ბიბლიოთეკა


ბიბლიოთეკის შესახებ


„პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის“ (თსა) ბიბლიოთეკა წარმოადგენს საინფორმაციო, სამეცნიერო და კულტურულ სტრუქტურულ ერთეულს, რომლითა სარგებლობის საშუალებაც აქვთ თსა-ს სტუდენტებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციულ პერსონალს. ბიბლიოთეკის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ბიბლიოთეკარი.

თსა-ს ბიბლიოთეკაში გაწევრიანება უფასოა. ბიბლიოთეკაში, მომხმარებლის / სტუდენტის გაწევრიანებისას, ინტეგრირებული საბიბლიოთეკო მართვის ელექტრონული სისტემის - KOHA - მკითხველთა მოდულის შევსება ხდება საკონტაქტო მონაცემების მიხედვით - სახელი/გვარი, ეროვნება, ქალაქი, მისამართი/ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, სწავლების წელი. უფასოა აგრეთვე, ბიბლიოთეკის, როგორც წიგნადი, ასევე, ელექტრონულ მატარებლებზე არსებული ფონდით, პერიოდული გამოცემებით სარგებლობა და ინტერნეტმომსახურება.

თსა-ს ბიბლიოთეკის მისია


ეფექტიანი სერვისის და თანამედროვე რესურსების მიწოდების გზით, მიმზიდველი გარემოს შეთავაზება სტუდენტებზე ორიენტირებული სასწავლო პროცესისა და კვლევაზე დაფუძნებული აქტივობების ხელშეწყობისთვის
ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

სამუშაო საათები


ორშაბათი 9.00 - 21.00
სამშაბათი 9.00 - 21.00
ოთხშაბათი 9.00 - 21.00
ხუთშაბათი 9.00 - 21.00
პარასკევი 9.00 - 21.00
შაბათი 10.00 - 18.00
კვირა დასვენების დღე

რესურსების დაჯავშნა და რიდერის მომზადება


პლაგიატის პირველი შემთხვევა


პლაგიარუსი - გამტაცებელი, მაცდუნებელი, გაძარცვული

I საუკუნის მე-8 დეკადის მე-10 წელი, რომის იმპერია. პოეტმა მარსიალმა შეიტყო, რომ პოეტი ფიდენტინუსი მის პოემებს საკუთარ ნაწარმოებებად წარმოადგენს. სასამართლოში მიმართვის ან რაიმე სხვა ხელმისაწვდომი ლეგალური სამართლებლივი გადაწყვეტილების არარსებობის მიზეზით მარტიალმა მეტოქეს შეურაცხმყოფელი ლექსების მთელი სერია მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ ავტორს უმეტესწილად ფულადი ანაზღაურების, ნაწარმოების შეძენით მიღებული ჰონორარის, დანაკლისი აწუხებდა.

21 საუკუნე. პლაგიატის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საავტორო უფლებები და ნაშრომის ორიგინალურობა. ნუ დარღვევთ აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს, პატივი ეცით თქვენს და სხვების ნაშრომს!

წყარო: Turnitin

პლაგიატის ფორმები


პლაგიატი - იდეების და აზრების, ინტელექტუალური საკუთრების მითვისება.

წარმოგიდგენთ პლაგიატის ხშირად გავრცელებულ ფორმებს:

კლონირება (Clone): ტექსტის სიტყვა-სიტყვით გადმოტანა.

CTRL-C: ნაშრომში უცვლელად გადმოტანილია ერთი კონკრეტული წყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი.

CTRL-F: ნაშრომში წყაროს შინაარსი უცვლელად არის წარმოდგენილი, შეცვლილია საკვანძო სიტყვები და ფრაზები.

Remix: ნაშრომი სხვადასხვა წყაროს შინაარსობრივ და ერთმანეთთან მორგებულ კომბინაციას წარმოადგენს.

Recycle: აუტოპლაგიატი- საკუთარი, უკვე გამოქვეყნებული ნაშრომის ხელახალი გამოქვეყნება .

Hybrid: ნაშრომში კომბინირებულია ციტირებული წყაროები, თუმცა საკუთრივ მონაცემები ციტირების გარეშეა წარმოდგენილი.

Mosaic: მრავალი წყაროდან გადმოტანილი და შერეული მონაცემები.

404 Error: არ არსებული, ან არასწორი ინფორმაციის ციტირება.

RSS Feed: წყაროები სათანადოდ არის მითითებული, თუმცა ნამუშევარი მოკლებულია ორიგინალობას.

Re-Post: ნაშრომში წყარო სათანადოდ არის მითითებული, თუმცა მონაცემები ორიგინალის ტექსტთან და/ან სტრუქტურასთან პრაქტიკულად იდენტურია.

Data Plagiarism: მონაცემების ფალსიფიკაცია და ფაბრიკაცია, სხვისი ნაშრომის გაყალბება.

Software-Based Text Modification: პლაგიატის აღმოჩენის თავიდან აცილების მიზნით ტექსტის ცვლილება სპეციალური პროგრამების (ტექსტის სპინერი, სათარგმნი პროგრამა) გამოყენებით.

გამოიყენეთ სხვა ავტორის ინტელექტუალური საკუთრება აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვით! არ დაგავიწყდეთ ციტირება!

წყაროები:

https://go.turnitin.com/paper/10-types-of-plagiarism

https://www.turnitin.com/blog/starting-the-year-what-you-need-to-know-about-academic-integrity

თვითპლაგიატი


თვითპლაგიატი - საკუთარი, უკვე გამოქვეყნებული ნაშრომის და/ან მონაცემების ხელახალი გამოქვეყნება ციტირების გარეშე.

თვითპლაგიატი ხშირად აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხებზე არასაკმარისად ინფორმირებულობის შედეგია.

გამოიყენეთ ციტირება საკუთარი და სხვა ავტორების მონაცემების წარმოდგენისას!

წყარო:

https://www.turnitin.com/blog/emerging-trends-in-academic-integrity-a-free-ebook-from-turnitin

ფალსიფიკაცია და ფაბრიკაცია


ფალსიფიკაცია (სინონიმი - ფაბრიკაცია) აკადემიური საქმიანობის პროცესში ინფორმაციის არასანქცირებულ შეცვლას, შექმნას ან მოხსენებას გულისხმობს.

ფალსიფიკაცია/ფაბრიკაციის მაგალითებია:

  • კვლევის ჩატარების გარეშე მონაცემების გენერირება.
  • მონაცემების, დოკუმენტების, ხელოვნების ნიმუშების უნებართვოდ შეცვლა ან გაყალბება.
  • მოხსენებებიდან და პრეზენტაციებიდან მონაცემების, ინფორმაციისა და კვლევის შედეგების უნებართვოდ ამოღება.
  • ექსპერიმენტში მონაწილე პირის შესახებ ინფორმაციის განზრახ არასწორად წარმოდგენა - გაყალბება.
  • წყაროების განზრახ არასწორად მითითება - გაყალბება.

ფალსიფიკაცია/ფაბრიკაცია შედეგებისა და დასკვნების არასწორ ინტერპრეტაციას განაპირობებს.

წყარო:

https://www.niu.edu/academic-integrity/students/cheating/fabrication-or-falsification.shtml

ციფრული წიგნიერება


ტექნოლოგიების განვითარებამ ინფორმაციაზე წვდომა უზრუნველყო. თუმცა იგივე ტექნოლოგიურმა პროგრესმა სანდო და სარწმუნო მონაცემების მოძიება გაართულა. არასარწმუნო, მიკერძოებულ და მცდარ ინფორმაციის გამოვლენა წყაროს კრიტიკული შეფასებით არის შესაძლებელი. რაც შემეცნებით უნარს წარმოადგენს. თითოეული ფაქტის კრიტიკული შეფასების ალტერნატივას სამეცნიერო მონაცემთა ბაზების, ბიბლიოთეკების, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების ვებ-გვერდების გამოყენებით ინფორმაციის მოძიება წარმოადგენს. ხსენებული რესურსების გამოყენება ტექნიკურ უნარს წარმოადგენს.

ციფრული წიგნიერება - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციის მოძიება, შეფასება, შექმნა და მიწოდება, რაც მოითხოვს როგორც შემეცნებით, ასევე ტექნიკურ უნარებს.” (ALA, 2011)

წყაროები:

https://turnitin.forumbee.com/t/x1jh3n/the-growing-need-for-digital-literacy

https://alair.ala.org/handle/11213/16260?show=full

ჩატბოტი როგორც ინფორმაციის წყარო


ხელოვნური ინტელექტის პრინციპით აგებული პროგრამა ChatGPT სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის სამედიცინო ინფორმატიკისა და კლინიკური ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, უილიამ ჰერშის აზრით, მისი გამოყენებით შესაძლებელია დავალების სწარაფად შესრულება, თუმცა ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ადამიანს. ChatGPT ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვერ იმოქმედებს ექიმის, ადვოკატის, ბიზნესმენის ნაცვლად ვინაიდან ნებისმიერი მიმართულებით საქმიანობის მნიშვნელოვანი მდგენელია პროფესიული ეთიკა და პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე.

თუმცა ხელოვნური ინტელექტი ეფექტურია ინფორმაციის ძიებისას. პროფესორი უილიამ ჰერშის აზრით, ამ მიზნით ეფექტურია IR (Information retrieval) სისტემა. რა თქმა უნდა, ChatGPT-იც განვითარდება და საზოგადოებაც ისწავლის მის დანიშნულებისამებრ გამოიყენებას, თუმცა მედიცინა ადამიანის გარეშე წარმოუდგენელია. ეს ის პროფესიაა, სადაც ცოდნისა და კომპეტენციის გარდა მნიშვნელოვანია ჰუმანურობა, თანაგრძნობა და სხვა, მხოლოდ ადამიანისთვის დაახასიათებელი თვისებები.

წყარო:

https://informaticsprofessor.blogspot.com/2023/01/chatgpt-confabulates-and-is.html?m=1&fbclid=IwAR0gcSR-jyu7t0e5kIJnzmKGoW2HsBeuRLUk_gItQWtALOcFVKdSTdTc6vs

რა არის აკადემიური კეთილსინდისიერება?


აკადემიური კეთილსინდისიერება არის სამეცნიერო კომუნიკაცია ღიად, პატიოსნად და პასუხისმგებლობით“ – Penn State - პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ).

მოკლედ შეგახსენებთ აკადემიური კეთილსინდისიერების ძირითად ასპექტებს:

პატიოსნება: აღიარეთ სხვა ავტორის ცოდნა და პატივი ეცით მის მონაცემებს ციტირებით.

სამართლიანობა: იყავით ობიექტური და მიუკერძოებელი.

პატივისცემა: პატივი ეცით სხვა ავტორებს და მათ საავტორო უფლებებს. სასწავლო პროცესში პატივისცემა გამოხატულია სტუდენტების პროცესისადმი სერიოზული დამოკიდებულებით და ასევე მენტორის მხრიდან უკუკავშირის მიწოდებით.

პასუხისმგებლობა და გამბედაობა: იყავით დამაჯერებელი და სარწმუნო, გაიზიარეთ პასუხისმგებლობა და ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი.

წყაროები:

https://www.academicintegrity.psu.edu/technical-requirements/definition-of-academic-integrity

https://www.turnitin.com/blog/what-is-the-difference-between-academic-integrity-and-plagiarism

პლაგიატის თავიდან არიდების მექანიზმები


პლაგიატის თავიდან არიდებისთვის გამოიეყენეთ:

ციტირება - მკაფიოდ გამოყავით ტექსტში სხვა წყაროდან უცვლელად გადმოტანილი ინფორმაცია.

პარაფრაზირება - შინაარსის ცვლილების გარეშე თქვენი სიტყვებით წარმოადგინეთ ძირითადი დებულებები.

რეზიუმირება - გაანალიზეთ და მოკლედ წარმოადგინეთ განხილული ინფორმაცია.

წყაროს დამოწმება - მიუთითეთ ყველა გამოყენებული წყარო; მაგალითად, წიგნი, სტატია, ელექტრონული რესურსი, ფოტო-ვიდეო-აუდიო მასალა და სხვა.

წყაროები:

ქავთარაძე, თ., ქასრაშვილი, ნ., საღინაძე ნ., პატარიძე ს., საბაური თ. (2018). აკადემიური მუშაობის საფუძვლები: პრაქტიკული სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

https://integrity.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/Academic-Writing-Toolkit-into-Georgian-akadmiuri-mushaobis-saphudzvlebi-praqtikuli-sakhelmdzghvanelo.pdf

არაკომპეტენტურობა თუ აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების უგულებელყოფა?


რატომ არღვევს სტუდენტი აკადემიური კეთილსინდისერების პრინციპებს და სჩადის პლაგიატს?

აკადემიური კეთილსინდისერების პრინციპები შესაძლოა უნებლიედ ან მიზანმიმართულად იყოს უგულებელყოფილი.

პირველ შემთხვევაში მიზეზი კომპეტენციის ნაკლებობა ან აკადემიური წერის უნარების დეფიციტი შეიძლება იყოს. როდესაც სტუდენტს უჭირს საკუთარი აზრის ჩამოყალიბება, პერეფრაზირება და არ არის დახელოვნებული ციტირებაში, მან შესაძლოა სხვისი აზრები უცვლელად გადმოიტანოს საკუთარ ნაშრომში. განმაპირობებელი მიზეზების მიუხედავად ასეთი ქმედება პლაგიატია და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დარღვევას წარმოადგენს.

აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების მიზანმიმართულად უგულებელყოფის შემთხვევაში სტუდენტს აქვს ინფორმაცია პლაგიატის შესახებ, თუმცა მისი საქციელი მიზანმიმართულია და ის სხვადასხვა მიზეზით უგულებელყოფს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს.

აკადემიური არაკეთილსინდისიერება ხელს უშლის სტუდენტს მიიღოს სრულყოფილი განათლება და აკადემიური თვალსაზრისით არასასურველ შედეგებს განაპირობებს.

პატივი ეცით თქვენს და სხვების ნაშრომს და ნუ გახდებით პლაგიატის მსხვერპლი!

წყაროები:

https://www.turnitin.com/blog/making-the-tough-call-skill-deficit-or-deliberate-plagiarism

https://www.turnitin.com/blog/does-turnitin-detect-plagiarism

აჩრდილი და დაკვეთით შესრულებული დავალება


აჩრდილი - ადამიანი, რომელიც ასრულებს დავალებას ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ.

დაკვეთით შესრულებული დავალება - აკადემიური გადაცდომის შემთხვევა როდესაც:

  • სტუდენტის ნაცვლად სხვა პირი ასრულებს დავალებას ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ.
  • სტუდენტის მეგობრები ან ოჯახის წევრები ასრულებენ მის ნაცვლად დავალებას.
  • სტუდენტები ერთმანეთს გადასცემენ შესრულებულ დავალებებს.

აჩრდილი-მწერალი და აჩრდილი-ავტორი - დაკვეთით შესრულებული დავალების სინონიმებია.

ნუ დარღვევთ აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს, პატივი ეცით თქვენს და სხვების ნაშრომს!

წყაროები:

https://www.turnitin.com/blog/emerging-trends-in-academic-integrity-a-free-ebook-from-turnitin

https://www.turnitin.com/blog/ghostwriting-in-academic-journals-how-can-we-mitigate-its-impact-on-research-integrity

სიტყვების სპინერი


პარაფრაზი - სხვა ავტორის მოსაზრების გადმოცემა საკუთარი სიტყვებით შინაარსის ცვლილების გარეშე; პარაფრაზის ციტირება სავალდებულოა.

სიტყვების სპინერი (Word Spinner) - პარაფრაზირების ონლაინ გადაწყვეტილება; გამოიყენება ტექსტში სიტყვების და ფრაზების მოდიფიცირებისთვის ორიგინალთან მსგავსების და პლაგიატის აღმოჩენის თავიდან აცილების მიზნით.

სიტყვების სპინერი პოპულარულია სტუდენტების წრეში, თუკი მათ არ აქვთ გაცნობიერებული აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები ან/და დავალების შესრულებას არასათანადო დროს უთმობენ.

სიტყვების სპინერის გამოყენება ეწინააღმდეგება აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტებს!

წყაროები:

https://www.turnitin.com/blog/emerging-trends-in-academic-integrity-a-free-ebook-from-turnitin

ქავთარაძე, თ., ქასრაშვილი, ნ., საღინაძე ნ., პატარიძე ს., საბაური თ. (2018). აკადემიური მუშაობის საფუძვლები: პრაქტიკული სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

https://integrity.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/Academic-Writing-Toolkit-into-Georgian-akadmiuri-mushaobis-saphudzvlebi-praqtikuli-sakhelmdzghvanelo.pdf