ლაბორატორია


„ისწავლე კეთებით“


ლაბორატორია თბილისის სამედიცინო აკადემიის სტრუქტურული ერთეულია, რომლის რესურსებიც გამოიყენება, როგორც სასწავლო პროცესში ისე კვლევით აქტივობებში.
 
 სასწავლო პროცესში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიღრმაონ ცოდნა ბაზისურ დისციპლინებში და შეიძინონ კვლევითი უნარ-ჩვევები შემდეგი ბიოსამედიცინო მიმართულებით: მიკრობიოლოგია, იმუნოლოგია, ბიოქიმია.
 
 სასწავლო კურსის პროგრამის შესაბამისად, ლაბორატორიული აქტივობა შეიძლება გულისხმობდეს:

  • თეორიული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობას
  • მიკრობიოლოგიური, ბიოქიმიური და იმუნოლოგიური მეთოდების გამოყენებით კონკრეტული ამოცანებისა და პროექტების შესრულებას
  • ლაბორატორიული მონაცემებისა და შედეგების შეგროვებას, ანალიზსა და ინტერპრეტაციას.

ამავდროულად, ლაბორატორია ის სივრცეა, სადაც ხორციელდება სტუდენტთა, ახალგაზრდა მეცნიერთა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.