სამეცნიერო საგრანტო კომიტეტი

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) სამეცნიერო საგრანტო კომიტეტი კოლეგიური ორგანოა, რომელიც განახორციელებს დაწესებულების კვლევითი პროფილის განვითარებაზე ორიენტირებულ სხვადასხვა აქტივობებს. თსა-ს საგრანტო პროგრამის „სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების ხელშეწყობა“ ფარგლებში კომიტეტი დადგენილი პროცედურების შესაბამისად აფასებს წარმოდგენილ კვლევითი პროექტებს და მონიტორინგს უწევს მათ განხორციელებას.

გარდა ამისა, სამეცნიერო საგრანტო კომიტეტი მონაწილეობს „მეცნიერების მართვის“ პროცესში, რომელიც მოიცავს სამეცნიერო კვლევითი პროექტების, პროგრამებისა და ინიციატივების სტრატეგიულ დაგეგმვას, კოორდინაციას და ზედამხედველობას. „მეცნიერების მართვა“ მულტიდისციპლინარული სფეროა, რომელიც მიზნად ისახავს კვლევითი აქტივობების წარმატებით განხორციელების ხელშეწყობას და მოიცავს პროექტის მართვის, კვლევის ადმინისტრირებისა და ორგანიზაციული ხელმძღვანელობის ელემენტებს. „მეცნიერების მართვის“ უპირველესი მიზანია კვლევითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა და ეფექტურობის უზრუნველყოფა საუკეთესო პრაქტიკისა და ეთიკური პრინციპების დაცვით. ამდენად, „მეცნიერების მართვა“ ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს სამეცნიერო კვლევითი აქტივობების განხორციელებას შეუფერხებლად, ეფექტურად და საზოგადოებასა და ინდუსტრიაზე დადებითი ზემოქმედებით.