ანატომიური მაგიდა


ანატომიური მაგიდა (Anatomage) სამედიცინო ვიზუალიზაციის ულტრათანამედროვე მეთოდი და სასწავლო ინსტრუმენტია, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ ადამიანის ანატომია და მიიღონ იმერსიული და ინტერაქციული გამოცდილება სრულიად უსაფრთხო გარემოში.

მაგიდის ფართომასშტაბიანი სენსორული ეკრანი სტუდენტებს და პედაგოგებს საშუალებას აძლევს ეკრანზე გამოსახული 3D ანატომიური მოდელების მეშვეობით შეისწავლონ და დაათვალიერონ ადამიანის სხეულის ორგანოები, ქსოვილები და სხვადასხვა სტრუქტურა როგორც მიკროსკოპულ, ისე მაკროსკოპულ დონეზე.

მაგიდაში ჩატვირთულია ოთხი ადამიანის (ორი ქალისა და ორი მამაკაცის) დამუშავებული გვამი (3D მოდელი- ადამიანის გაყინული სხეულის მილიმეტრების სიზუსტის დაჭრილი და შექმნილი რეალური გამოსახულებები).

ანატომიური მაგიდის შესაძლებლობები:

გაკვეთა და შრეების განცალკევება: სხვადასხვა ანატომიურ ნაწილებს შორის კავშირის თვალსაჩინოდ დასანახად, სტუდენტებს შეუძლიათ გვამების (3D მოდელების) ვირტუალურად გაკვეთა და ქსოვილების ფენების განცალკევება სრულიად უსაფრთხო გარემოში.

განივი ჭრილები: MRI ან CT სკანირების გამოცდილების სიმულაციისათვის სტუდენტებს შეუძლიათ ნახონ სხეულის განივი გამოსახულებები სხვადასხვა დონეზე, რაც ხელს უწყობს სხეულის შიგნით არსებული სტრუქტურების სივრცითი განლაგების შესწავლას.

კლინიკური შემთხვევები (ქეისები): ანატომიური მაგიდა დაკომპლექტებულია კლინიკური შემთხვევების ბიბლიოთეკით (ქეისების ბანკი), რომელიც ეხმარება სტუდენტებს დაინახონ თუ რა კავშირია სხვადასხვა ანატომიურ სტრუქტურასა და სამედიცინო პირობებს შორის.

ჯგუფური სწავლება: ჯგუფური სწავლების, დისკუსიების და გუნდური მუშაობის პროცესის ხელშეწყობისათვის, მაგიდის მეშვეობით რამდენიმე ადამიანს ერთდროულად შეუძლია ჩაატაროს მანიპულაციები და შეისწავლოს 3D მოდელები.

ტესტების ბიბლიოთეკა: ანატომიური მაგიდა მოიცავს კლინიკური შემთხვევების ბიბლიოთეკას, რაც სტუდენტებს ეხმარება გაიღრმაონ და შეიმოწმონ ცოდნა.

ანატომიის გარდა, მაგიდა ასევე ინტეგრირებულია სხვადასხვა საგნის სასწავლო პროგრამაში, მაგ: ჰისტოლოგია, ფიზიოლოგია, რადიოლოგია, პათოლოგია.


ვირტუალური რეალობა - 3D Organon

virtualreality

VR(ვირტუალური რეალობა) არის ახალი სამგანზომილებიანი სამყარო რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს ახლოდან შეისწავლოს ადამიანის სხეული, რომელიც 3D სივრცეში ბევრად უფრო საინტერესოა.

VR-ით სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ამოიცნონ ანატომიური სტრუქტურები, ჩაატარონ მანიპულაციები ორგანოებსა და ქსოვილებზე, ასევე შესაძლებელია ორგანოების გაკვეთა, რაც სტუდენტს ეხმარება ადამიანის ანატომიის უკეთ შეცნობაში, უფრო ღრმად გაგებასა და ცოდნის შენარჩუნებაში.

virtualreality

CyberPatient

cyberpatient
CyberPatient წარმოადგენს 24/7 ვირტუალურ საავადმყოფოს. აღნიშნული სიმულაციური პლატფორმა არის უსაფრთხო, ვირტუალური სასწავლო გარემო, რომლის გამოყენებით სტუდენტებს შეუძლიათ ონლაინ განიხილონ 130-ზე მეტი კლინიკური შემთხვევა.

CyberPatient წარმოადგენს სასწავლო ინსტრუმენტს, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების კლინიკური კომპეტენციების და ზუსტი გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარებას.


EON Reality

cyberpatient

EON Reality-ის გამოყენებას სამედიცინო სწავლებაში მრავალი დადებითი თვისება აქვს. ვირტუალური რეალობის (VR) და გაფართოებული რეალობის (AR) ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ სტუდენტების უფრო მაღალი დონის ჩართულობას, რაც ხელს უწყობს ცოდნის უკეთ ათვისებას. ამ პლატფორმების მეშვეობით შესაძლებელია რეალისტური სამედიცინო სცენარების სიმულაცია, რაც ეხმარება სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში რთული სიტუაციების მართვაში, რაც შემდეგ რეალურ გარემოში გადაინაცვლებს. გარდა ამისა, EON Reality სტუდენტებს აძლევს საშუალებას ისწავლონ და ივარჯიშონ უსაფრთხოდ, რაც ამცირებს რეალურ პაციენტებზე მუშაობის დროს დაშვებული შეცდომების რისკს. პლატფორმა ასევე უზრუნველყოფს სწავლების მოქნილ და ხელმისაწვდომ მეთოდებს, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს ისწავლონ და ივარჯიშონ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ვიზუალური და პრაქტიკული სწავლების საშუალებით, სტუდენტები უკეთ ითვისებენ და იმახსოვრებენ მასალას. თანამედროვე ტექნოლოგიების მუდმივი განახლება და ახალი შესაძლებლობების დამატება ხელს უწყობს სწავლების მეთოდების ინოვაციას და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობას. ეს ყველაფერი ერთობლივად აუმჯობესებს სამედიცინო განათლების ხარისხს და მომავალი პროფესიონალების უკეთ მომზადებას.