიდენტურის, ბიოლოგიის მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის), მოწინავე ევროპულ საგანმანათლებლო სკოლებთან, ექსპერტებთან და მოლეკულური პათოლოგიის საერთაშორისოა სოციაციასთან თანამშრომლობით.
მკვლევარი: ია ხახუტაიშვილი, სალომე ხუბულავა
მკვლევარი: ანა შეყილაძე, საბა ზაქრაძე, გიორგი ბუღაძე
ბაქტერიის სწრაფი, ხარჯთეფექტური და შეუიარაღებელი თვალისათვის მარტივად აღქმადი დიაგნოსტირება ოქროს ნანონაწილაკების გამოყენებით
ბაქტერიის სწრაფი, ხარჯთეფექტური და შეუიარაღებელი თვალისათვის მარტივად აღქმადი დიაგნოსტირება ოქროს ნანონაწილაკების გამოყენებით
პროექტი მიზანად ისახავს დაუმუშავებელი ოქროს ნანონაწილაკების გამოყენებით სუსპენზიაში ბაქტერიების განსაზღვრის კოლორიმეტრიული მეთოდის განვითარებას.
მკვლევარი: ანა შეყილაძე, საბა ზაქრაძე, გიორგი ბუღაძე
მკვლევარი: ქეთევან ვეფხვაძე, ანა ქობალია, ნინო ფარცვანია, ანასტასია გოგილაშვილი, სოფო ლორია
D ვიტამინის და CC-16 ბიომარკერის კორელაციის განსაზღვრა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისთვის
D ვიტამინის და CC-16 ბიომარკერის კორელაციის განსაზღვრა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისთვის
კვლევა მიზნად ისახავს ორი პარამეტრის კორელაციის განსაზღვრას, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს რსპირაციული სისტემის დაზიანების ადრეული დიაგნოსტიკისთვის.
მკვლევარი: ქეთევან ვეფხვაძე, ანა ქობალია, ნინო ფარცვანია, ანასტასია გოგილაშვილი, სოფო ლორია
მკვლევარი: თამაზ რევაზიშვილი, ელენე კაპანაძე, ნინო ფანგანი
ოქროსფერი სტაფილოკოკის ცეფტრიაქსონის მიმართ რეზისტენტობის ასაკთან სტრატიფიცირებული ანალიზი კახეთის რეგიონში
ოქროსფერი სტაფილოკოკის ცეფტრიაქსონის მიმართ რეზისტენტობის ასაკთან სტრატიფიცირებული ანალიზი კახეთის რეგიონში
პროექტი მიზნად ისახავს Staphylococcus aureus ცეფტრიაქსონის მიმართ რეზისტენტობის დადგენას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში კახეთის რეგიონის პოპულაციის მაგალითზე
მკვლევარი: თამაზ რევაზიშვილი, ელენე კაპანაძე, ნინო ფანგანი
მკვლევარი: გელა ბესელია
ენტორინალური ქერქის ელექტრული სტიმულაციის ეფექტების შესწავლა მეხსიერების ფუნქციაზე, ჰიპოკამპის ნეიროგენეზსა და ნეიროქიმიაზე D-გალაქტოზას ზემოქმედებით გამოწვეულ დაბერების ვირთაგვას მოდელზე
ენტორინალური ქერქის ელექტრული სტიმულაციის ეფექტების შესწავლა მეხსიერების ფუნქციაზე, ჰიპოკამპის ნეიროგენეზსა და ნეიროქიმიაზე D-გალაქტოზას ზემოქმედებით გამოწვეულ დაბერების ვირთაგვას მოდელზე
პროექტის მიზანია ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში ტვინის ღრმა სტიმულაციის მეთოდით ენტორინალური ქერქის სტიმულაციის ეფექტების კვლევა ჰიპოკამპის ნეიროგენეზსა და ნეიროქიმიაზე და ასევე, მეხსიერების ფუნქციაზე D-გალაქტოზას კანქვეშა შეყვანით გამოწვეულ დაბერების ვირთაგვას მოდელზე. ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში შეისწავლება მეხსიერების სხვადასხვა ფორმა და დასწავლის პროცესები, და აგრეთვე, იმუნოჰისტოქიმიური ექსპერიმენტები ჩატარდება ქცევითად დახასიათებულ სხვდასხვა ჯგუფის ვირთაგვებზე.
მკვლევარი: გელა ბესელია
მკვლევარი: მლადენ კრაჯაჩიჩი
ESPCAL – Salmonella ფაგების ინკაფსულირება კათიონურ ლიპოსომებში
ESPCAL – Salmonella ფაგების ინკაფსულირება კათიონურ ლიპოსომებში
პათოგენური ბაქტერიების წინააღმდეგ აქტივობებში მონაწილეობის მიზნით, თბილისის სამედიცინო აკადემიის მიერ შემუშავებულია პროექტი "ESPCAL - Salmonella ფაგების ინკაფსულაცია კატიონურ ლიპოსომებში". ის გულისხმობს ანტიბაქტერიული მიდგომების გაუმჯობესების და ჩანაცვლებისთვის ფაგოთერაპიის - ბაქტერიული ვირუსების (ბაქტერიოფაგების), გამოყენებას. პროექტის ამოცანას ფაგების მიწოდების ეფექტური მიდგომის შემუშავება წარმოადგენს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი in vivo სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება, იმუნური დაცვა და უჯრედშიდა პათოგენებისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ლიპოსომაში ინკაფსულაციის კვლევა.
პროექტი „ESPCAL – Salmonella ფაგების ინკაფსულირება კათიონურ ლიპოსომებში“ დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების 2023 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურსში.
მკვლევარი: მლადენ კრაჯაჩიჩი
მკვლევარი: ეკატერინე კლდიაშვილი
InTech4MED - ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში
InTech4MED - ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში
პროექტი InTech4MED გულისხმობს მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამით განსაზღვრულ სწავლების პროცესში კვლევის კომპონენტების განვითარებას და ამ უკანასკნელთა განხორციელებისას პრობლემაზე და პროექტზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებას. პროექტი სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო აქტივობების კომბინაციას წარმოადგენს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ერთობლივად ახორციელებენ InTech4MED პროექტს. პროექტი დაფინანსებულია კონკურენტული ინოვაციის ფონდის მიერ (CIF-2023-06).
პროექტის შესახებ დამატებითი დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.
მკვლევარი: ეკატერინე კლდიაშვილი
მკვლევარი: ეკატერინე კლდიაშვილი, მაია ზარნაძე
მედიცინა და ხელოვნება - ინტერდისციპლინური მიდგომა მეცნიერების პოპულარიზაციისთვის
მედიცინა და ხელოვნება - ინტერდისციპლინური მიდგომა მეცნიერების პოპულარიზაციისთვის
პროექტი „მედიცინა და ხელოვნება - ინტერდისციპლინური მიდგომა მეცნიერების პოპულარიზაციისთვის“ მიზნად ისახავს ხელოვნების კრეატიული, შემოქმედებითი და ექსპრესიული პოტენციალის გამოყენებით საზოგადოებისთვის მედიცინის სამეცნიერო მიმართულებით კონცეფციების, განხორციელებული კვლევების და მიღწევების პრეზენტაციას.
მკვლევარი: ეკატერინე კლდიაშვილი, მაია ზარნაძე
მკვლევარი: ვიქტორია შონია, ნინო მუსერიძე
ეპითელურ-მეზენქიმური ტრანსფორმაციის მნიშნვნელობა ფილტვის სხვადასხვა ხარისხის ავთვისებიანობის ადენოკარცინომებში, სიმსივნის პროგრესიასა და მეტასტაზირებაში
ეპითელურ-მეზენქიმური ტრანსფორმაციის მნიშნვნელობა ფილტვის სხვადასხვა ხარისხის ავთვისებიანობის ადენოკარცინომებში, სიმსივნის პროგრესიასა და მეტასტაზირებაში
კვლევის მიზანს წარმოადგენს ეპითელურ-მეზენქიმური ტრანსფორმაციის როლისა და მნიშვნელობის შესწავლა ფილტვის სხვადასხვა ხარისხის ავთვისებიანობის ადენოკარცინომების პროგრესიასა და მეტასტაზირებაში, მისი რაოდენობრივი მონაცემების შეფასება და ქიმიორეზისტენტობის განსაზღვრა MDR 1 მარკერის გამოყენებით. კვლევის გამოყენებული იქნება საარქივო მასალა.
მკვლევარი: ვიქტორია შონია, ნინო მუსერიძე
მკვლევარი: ნინო ჩხუტიშვილი, ლევან ბახტაძე, მარიამ ბერძენიშვილი, თამარ ქობულაშვილი
თაფლი და მისი ანტიბაქტერიული თვისებები
თაფლი და მისი ანტიბაქტერიული თვისებები
პროექტი მიზნად ისახავს თაფლის ანტიმიკრობული აქტივობის შესწავლას Pseudomonas aeruginosa, Staphylococcus aureus და Streptococcus pyogenes-ის კლინიკური შტამების მიმართ.
მკვლევარი: ნინო ჩხუტიშვილი, ლევან ბახტაძე, მარიამ ბერძენიშვილი, თამარ ქობულაშვილი
მკვლევარი: ეკატერინე კლდიაშვილი, თორნიკე მეტრეველი, საბა იორდანიშვილი
რეგულაციური ფაქტორების აბერანტული ექსპრესია როგორც ონკოგენეზის სტიმული
რეგულაციური ფაქტორების აბერანტული ექსპრესია როგორც ონკოგენეზის სტიმული
ტექნოლოგიური და დიაგნოსტიკური პროგრესის მიუხედავად, ონკოლოგიური დაავადებები კვლავ ჯანდაცვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს. მათი მკურნალობა და ადრეული დიაგნოსტიკა გლობალური და ეროვნული ჯანდაცვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამჟამად რამდენიმე ბიომარკერი გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგის, პროგნოზირების, დიაგნოსტიკის, მართვისა და მონიტორინგის მიზნით. სამწუხაროდ, ეს ბიომარკერები შორსაა იდეალურისგან. შედეგად, თანამედროვე კვლევები მიზნად ისახავს ონკოგენეზის ადრეული დეტექციისა და პროგნოზისთვის ეფექტური სამიზნეების განსაზღვრას.
ონკოგენეზი ნორმული უჯრედის სიმსივნურ უჯრედად გარდაქმნას გულისხმობს. სიმსივნის სტრუქტურა არაერთგვაროვანია. ზოგიერთი სიმსივნური უჯრედი ღეროვან უჯრედებს (კიბოს ღეროვანი უჯრედები). მათ არარეგულირებადი პროლიფერაციის უნარი ახასიათებს, რაც შესაძლოა განპირობებულია:
- ტრანსკრიფციის ფაქტორების Sox2 და Oct4, ასევე PIWI პროტეინებისა და CTAs-ის აბერანტული ექსპრესიით;
- PIWI ცილების აბერანტული ექსპრესიით, რაც განაპირობებს განპირობებული piRNA-ს გაძლიერებულ ან დაქვეითებულ ექსპრესიას.
პროექტი მიზნად ისახავს ზემოხსენებული მოსაზრების დადასტურებას ინტერდისციპლინური კვლევის განხორციელების გზით.
პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისთვის 2022 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში.
მკვლევარი: ეკატერინე კლდიაშვილი, თორნიკე მეტრეველი, საბა იორდანიშვილი
მკვლევარი: ნინო კეკენაძე
მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2-ს (SARS-CoV-2) როლიაუტოიმუნური რევმატოლოგიური დაავადებების განვითარებაში
მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2-ს (SARS-CoV-2) როლიაუტოიმუნური რევმატოლოგიური დაავადებების განვითარებაში
პროექტი მიზნად ისახავს SARS-CoV-2 ვირუსით გამოწვეული COVID-19 გადატანილ პაციენტებში (აუტოიმუნური რევმატოლოგიური დაავადების ისტორიის გარეშე) აუტოიმუნური პასუხის არსებობის გამოვლენას უჯრედისგან თავისუფალი დნმ-ის, მიელოპეროქსიდაზის, კატეპსინ S და კომპლემენტის მე-2 ტიპის რეცეპტორის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მეშვეობით. პროექტის განხორციელების შედეგად შეფასდება COVID-19 ინფექციის, როგორც ეტიოლოგიური ფაქტორის, კავშირი აუტოიმუნური რევმატოლოგიური დაავადების განვითარებაში, ხოლო მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკის თვალსაზრისით.
მკვლევარი: ნინო კეკენაძე
მკვლევარი: ეკატერინე კლდიაშვილი, საბა იორდანიშვილი, ვახტანგ დეისაძე
სათესლე ჯირკვლის კიბოს ანტიგენები როგორც ონკოგენეზის ადრეული მარკერები
სათესლე ჯირკვლის კიბოს ანტიგენები როგორც ონკოგენეზის ადრეული მარკერები
სათესლე ჯირკვლის კიბოს ანტიგენები (CTAs) ცილებია. ტერმინი სათესლე ჯირკვლის კიბოს ანტიგენი მამაკაცის სასქესო უჯრედებთან კორელაციაზე მეტყველებს, თუმცა აღნიშნული ცილების ექსპრესია ქალებსაც ახასიათებს. CTAs მაკოდირებელი გენების უმეტესობა X ქრომოსომაშია ლოკალიზებული, მაგრამ ზოგიერთი გენი აუტოსომურ ქრომოსომებშიც აღინიშნება. აღნიშნული ცილები უმეტესწილად დიფერენცირებულ სათესლე ჯირკვლებში ვლინდება, ნორმაში მათი ექსპრესია სხვა სომატურ ქსოვილებში არ აღინიშნება. თუმცა CTAs გენების პათოლოგიური ექსპრესია ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში აღინიშნება. გარდა ამისა, დაფიქსირდა კორელაცია CTAs ექსპრესიასა და ქრომოსომული პათოლოგიების განვითარებას შორის. პროექტი მიზნად ისახავს ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში CTAs ექსპრესიის და ასევე მათი რეაქტივაციის შესაძლო მექანიზმების განსაზღვრას.
მკვლევარი: ეკატერინე კლდიაშვილი, საბა იორდანიშვილი, ვახტანგ დეისაძე
მკვლევარი: საიფ რუსტუმი
ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების პრევალენტობა პოსტ-COVID-ურ და ვაქცინირებულ ინდივიდებში
ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების პრევალენტობა პოსტ-COVID-ურ და ვაქცინირებულ ინდივიდებში
მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2 (SARS-CoV-2) არის 2019-2022 წლების პანდემიის, კორონავირუსული დაავადება 2019 (COVID-19) ეტიოლოგიური აგენტი. შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობდა, ინფექციური დაავადების შემთხვევების მეოთხედი იყო უსიმპტომო დაავადების მიმდინარეობის სრული პერიოდის განმავლობაში, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა შემთხვევების დაახლოებით 15%-ში აღინიშნებოდა; შემთხვევების 5%-მდე საჭიროებდა მართვას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. COVID-19 ინფექციის შემთხვევაში მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით და თრომბოემბოლიის ეპიზოდებით განპრიობებული დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაცია (DIC - disseminated intravascular coagulopathy) ლეტალური გამოსავლის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს. სულ უფრო მეტი მტკიცებულება ადასტურებს, თრომბოზული დიათეზი განპირობებულია კოაგულაციური სისტემის მრავლობითი დარღვევით. ამ დარღვევებს D-დიმერის მკვეთრი მომატებაც განეკუთვნება, რაც უარყოფითად კორელირებს დაავადების დადებით გამოსავალთან. COVID-19-ით განპირობებული ან “სახეშეცვლილი” მექანიზმების კვლევა, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს კოაგულოპათიის განვითარება, უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი. მისი კლინიკური გამოვლინება ფართო სპექტრით ხასიათდება და მოიცავს სისხლძარღვთა თრომბოზს, სპონტანურ აბორტს, ასიმპტომურ შემთხვევებს და დამატებით გამოვლინებებს, რომლებიც არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ თრომბოფილური მდგომარეობით. ამავდროულად, APS–ის ასიმპტომური შემთხვევების გავრცელება ჯანმრთელ პოპულაციაში 1%–დან 5%-მდე მერყეობს. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლოა ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების მომატება “შეუჩნეველი” რჩება COVID-19 მწვავე ფაზის მონიტორინგისას, ხოლო SARS-CoV-2 და მისი საწინააღმდეგო ვაქცინები კორელირებს ანტიფოსფოლიპიდური სინდრომისთვის დამახასიათებელი ანტისხეულების წარმოქმნასთან როგორც გამოჯანმრთელებულ, ასევე აცრილ პირებში წინასწარი “განწყობის” მქონე ინდივიდებში.
მკვლევარი: საიფ რუსტუმი
მკვლევარი: ალექსანდრე საღლიანი
SARS-CoV-2-ით ინფიცირებულ პოპულაციაში გავრცელებული სიმპტომებისვარიაბელურობის და სიმძიმის განსაზღვრა- პეტრე შოთაძის თბილისის სამედიცინოაკადემიის სტუდენტების და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისმაგალითზე
SARS-CoV-2-ით ინფიცირებულ პოპულაციაში გავრცელებული სიმპტომებისვარიაბელურობის და სიმძიმის განსაზღვრა- პეტრე შოთაძის თბილისის სამედიცინოაკადემიის სტუდენტების და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისმაგალითზე
COVID-19 ინფექცია 2019-2022 წლებში მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა იყო. მიუხედავად ამისა, SARS-CoV-2 ვირუსთან და მის მიერ გამოწვეულ ინფექციასთან მიმართებით ძალიან ბევრი ასპექტი დღემდე არ არის განსაზღვრული და კვლავაც კვლევის საგანს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემი იმის შესახებ, თუ რა ტიპის სიმპტომატური მანიფესტაცია ახასიათებს ამ ინფექციას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში, სამწუხაროდ მწირეა. აღნიშნული ტენდენციიდან გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. პროექტი პასუხობს ამ გამოწვევას და მიზნად ისახავს SARS-CoV-2 ინფიცირებულ პოპულაციაში გავრცელებული კლინიკური სიმპტომების განსაზღვრას.
მკვლევარი: ალექსანდრე საღლიანი
მკვლევარი: ეკატერინე კლდიაშვილი, მაია ზარნაძე
მედიცინა - ხელოვნებაში ასახული ისტორია
მედიცინა - ხელოვნებაში ასახული ისტორია
პროექტი დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში
პროექტი მედიცინა - ხელოვნებაში ასახული ისტორია“ მიზნად ისახავს ხელოვნების ნიმუშების ანალიზით მედიცინის ისტორიის პრეზენტაციას მეცნიერების როლის, კვლევისა და ინოვაციების შესახებ ცნობიერების ამაღლების და ახალგაზრდა თაობების მეცნიერებით დაინტერესების მიზნით. ცნობილია ლეონარდო და ვინჩის ანატომიური კვლევების ამსახველი ჩანახატები, თუმცა ფერწერაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ინფექციური დაავადებების, ეპიდემიებისა და ვაქცინაციის თემებს, სამედიცინო პროცედურების და ექიმის პროფესიული ტანსაცმლის საკითხებს. სალვადორ დალის ნახატებში შესაძლოა ბიოქტექნოლოგიასთან კორელაციები აღინიშნოს. გარდა ამისა, ხელოვნების ნიმუშები წარმოგვიდგენს როგორც ცალკეულ ექიმებს, პაციენტებს, კლინიკებს, ანატომიურ თეატრს, პალატას თუ ექიმის კონსულტაციის სცენას, ასევე ხშირ შემთხვევაში ხელოვნების ნიმუშებში წამოდგენილი პერსონაჟების დამახასიათებელი ნიშნების ანალიზით შეიძლება ამოვიცნოთ კონკრეტული დაავადება. ამ თვალსაზრისით გამორჩეულია და საინტერესოა იტალიის არისტოკრატთა სასახლეების ფრესკები, ბოსხის ნახატები და ა.შ. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბიოეთიკური ასპექტების ანალიზი ხელოვნების ნიმუშებში წარმოდგენილ ფაქტებზე დაყრდნობით. წარმოდგენილი პროექტი ფართო საზოგადოებას აღნიშნულ ფაქტებს და მათ ანალიზს სახალისო და ინტერაქტიული ფორმით წარუდგენს.
პროექტი წარმოადგენს პეტრე შოთაძის თბილისის სამედიცინო აკადემიის პროექტის „მედიცინა და ხელოვნება“ (შრსესფ-ის 2019 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი) გაგრძელებას და გულისხმობს ხსენებული ინსტიტუციის საბავშვო უნივერსიტეტის ეგიდით მიზნობრივი სამეცნიერო ფესტივალის ორგანიზებას შემდეგი აქტივობების განხორციელების გზით:
1. სამეცნიერო-პოპულარული ლექციების სერიის ორგანიზებას და განხორციელებას;
2. სამეცნიერო პიკნიკის ორგანიზებას და განხორციელებას;
3. სეზონური სკოლის ორგანიზებას და განხორციელებას;
4. სამეცნიერო კონფერენციისა და makeathon-ის ორგანიზებას და განხორციელებას.
მკვლევარი: ეკატერინე კლდიაშვილი, მაია ზარნაძე
მკვლევარი: ნინო შიუკაშვილი
MoCa-ს და IADL-ის მონაცემების კორელაცია მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების მქონე პირებში
MoCa-ს და IADL-ის მონაცემების კორელაცია მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების მქონე პირებში
მონრეალის კოგნიტური შეფასების ტესტი (MoCA) საიმედო ინსტრუმენტია მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების (MCI) დასადგენად. 2015 წელს აღნიშნული ინსტრუმენტი ითარგმნა ქართულ ენაზე და ჩატარდა შესაბამისი ვალიდაცია (Janelidze, 2016). ამასთან ჩატარდა პოპულაციის კვლევა (N=1000) საქართველოს პოპულაციაში მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების პრევალენტობის განსაზღვრის მიზნით (Nadareishvili, 2018). კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პოპულაციაში მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების პრევალენტობა 13,3%-ია და ის მნიშვნელოვნად არის ასოცირებული ასაკთან (+65), განათლების დონესთან, ჰიპერტონულ დაავადებასა და დიაბეტთან. მიღებული მაჩვენებლები შეესაბამება ევროპისა და აშშ-ს საშუალო მონაცემებს. ამასთან, არსებობს კვლევები, რომელთა თანახმადაც მსუბუქ კოგნიტურ დაქვეითებასა და ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საქმიანობის დაქვეითებას შორის დადებითი კორელაცია არსებობს (Katrin Jekel, 2015). კვლევების თანახმად, MCI–ს მქონე პაციენტებში უფრო მეტად არის დარღვეული ის IADL ქვედომეინები, რომლებიც უფრო მაღალ ნეიროფსიქოლოგიურ ფუნქციონირებას საჭიროებენ. პაციენტებს MCI-ით, რომლებსაც აქვთ IADL დეფიციტი, დემენციის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე პაციენტებს MCI- ით, IADL დეფიციტის გარეშე.
მკვლევარი: ნინო შიუკაშვილი
მკვლევარი: გვანცა დადიანი, ლელა სტურუა
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი საქართველოში, ბენჩმარკინგი ჩეხეთისა და ლიეტუას მაგალითზე
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი საქართველოში, ბენჩმარკინგი ჩეხეთისა და ლიეტუას მაგალითზე
საქართველოში, 2013 წლის ბოლოს საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით აღრიცხვაზე იმყოფებოდა 1537 ქალი. თუმცა, კიბოს რეგისტრის მონაცემებით, 2017 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 ქალზე 2015-2016 წლებში დაფიქსირებული მატების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა. 25 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში დაავადების მხოლოდ 1 შემთხვევა გამოვლინდა. ამავე რეგისტრის მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს ახალი შემთხვევების დიაგნოსტირება დაავადების I და II სტადიაზე მერყეობს 52%-დან 55%-მდე, თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს ინციდენტობა საქართველოში აღემატება ევროპის რეგიონის და დსთ-ს ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. პროექტი საქართველოსა და მსგავსი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის ქვეყნებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ არსებული მონაცემების შედარებითი ანალიზის განსახორციელებლად ჩაღრმავებული კვლევის ჩატარებას გულისხმობს, რაც გარკვეული დასკვნებისა და შემდგომში სკრინინგის ეფექტური ორგანიზების თვალსაზრისით რეკომედაციების შემუშავების წინაპირობას წარმოადგენს.
მკვლევარი: გვანცა დადიანი, ლელა სტურუა
მკვლევარი: ლელა სტურუა
COVID-19 პანდემიაზე ჯანდაცვის სექტორების რეაგირებისას გატარებული ღონისძიებების ანალიზი საქართველოში, სომხეთსა და სლოვენიაში
COVID-19 პანდემიაზე ჯანდაცვის სექტორების რეაგირებისას გატარებული ღონისძიებების ანალიზი საქართველოში, სომხეთსა და სლოვენიაში
პანდემიამ, რომელიც COVID-19-ის სახელწოდებითაა ცნობილი, 2020 წელს მსოფლიოს სრული იზოლირება და პარალიზება მოახდინა. დიდი გამოწვევების წინ აღმოჩნდა არამხოლოდ ჯანდაცვის სექტორი. COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევები დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერის ბოლოს, ჩინეთში, უბეის პროვინციის ქალაქ უჰანში (WHO, 2020). იგი კლასიფიცირდა როგორც ბეტაკორონავირუსის მსგავსი მწვავე რესპირატორული სინდრომი betacoronavirus similar to Severe Acute Respiratory Syndrome (SARS-CoV) და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი Middle East Respiratory Syndrome (MERS-CoV), რომელიც მოიხსენიება როგორც COVID 19. 2020 წლის 30 იანვარს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის 2019-2020 წლის ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა (WHO, 2020), ხოლო 11 მარტს - პანდემიად (WHO, 2020). კორონავირუსის პანდემიამ ადამიანების ჯანმრთელობაზე გავლენის გარდა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიო ეკონომიკაზეც. 2020 წლის პირველ ექვს თვეში COVID-19-ით დაზარალდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა და 8 000 000-მდე ადამიანი. პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის მთავრობების და მათი ჯანდაცვის სექტორების სამოქმედო გეგმა ჰეტეროგენულია, ბევრი ქვეყანა საკამოდ მოუმზადებელი აღმოჩნდა პანდემიასთან ბრძოლაში და კრიზისის მართვაში, ბევრი ქვეყანა კი სწრაფი რეაგირებით და შესაბამისი რეგულაციებით შეხვდა გამოწვევებს. არსებითად მნიშვნელოვანია მსოფლიო მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდეს პანდემიის შედეგების კვლევა და განხორციელებული აქტივობების შეფასება, რათა დროულად გაანალიზდეს და განისაზღვროს შემდგომი ნაბიჯები, როგორც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისათვის, ისე მოსალოდნელი მსგავსი სახის კრიზისების მართვისთვის.
მკვლევარი: ლელა სტურუა
მკვლევარი: ანდრეას მარტინ კაუფმანნი (Charité Universitätsmedizin Berlin), ეკატერინე კლდიაშვილი (თსა)
აპვ-ს როლი ონკოლოგიური დაავადებების განვითარებაში საქართველოში
აპვ-ს როლი ონკოლოგიური დაავადებების განვითარებაში საქართველოში
Charité Universitätsmedizin Berlin და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ახორციელებენ გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტს „აპვ-ს როლი ონკოლოგიური დაავადებების განვითარებაში საქართველოში“. პროექტი მიზნად ისახავს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებაში ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის ონკოგენურ პოტენციალზე მსჯელობას; ასევე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის, სკრინინგისა და მკურნალობის არსებული სიტუაციის განხილვას სკრინინგული მდგომარეობების და კვლევების შემდგომი განვითარების მიზნით.
მკვლევარი: ანდრეას მარტინ კაუფმანნი (Charité Universitätsmedizin Berlin), ეკატერინე კლდიაშვილი (თსა)
მკვლევარი: მაია ზარნაძე
ეპიგენეტიკური ცვლილებების აღმოჩენა და მათი მნიშვნელობის გაცნობიერება ჰემატოლოგიურ პაციენტებში საქართველოში (რეგიონი, რომელიც დაზარალდა ჩერნობილის აფეთქების შედეგად)
ეპიგენეტიკური ცვლილებების აღმოჩენა და მათი მნიშვნელობის გაცნობიერება ჰემატოლოგიურ პაციენტებში საქართველოში (რეგიონი, რომელიც დაზარალდა ჩერნობილის აფეთქების შედეგად)
იმის მიუხედავად რომ გლობალურად სხვადასხვა ტიპის სიმსივნისგან გამოწვეული სიკვდილიანობა იკლებს, მრავლობითი მიელომის მართვა ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩება, ეს პრობლრმა გასნაკუთრებით მძიმედ დგას საქართველოში, რომელიც ჩერნობილის ბირთვული ენერგიის საწარმოს ინციდენტის ადგილიდან, რომელიც 1986 წელს მოხდა, მხოლოდ 1448 კილომეტრითაა დაშორებული. საკვები და სხვა პროდუქტები ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გავრცელდა საბჭოთა კავშირში შემავალ 15 რესპუბლიკაში, მათ შორის საქართველოში. ამ ფაქტორებმა განაპირობა საქართველოს მოსახლეობის დასხივება დაბალი დონის რადიაციით. ჩერნობილის აფეთქების შემდეგ 10 წელიწადში გაიზარდა ჰემატოლოგიური ავთვისებიანი დაავადებების შემთხვევითობა დაზარალებულ რეგიონში, მათ შორის მრავლობითი მიელომა (MM). რადიაციის გავლენა დნმ-ზე საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ რადიაციას რნმ-ის პროცესინგის მექანიზმებში ცვლილებების შეტანით, რნმ-ის დაზიანებაც შეუძლია. სამეცნიერო გუნდის ხანგრძლივი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, მცირე დოზის რადიაციით დასხივების ფართო შედეგები ეპიგენეტიკური მექანიზმებით ტრანსკრიპტომის ცვლილებებზე, მათ შორის მისი ეფექტები რნმ-ის სპლაისინგზე ქართველ პაციენტებში (GE MM Pts) შემდეგი მიზეზების გამო 1) საქართველოს იმ რეგიონში, რომელიც მეტად დაზარალდა ჩერნობილის კატასტროფით, ფიქსირდება MM-ის მომატებული შემთხვევები. 2) გუნდის მიმდინარე კვლევამ, რომელიც ტრანსკრიპტომების ცვალებადობის მონიტორინგს ახორციელებს, გამოავლინა სპლაისინგის ცვლილებების ძლიერი გავლენა MM-ის კლინიკურ შედეგებზე. 3) კიბოს რნმ-ის სპლაისინგთან დაკავშირება არის ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენა, რომელიც გაკეთდა კიბოს გენომის სექვენსის პროექტიდან. ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად 1) მოხდება რნმ-სიქვენსის მახასიათებლების იდენტიფიცირება GE MM პაციენტებში და 2) დადგინდება შეცვლილი სპლაისინგის მიზეზები ამ პაციენტებში. ამ შედეგებზე დაყრდნობით და პროექტით დადგინდება სპეციფიკური გენეტიკური ცვლილებები ქართველ MM პაციენტებში და იდენტიფიცირდება ახალი ბიომარკერები და სამკურნალო სამიზნეები, რაც შექმნის უნიკალურ თერაპიულ შესაძლებლობებს ამ პაციენტებისთვის.
მკვლევარი: მაია ზარნაძე
მკვლევარი: მარინა თევზაძე
საკვერცხის კისტის მუცინების მონაწილეობა სიმსივნის ზრდის ფაქტორ ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინთან და მის სუბერთეულებთან ჯვარედინად მორეაგირე IgG აუტოანტისხეულების წარმოქმნაში
საკვერცხის კისტის მუცინების მონაწილეობა სიმსივნის ზრდის ფაქტორ ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინთან და მის სუბერთეულებთან ჯვარედინად მორეაგირე IgG აუტოანტისხეულების წარმოქმნაში
სულ უფრო და უფრო მეტი მონაცემი ამტკიცებს საკვერცხის სიმსივნეების მქონე პაციენტებში იმუნური გადარჩენის მექანიზმების არსებობას. მათ შორის არიან სიმსივნე - ასოცირებული და სიმსივნე-სპეციფიური, სიმსივნის ზრდის ფაქტორების საწინააღმდეგო აუტოანტისხეულები. გლიკოპროტეინული ჰორმონი ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (აქგ) და ჰორმონ-სპეციფიური β ჯაჭვი ასოცირებულია ისეთ ეპითელურ სიმსივნეებთან, როგორებიცაა შარდის ბუშტის, ფილტვების, პირის/სახის, მკერდის საშვილოსნოს ყელის, საკვერცხეების, საშოს, პროსტატის, თირკმელების და პანკრეასის კარცინომებთან. მიჩნეულია, რომ სიმსივნური უჯრედებისათვის აქგ-ს აუტოკრინული ზრდის ფაქტორის როლი აქვს. სამეცნიერო გუნდის წინა კვლევებით ნაჩვენებია, რომ საკვერცხის კისტის მქონე პაციენტების უმეტესობას, და არა საკვერცხის კარცინომების მქონე პაციენტებს, აქვთ IgG იზოტიპის აუტოანტისხეულები აქგ-სა და მისი სუბერთეულების მიმართ. შემდგომში, მათ ასევე მოვახდინეს იმის დემონსტრირება, რომ ეს აუტოანტისხეულები უმეტესწილად IgG2 ქვეკლასს მიეკუთვნება და როგორც ჩანს, ისინი ჯვარედინად უკავშირდებიან აქგ-სა და მისი სუბერთეულების გვერდით შაქრებს, თუმცა წარმოქმნილნი არიან სხვა გლიკოპროტეინების წინააღმდეგ. საკვერცხის კისტა წარმოადგენს სისხლის ჯგუფის მუცინების ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ წყაროს. სამეცნიერო გუნდის ვარაუდით, საკვერცხის კისტის მქონე პაციენტებში აღმოჩენილი დამცველობითი აუტოანტისხეულები აქგ-ს და მის სუბერთეულებს უკავშირდებიან ჯვარედინად, გვერდითი შაქრების მეშვეობით, მაგრამ წარმოქმნილნი არიან საკვერცხის კისტის მიერ წარმოებული სისხლის ჯგუფის მუცინების ოლიგოსაქარიდების წინააღმდეგ. პროექტი მიზნად ისახავს ამ ჰიპოთეზის შემოწმებას და კეთილთვისებიანი საკვერცხის კისტის მქონე პაციენტებში არსებული, ბუნებრივად გაჩენილი, აქგ-სა და მის სუბერთეულების მიმართ მიმართული, აუტოანტისხეულების ჯვარედინი საკვერცხის კისტის მუცინებთან დაკავშირების უნარის შესწავლას.
მკვლევარი: მარინა თევზაძე
მკვლევარი: გელა ბესელია, მაია ზარნაძე
მედიცინა და ხელოვნება
მედიცინა და ხელოვნება
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პროექტი „მედიცინა და ხელოვნება“ დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში. პროექტი „მედიცინა და ხელოვნება“ გულისხმობს საბავშვო უნივერსიტეტის ჩამოყალიბებას და მოსწავლეებისათვის მედიცინის მეცნიერებების და აღნიშნული სამეცნიერო მიმართულებით კვლევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ზემოხსენებული საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასების (X, XI, XII) მოსწავლეებს ინფორმაცია ინტეგრაციული, სახალისო და თვალსაჩინო ფორმით მიეწოდებათ. ინტეგრაცია პროექტის ინოვაციურობას განაპირობებს. ის მედიცინისა და ხელოვნების სინთეზს გულისხმობს, რაც კონკრეტული მოვლენის ინტერპრეტაციისათვის აუცილებელი ინტერდისციპლინური აზროვნებისა და არსებული შესაძლებლობების განხილვის უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს. პროექტი სკოლის მოსწავლეების მეცნიერებით დაინტერესების და საქართველოში STEM-ის განვითარების საშუალებას წარმოადგენს.
მკვლევარი: გელა ბესელია, მაია ზარნაძე
მკვლევარი: ნინო მუსერიძე
CDH1, Ki67-ის, P53-ის და HER2-ის თანაექსპრესიის თავისებურებანი კუჭის დიფუზური ტიპის კარცინომაში
CDH1, Ki67-ის, P53-ის და HER2-ის თანაექსპრესიის თავისებურებანი კუჭის დიფუზური ტიპის კარცინომაში
კუჭის სიმსივნე მსოფლიო მაშტაბით მე-5 ყველაზე გავრცელებულ ავთვსებიან სიმსივნეს და სიკვდილის გამომწვევ მე-3 ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს. ლაურენის კლასიფიკაციის მიხედვით კუჭის ავთვისებიანი სიმსივნეებს შორის განასხვავებენ ორ ძირითად ტიპს - ინტესტინურსა და დიფუზურს. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ავთვისებიანი სიმსივნეა. კუჭის მემკვიდრეობითი დიფუზური ტიპის კარცინომა (აუტოსომურ-დომინანტი დაავადება) ხსენებული სიმსივნის ტიპს განეკუთვნება. ის CDH1 გენის მუტაციით არის განპირობებული. დაზიანება უმეტესწილად ინტრაეპითელური კარცინომის სახით ვლინდება, მაკროსკოპულად ზედაპირული ლორწოვანი გარსის დაზიანება არ აღინიშნება. ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად, CDH1 მუტაციის არსებობისას გასტრექტომიის შემდგომი პოსტოპერაციული მასალის 100%-ში გამოვლინდა in-situ დიფუზური კარცინომა, რომლის ჰისტოლოგიური ზომა 0.1-10 მმ ვარირებდა. CDH1 მუტაციის შესაძლო კორელაცია HER2-ის ექსპრესიასთან, პროლიფერაციულ აქტოვობის მარკერ Ki-67-ისა და ონკოპროტეინ P53 –ის ექსპრესიასთან დღემდე არ არის განსაზღვრული. პროექტის მიზანს სწორედ რომ აღნიშნული კორელაციისა და CDH1 მუტაციის თავისებურებების კვლევა წარმოადგენს.
მკვლევარი: ნინო მუსერიძე
მკვლევარი: ირინე ბილანიშვილი
ინტერიქტალური ემოციური მდგომარეობა და ეპილეფსია
ინტერიქტალური ემოციური მდგომარეობა და ეპილეფსია
ტემპორალური წილის ეპილეფსიის მქონე ავადმყოფთა უმრავლესობას აღენიშნება ინტერიქტალური ემოციური ქცევითი დარღვევები, აღნიშნულ პროექტში ემოციური დარღვევების განვითარება, გამოვლინება და ნეირონული სუბსტრატი შესწავლილი იქნება , ისეთ ცხოველურ მოდელზე, როგორიცაა `კინდლინგი” (ცხოველური მოდელი, რომელსაც ტემპორალური წილის ეპილეფსიის შესასწავლად იყენებენ) . ჩვენი ვარაუდით, ემოციური დარღვევები შესაძლოა ის ინსტიქტური ქცევითი აქტებია, რომლებიც ანტიეპილეფსიურ ნეიროფიზიოლოგიურ მექანიზმებს ჩართავს..მიღებული შედეგებით ექსპერიმენტულად დამტკიცდება , რომ ინტერიქტალური ემოციური ქცევა ის ენდოგენური შესაძლო მექანიზმია, რომელიც ანტიეპილეფსიური ეფექტით ხასიათდება.
მკვლევარი: ირინე ბილანიშვილი
მკვლევარი: საიფ ტაფეექ
ჯანსაღი ცხოვრების წესის შეფასება და შედარებითი ანალიზი სამედიცინო და არასამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს შორის საქართველოს მაგალითზე
ჯანსაღი ცხოვრების წესის შეფასება და შედარებითი ანალიზი სამედიცინო და არასამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს შორის საქართველოს მაგალითზე
ჯანმრთელობის განმაპირობებელი ფაქტორი დღისათვის განსაზღვრულია და ცნობილია. ცხოვრების ჯანსაღი წესი და ფიზიკური აქტივობა მიეკუთვნება ამ ფაქტორებს. აშკარაა, რომ ქრონიკული დაავადებების უმეტესობა არაჯანსაღი ცხოვრების წესით არის გამოწვეული. მაგალითად: არაჯანსაღი კვება, თამბაქოს მოხმარება, ფიზიკური აქტივობის დეფიციტი, ალკოჰოლის ჭარბად მიღება და ნარკოტული პრეპარატების გამოყენება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არაჯანსაღი ცხოვრების წესი განაპირობებს სტრესს, ცუდ განწყობას, თვითშეფასების დაქვეითებას და ადვილად დაღლას, ცხოვრების ჯანსაღი წესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის. მნიშვნელოვანია მოვახდინოთ სტუდენტთა განათლება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოზიტიური ეფექტების შესახებ, რომლებსაც პირდაპირი ზეგავლენა აქვთ ჯანმრთელობაზე. კვლევა განხორციელდება ჯვარედინი კვლევის დიზაინის გამოყენებით. თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით ჩატარდება თბილისის უნივერსიტეტების სამედიცინო და არასამედიცინო უნივერსიტეტების 18-დან 25 წლამდე დაახლოებით 600 სტუდენტის ინტერვიუ. მიღებული შედეგები გაანალიზდება სტატისტუკურად. კვლევა მიზნად ისახავს, სტუდენტებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის განაწილების იდენტიფიკაციას, სტუდენტურ პოპულაციაში ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიკაციას და ამ პრობლემების გადასაჭრელად რეკომენდაციების მიცემას.
მკვლევარი: საიფ ტაფეექ
მკვლევარი: მარიამ თევზაძე
საკვერცხის კისტის მქონე ქალების სისხლში არსებული და ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინთან დაკავშირების უნარის მქონე ბუნებრივი ანტისხეულების შესწავლა
საკვერცხის კისტის მქონე ქალების სისხლში არსებული და ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინთან დაკავშირების უნარის მქონე ბუნებრივი ანტისხეულების შესწავლა
მოცემული პროექტის მთავარი ამოცანაა - ბუნებრივად სინთეზირებული ანტი-აქგ აუტოანტისხეულების დამცავი როლის განსაზღვრა რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეების მქონე პაციენტებში. საპილოტე კვლევაში, რომელიც საფუძვლად დაედო აღნიშნულ პროექტს ჩვენ ვაჩვენეთ, რომ კეთილთვისებიანი გინეკოლოგიური სიმსივნეების (ფიბრომიომა და საკვერცხის კისტა) მქონე პაციენტების სისხლის შრატში ანტი-აქგ და ანტი აქგβ, IgG იზოტიპის, ბუნებრივი ანტისხეულების მნიშვნელოვანი დონეა, მაშინ როდესაც ავთვისებიანი სიმსივნის ( საკვერცხის ადენოკარცინომა, ენდომეტრიუმის კიბო და საშვილოსნოს ყელის კიბო) მქონე პაციენტების სისხლის შრატში იგივე ანტისხეულები მეტად უმნიშვნელოდ არიან წარმოდგენილნი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბუნებრივად წარმოქმნილ ანტი-აქგ ანტისხეულებს აქვთ ბუნებრივი მარეგულირებელი როლი სიმსივნის წარმოქმნის პროცესში და შესაძლოა სწორედ მათ მიერ ხდება კეთილთვისებიანი სიმსივნეების ავთვისებიან სიმსივნედ ტრასფორმაციისაგან დაცვა.
მკვლევარი: მარიამ თევზაძე
მკვლევარი: ეკატერინე კლდიაშვილი
FOXP3 გენის ექსპრესია როგორც მეტასტაზის განვითარების რისკ-ფაქტორი
FOXP3 გენის ექსპრესია როგორც მეტასტაზის განვითარების რისკ-ფაქტორი
ონკოლოგიური დაავადებები და მათი მკურნალობა ჯანდაცვის პრიორიტეტული საკითხია. ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარებისათვის კრიტიკული გენები გამოვლენილია, თუმცა მეტასტაზებისა და რეციდივების განვითარებაზე პასუხისმგებელი გენები დღემდე არ არის განსაზღვრული. FOXP3 (Forkhead box protein P3) გენი ერთ-ერთი კანდიდატია. სიმსივნურ უჯრედებში აღნიშნული გენის ექსპრესია კვლევებით დადგენილ ფაქტს (Ebert et al., 2008; Karanikas et al., 2008; Takenaka et al., 2013) წარმოადგენს. FOXP3 გენი X ქრომოსომის მოკლე მხარში არის ლოკალიზებული. ის ტრანსკრიფციულ ფაქტორს აკოდირებს და ექსპრესიის რეგულაციის რთული მექანიზმებით ხასიათდება. სიმსივნურ უჯრედებში აღნიშნული გენის ექსპრესია მარეგულირებელი T უჯრედების Tregs-ებად ტრანსფორმაციის გზით (Liyanage et al., 2006; Li et al., 2007; Yuan et al., 2011) იმუნოსუპრესიის განმაპირობებელ ერთ-ერთ ფაქტორს (Hinz et al., 2007; Cuncha et al., 2012; Waight et al., 2015) წარმოადგენს. ცნობილია, რომ სიმსივნურ ქსოვილში Tregs უჯრედების არსებობა არაკეთილსაიმედო პროგნოზთან არის ასოცირებული (Adeegbe et al., 2013; Ondondo et al., 2013; Sahin et al., 2013). მეტასტაზირების მოლეკულური მექანიზმების თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია SOX2 და OCT4 გენების ინტენსიური ექსპრესია სიმსივნურ უჯრედებში (Xu et al., 2017; Ayob et al., 2018). აღნიშნული გენები ღეროვანი უჯრედების სპეციფიური გენების ჯგუფს მიეკუთვნება. მათ პროდუქტებს ტრანსკრიფციული ფაქტორები წარმოადგენს, რომელთა აქტივობა ემბრიონული განვითარების ნორმული მიმდინარეობისათვის და სხვადასხვა ქსოვილების ფორმირებისათვის არის მნიშვნელოვანი. ამდენად, სიმსივნურ ქსოვილში SOX2 და OCT4 გენების ექსპრესია კიბოს ღეროვანი უჯრედების კონცეფციასთან კორელირებს, რომლის თანახმად ნეოპლაზიური ზრდა ნორმული ქსოვილის განახლების პროცესის ანალოგიურია და კიბოს ღეროვანი უჯრედების სტიმულირებით არის განპირობებული. მით უფრო, რომ ამ უკანასკნელთა სიმსივნურ ქსოვილში არსებობა კვლევებით დადასტურებულია (Batle, 2017). ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ FOXP3 გენის ინტენსიური ექსპრესია მეტასტაზის განვითარების მოლეკულურ წინაპირობას წარმოადგენს და სიმსივნურ ქსოვილში FOXP3 გენის ექსპრესია: განაპირობებს SOX2 და OCT4 გენების აქტივაციას. კორელირებს პროლიფერაციულ აქტივობასთან. პროექტის მიზანს ზემოხსენებული სამეცნიერო ჰიპოთეზის ექსპერიმენტულად დადასტურება წარმოადგენს.
მკვლევარი: ეკატერინე კლდიაშვილი
მკვლევარი: გელა ბესელია
მეხსიერებისა და დასწავლის პროცესებში ბაზალური მსხვილუჯრედოვანი ბირთვის მნიშვნელობის კვლევა ქცევით, სტრუქტურულ და მოლეკულურ დონეზე
მეხსიერებისა და დასწავლის პროცესებში ბაზალური მსხვილუჯრედოვანი ბირთვის მნიშვნელობის კვლევა ქცევით, სტრუქტურულ და მოლეკულურ დონეზე
წარმოდგენილი პროექტის მიზანია იმუნოტოქსინებით NBM-ის (ბაზალური მსხვილუჯრედოვანი ბირთვის) ქოლინერგული და GABA-ერგული ნეირონების დაზიანების მქონე და საკონტროლო (ცრუოპერირებული) ჯგუფის ცხოველებში მეხსიერების სხვადასხვა ფორმის და დასწავლის პროცესების კვლევა, ასევე, NBM–ის საპროექციო ქერქულ უბნებში მეხსიერების დეფიციტთან ასოცირებული სტრუქტული ცვლილებებისა და ნეიროტრასმიტერთა მარკერების (ქოლინერგული - α7 nAChRs და M1 და გლუტამატერგული GluN2B სუბერთეულის შემცველი NMDA რეცეპტორების ექსპრესიის) ცვლილებების იდენტიფიცირება. მულტიდისციპლინური კვლევა სისტემურ, სტრუქტურულ და მოლეკულურ დონეზე ქმნის წინაპირობას მეხსიერების პროცესებში ბაზალური წინატვინის მამოდულირებელი ფუნქციის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღებისათვის და გვაძლევს შესაძლებლობას გამოვლინდეს კაუზალური კავშირები ბაზალურ წინატვინს, მის საპროექციო უბნებში შიგა ნერვული ქსელების ფუნქციასა და მეხსიერებისა და დასწავლის პროცესებს შორის. მეხსიერებაზე ბაზალური წინატვინის მამოდულირებელი მექანიზმების შეცნობა, ასევე მეხსიერების იმ ასპექტების განსაზღვრა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ეს სისტემა ხელს შეუწყობს მეხსიერების ფუნდამეტური ნეირობიოლოგიური მექანიზმების შეცნობას და ნეიროდეგენერაციული დაავადების მქონე პაციენტებში მეხსიერების გაუმჯობესებისათვის ახალი სტრატეგიების განსაზღვრას.
მკვლევარი: გელა ბესელია
მკვლევარი: ტარას გაბისონია
ადამიანებში ნაწლავური ინფექციების გამომწვევი საკვებისმიერი და წყლისმიერი ბაქტერიული პათოგენების შესწავლა
ადამიანებში ნაწლავური ინფექციების გამომწვევი საკვებისმიერი და წყლისმიერი ბაქტერიული პათოგენების შესწავლა
მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემების მიხედვით ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი ავადდება ნაწლავური ინფექციებით. საკვებითა და წყლით გავრცელებადი პათოგენები წარმოადგენენ დაავადებისა და სიკვდილიანობის წამყვან მიზეზს და იწვევენ დაახლოებით 1.8 მილიონამდე ადამიანის სიკვდილს ყოველწლიურად. აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ბაქტერიული პათოგენების მიკრობიოლოგიური და მოლეკულურ ბიოლოგიური კვლევა. ერთ-ერთ მთავარ საკვებითა და წყლით გავრცელებად პათოგენებს წარმოადგენენ Salmonella-ს, პათოგენური Escherichia coli-ს და Shigella-ს სხვადასხვა სახეობები. NCDC-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ აღირიცხება ნაწლავური ინფექციების 60 000-მდე შემთხვევა, მათ შორის, სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეების - 30 000-მდე შემთხვევა. საკვებისმიერი და წყლისმიერი პათოგენების მონიტორინგი და კონტროლი ხელს შეუწყობს მათი სიხშირის შემცირებას გარემო არეში, რაც თავის მხრივ, შეამცირებს ადამიანებში აღნიშნული პათოგენით გამოწვეული დაავადებების გავრცელების რისკს. აღნიშნული პათოგენების ადრეული იდენტიფიკაცია მეტად მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტური მკურნალობისთვის. ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიული შტამების სპეციფიკური რეზისტენტობის გათვალისწინებით, ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრა ძალზე მნიშვნელოვანია პათოგენების მონიტორინგისთვის და შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც საჭირო ეპიდემიოლოგიური მარკერი აღნიშნული ბაქტერიებისათვის. წარმოდგენილი პროექტის მიზანია როგორც კლინიკურ სინჯებში, ასევე საკვებ პროდუქტებში (ხორცი, კვერცხი) და წყლის სინჯებში ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ბაქტერიული პათოგენების იდენტიფიკაცია და მათი ანტიბიოტიკების მიმართ გრძნობელობის განსაზღვრა. ამ მიზნის მისაღწევად განხორციელდება შემდეგი აქტივობები:
- 1 - კლინიკურ სინჯებიდან ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ბაქტერიული პათოგენების გამოყოფა და იდენტიფიკაცია მორფოლოგიური, ბიოქიმიური და სეროლოგიური მეთოდების გამოყენებით
- 2 - საკვებ პროდუქტებში და წყლის სინჯებში ნაწლავური ინფექციების გამომწვევი კულტურების იდენტიფიკაცია მორფოლოგიური, ბიოქიმიური და სეროლოგიური ტესტების გამოყენებით
- 3 - ნაწლავური ინფექციების გამომწვევი კულტურების ანტიბიოტიკორეზისტენტობის პროფილების განსაზღვრა
მკვლევარი: ტარას გაბისონია
