· 4 წუთი საკითხავი · სტუდენტური ცხოვრება
როგორ გამაძლიერა ბრძოლამ
როგორ გამაძლიერა ბრძოლამ

თსა-ს სტუდენტი / TMA Student


როგორ გამაძლიერა ბრძოლამ 
ვინ ვარ – მე ვარ ადანა, მედიცინის სტუდენტი ნიგერიიდან, მივისწრაფვი ვიყო საკუთარი თავის უკეთესი ვერსია და ვამაყობ , რომ ვამთავრებ მედიცინის სკოლის მე-5 კურსს.
ის, რითაც ვარ განსაკუთრებული - არის ჩემი პიროვნება და ჩემი გამოცდილება.
ჩემი ჰობი - აფრიკული წიგნების კითხვა, მეგობრებთან ერთად გართობა და YouTube-ის ყურება.
სამი რამ, რისი კეთებაც მიყვარს - მეგობრებისთვის საჭმლის მომზადება, ლოცვა და ხანგრძლივი სეირნობა.
რა მახარებს - გემრიელი საჭმელი და სიმშვიდე.
ცხოვრების მთავარი მიზანი/ოცნება- შევძლო ჩემი სუპერ ძალების მაქსიმიზაცია.                         
                                 
ჩემი ამბავი

მე ვარ ადანა ჯოისი, ნიგერიიდან, თსა-ს მე-5 კურსის სტუდენტი. მე გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას და მოგიყვებით იმ გამოწვევების შესახებ, რასაც მედიცინის სწავლების პროცესში გადავაწყდი.

თელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვიცოდი, რომ მედიცინის შესწავლა მინდოდა. ჩემი ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცა ჩემი ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა გარემოებამ. პირველივე ჯერზე არ გამიმართლა და სკოლის დამთავრებისთანავე სამედიცინო სკოლაში ჩაბარება ვერ მოვახერხე, ეს გარკვეულ საგანმანათლებლო პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული. ემი მომავალი კარიერისკენ სწრაფვისთვის  თავის დანებებას ვაპირებდი, რადგან, ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა მესწავლა ერთი და იგივე სფერო დიდი ხნის განმავლობაში. თსა-ს ერთ-ერთმა სტუდენტმა გამიზიარა ინფორმაცია საქართველოში მედიცინის სწავლების შესახებ და მეც მივიღე გადაწყვეტილება თსა-ში შემომეტანა საბუთები. გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ მე ეს შევძელი და უკვე მალე დავასრულებ კიდეც სასწავლო პროგრამას. 

ჩემი პირველი სემესტრი თსა-ში 2018 წლის მარტში დაიწყო. ძალიან ვღელავდი, ჩემთვის ყველაფერი ახალი და განსხვავებული იყო. მოხვდე უნივერსიტეტში, სადაც ასობით სტუდენტი შეიძლება იჯდეს აუდიტორიაში და ამ დროს ლექტორმა ყველა მათგანის სახელი იცოდეს, ეს შთამბეჭდავი იყო. ლექტორები შესაძლებლობას მაძლევდნენ დამესვა კითხვები და მიმეღო პასუხები ყველა მათგანზე.

გამოწვევა

ბიოქიმია მეტად რთული აღმოჩნდა. უბრალოდ, არ მესმოდა ეს საგანი. ბიოქიმიაზე ფიქრი შიშს და გაუგებრობას მგვრიდა. მახსოვს, ჩემი პირველი დღე იმდენად რთული იყო, ვერც კი გავიგე რაზე ლაპარაკობდნენ. ამინომჟავები, კოლაგენი და ა.შ. ანატომიასთან შედარებით, რომელიც საკმაოდ ვიზუალური იყო, ბიოქიმიის ვიზუალიზაცია რთული აღმოჩნდა. სად არის ყველა ეს მოლეკულა, რაზეც საუბრობენ?

ვესაუბრე ჩემს მეგობარს, რომელიც სწავლობდა ბიოქიმიას და მან მითხრა, რომ ამას დროთა განმავლობაში გავიგებდი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელოებს ვკითხულობდი, ვიდეოებს ვუყურებდი, მაინც ვერაფერს ვიგებდი. ბიოქიმიის სწავლა მიჭირდა.

პირველი გამოცდისთვის ვცდილობდი კარგად მოვმზადებულიყავი, ძალიან მოვინდომე და თითქოს მზად ვიყავი კიდეც. თუმცა, ჩემი პირველი გამოცდის შედეგიც მახსოვს, 10 ქულიდან მხოლოდ 4 ქულა მივიღე. სიმართლე გითხრათ, მეშინოდა საკუთარი თავის. ეს ისეთ ძნელი გასაგები იყო. ყოველი მომდევნო გამოცდისთვის უფრო მეტს ვმეცადინეობდი, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგს ვერ ვხედავდი.  ბიოქიმიის გამოცდის წინა დღეს მიჭირდა დაძინება.  შუალედურებიც მოახლოვდა, ხანგრძლივი მომზადების შემდეგ, შუალედური გამოცდები ჩავაბარე.

შუალედური გამოცდების ჩაბარების შემდეგ, დავრწმუნდი, რომ ნაცადი მქონდა ყველა ხერხი, თუ როგორ მესწავლა ბიოქიმია უკეთ, თუმცა, უშედეგოდ. სწორედ ამ დროს ჩემს ჯგუფში შევამჩნიე ერთი გოგო, რომელსაც თითქოს ბიოქიმია კარგად ესმოდა. ეს იყო პრაგია. მივუახლოვდი და გავესაუბრე ჩემს პრობლემებზე. ის ნამდვილად დამეხმარა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც გამიჭირდა და იმ სემესტრში ბიოქიმია ძლივს ჩავაბარე. ეს მართლა რთული იყო. 

დაიწყო ბიოქიმიის მეორე სემესტრი და გამიმართლა მყოლოდა შესანიშნავი მასწავლებელი, რომელიც ცდილობდა სასწავლო პროცესი უფრო სახალისო გაეხადა. მაკამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე და ჩემს ჯგუფელებს უკეთ გაგვეგო ბიოქიმია. 
ყველაფერი გაუმჯობესდა საბაზისო სწავლების შემდეგ, ისევ დამჭირდა ბიოქიმიის შესწავლა და ჩაბარება. ახლა ეს პროცესი გაცილებით საინტერესო გახდა ჩემთვის, რადგან სხვადასხვა კურსის გავლის შემდეგ უკეთ მესმოდა საგნის შინაარსი. მივხვდი, რომ ბიოქიმია ძალიან ტექნიკური საგანია. სიმართლე გითხრათ, რაღაცები ახლაც მავიწყდება, თუმცა გაცილებით უკეთ მესმის ეს საგანი და შემიძლია ვთქვა, რომ საინტერესოც კი მეჩვენება. 

ამ ყველაფერს იმიტომ გიზიარებთ, რომ ვიცი, ბევრი სტუდენტისთვის რთულია ბიოქიმიის შესწავლა დაწყებით ეტაპზე. ჩემთვის ეს იყო ჩემი პირველი შეხება მედიცინის სამყაროსთან და ჯერ კიდევ ბევრი დრო მჭირდებოდა, რომ მესწავლა ძირითადი ცნებების გაგება. ჩემთვის კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ სხვა კურსებისგან განსხვავებით, ეს არ იყო ვიზუალიზებული.

ვიცი, რომ ზოგიერთმა თქვენგანმაც შეიძლება განიცადოს მსგავსი რამ და მინდა გითხრათ, რომ მარტო არ ხართ. შესაძლოა, თავი წარუმატებლად იგრძნოთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ვერ შეგიშლით ხელს თქვენი ოცნებების ასრულებაში - გახდეთ ექიმი. ეს მხოლოდ ერთ-ერთი კურსია.

ჩემი რჩევა 

პირველკურსელებს გირჩევდით, არ დაიძაბოთ, დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. იყავით თანმიმდევრული, განაგრძეთ მეცადინეობა, თხოვეთ დახმარება მეგობრებს. იზეიმეთ თქვენი მცირე გამარჯვებები და ყურადღება გაამახვილეთ თქვენს სხვა ძლიერ მხარეებზე. სხვისთვის შესაძლოა სულ სხვა კურსი იყოს მსგავსი გამოწვევა, თუმცა,  მაინც ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იგივე პრინციპი მოქმედებს.

ერთი რამ, რაც დროთა განმავლობაში ვისწავლე, არის ის, რომ ჩემ მიერ შეძენილ ცოდნას ვერავინ წამართმევს, და ეს ჩემი ქულებით არ განისაზღვრება. მთელ ამ პროცესში ლოცვა ძალიან მეხმარებოდა.

მყავს მეგობრები, რომლებმაც ეს „ბრძოლა“ გამოიარეს. ნურავის შეადარებ საკუთარ თავს. მედიცინაში ამ მოგზაურობისას ჩვენ ყველანი სხვადასხვა გზაზე ვართ და ნურასდროს შევედრებით სხვებს.

და ბოლოს, ვიტყვი, ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ არ უნდა ვინერვიულოთ ბევრი და დრო ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებს.




გაზიარება: Facebook Telegram