მედიცინა და ხელოვნება - ნეირომეცნიერება

მედიცინა და ხელოვნება - ნეირომეცნიერება

🗓️ 2020-06-01


პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ახორციელებს პროექტს - საბავშვო უნივერსიტეტი „მედიცინა და ხელოვნება“. პროექტში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია - http://tiny.cc/4py5nz.

ნეირომეცნიერება და ხელოვნება საუკუნეების განმავლობაში ერწყმის ერთმანეთს. ქირურგები და მეცნიერები, რომლებიც იკვლევდნენ თავის ქალას, მაგალითად სანტიაგო რამონ-ი-კახალი, ხატავდნენ იმას, რაც დაინახეს. ამ ჩანახატებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ორგანოთა ფუნქციონირების საიდუმლოებათა ამოხსნაში. ტვინის კვლევის მეთოდების განვითარებამ ჩვენი ცოდნის გამდიდრება განაპირობა.

ბრიტანელმა ნეირობიოლოგმა კრისტოფ ტაილერმა დეტალურად შეისწავლა ლეონარდო და ვინჩის ექვსი ნახატი და მივიდა დასკვნამდე, რომ “საიდუმლო სერობისა” და “ჯოკონდას” ცნობილ ავტორს ექსოტროპია ახასიათებდა. ეს არის ერთ-ერთი თვალის მეტი ამობურცულობით განპირობებული სიელმე. მეცნიერის აზრით, ექსოტროპია  მხატვრის ფერწერულ სიზუსტეს განაპირობებდა. ცნობილია, რომ ამ დაავადების მქონე ადამიანებს, სტერეოსკოპიული აღქმის პრობლემები აქვთ და უფრო კარგად აღიქვამენ ბრტყელ და მოცულობით გამოსახულებებს შორის არსებულ განსხვავებას.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეთოდის გამოყენებით სილამაზის აღქმაზე პასუხისმგებელი ტვინის უბნის აქტივობაზე დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნული უბანი მაშინ აქტიურდება, როდესაც  ჩვენ მუსიკის მოსმენით ან ნახატის ყურებით ვღებულობთ სიამოვნებას. ნეირომეცნიერთა აზრით, ლამაზ ფორმულებზე ტვინი ისევე რეაგირებს, როგორც ხელოვნებაზე. მაგალითად, რეაქცია ეილერის განტოლებაზე ჰამლეტის ცნობილი მონოლოგის აღქმის იდენტურია.

ნეიორმეცნიერებისა და ხელოვნების კავშირის ამ კონკრეტული და სხვა მაგალითების გასარჩევად, ჩაერთეთ პროექტში.

ნახატი: Dance of the Connections | Sara Ambrosino, Emmanuela Ambrosino

ბოლო სიახლეები


2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
🗓️ 2026-04-01
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-03-30
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
🗓️ 2026-03-30
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
🗓️ 2026-03-27
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
🗓️ 2026-03-23
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-23
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
🗓️ 2026-03-20
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-16