სამეცნიერო კლუბი

სამეცნიერო კლუბი არის აქტივობა, რომელიც გულისხმობს კვლევის მიმართულებით ექსტრაკურიკულარული და მეცნიერების პოპულარიზაციაზე მიმართული აქტივობების განხორციელებას. კერძოდ, სხვადასხვა სამეცნიერო თემაზე კრიტიკულ ანალიზს და დისკუსიას შესაბამისი კვლევითი პროექტების და სამეცნიერო პუბლიკაციების განხილვის გზით.

ამდენად, სამეცნიერო კლუბი მიზნად ისახავს მეცნიერებით დაინტერესებული ინდივიდების გაერთიანებას. ისინი იკრიბებიან, რათა შეისწავლონ, გაუზიარონ სხვებს და განიხილონ სხვადასხვა სამეცნიერო თემები და კონცეფციები. ამავდროულად, სამეცნიერო კლუბის წევრებს აქვთ შესაძლებლობა გაიღრმაონ საკუთარი ცოდნა გარკვეულ თემაზე, ასევე ჩაატარონ ექსპერიმენტები და გაცვალონ იდეები ერთობლივ და დამხმარე გარემოში. კლუბის აქტივობებს წარმოადგენს მეცნიერების პოპულარიზაცია და წევრთა სამეცნიერო-კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა.