სამეცნიერო და საგრანტო პროგრამები

კვლევითი კომპონენტი პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ინსტიტუციური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. პროცესი გულისხმობს როგორც პერსონალის,ასევე ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო კვლევების განხორციელების ხელშეწყობას და კვლევის კომპონენტების ინტეგრაციას სასწავლო პროცესში. ამის მისაღწევად თსა ახორციელებს საგრანტო პროგრამას „სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების ხელშეწყობა“. აღნიშნული პროგრამის მიზანია პერსონალის, ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა კვლევითი პროექტების, სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების და სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა ბიომედიცინის, ბიოტექნოლოგიის, მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების, სამედიცინო განათლების და მომიჯნავე სამეცნიერო მიმართულებებით.

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია კვლევის შეფასების განვითარებისთვის კოალიციის (CoARA – Coalition for Advancing Research Assessment) წევრია.

  • საგრანტო პროგრამა სამეცნიერო აქტივობების ხელშეწყობა

  • დამატებითი ინფორმაციისთვის შეგვეხმიანეთ. ჩვენი ელექტრონული ფოსტის მისამართია - research@tma.edu.ge.