სტუდენტური პორტალი


სიახლეები


CIMED-ის ხელმძღვანელების ვიზიტი თსა-ში

2022-06-20

CIMED-ის ხელმძღვანელების ვიზიტი თსა-ში

თბილისის სამედიცინო აკადემიას თსა სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრის (CIMED) ხელმძღვანელები პროფესორი იოუკ დენეკენსი და პროფესორი ჰერმან ვან როსემი (ანტვერპენი/ბელგია) სტუმრობდნენ.

ხუთ დღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ცენტრის ხელმძღვანელები შეხვდნენ საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებს, კურიკულუმის კომიტეტის წევრებს, სამეცნიერო - კვლევითი დეპარტამენტის წარმომადგენლებს, სტუდენტებს და ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე, მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე. ასევე, ჩაატარეს ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები თსა-ს ლექტორებისათვის.

დღე I

ინტეგრაციის კვირის აქტივობები

ვიზიტის ფარგლებში ცენტრის ხელმძღვანელები დაესწრნენ მოდულის (ნორმალური სტრუქტურა და ფუნქცია Normal Structure and Function - ანატომია, ჰისტოლოგია, ფიზიოლოგია) ინტეგრაციის კვირით გათვალისწინებულ აქტივობებს: სტუდენტების შეხვედრა რეალურ პაციენტთან, კლინიკური მსჯელობა, გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლება (TBL). გაესაუბრნენ სტუდენტებსა და პედაგოგებს ინტეგრაციის კვირის ფარგლებში არსებული გამოწვევების შესახებ.

დღე II

ტრენინგი/სამუშაო შეხვედრა თემაზე -ინტეგრირებული ქეისებისა და დავალები შექმნა
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ინტეგრირებული მოდულების ფარგლებში სასწავლო პროცესის ჰარმონიზაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ ინტეგრირებული მოდულების განმახორციელებელი პედაგოგები (საბაზისო სასწავლო კურსების პედაგოგები) და კლინიკური სასწავლო კურსების განმახორციელებელი პედაგოგები. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გუნდურად ემუშავათ ინტეგრირებულ დავალებებზე და მიეღოთ უკუკავშირი როგორც ქართველი, ასევე ბელგიელი კოლეგებისგან.

დღე III

ტრენინგი თემაზე - „კლინიკური მსჯელობა - საგანმანათლებლო პროგრამის კლინიკური ხაზის შემადგენელი კომპონენტი“

ტრენინგის მიზანი იყო კლინიკური მსჯელობის, როგორც საგანმანათლებლო პროგრამის კლინიკური ხაზის შემადგენელი კომპონენტის გაცნობა ლექტორებისათვის. ცენტრის ხელმძღვანელებმა აუდიტორიას გააცნეს კლინიკური მსჯელობის კონცეფცია და წარმოდგენილი მაგალითების საფუძველზე მათთან ერთად განიხილეს, თუ როგორ არის შესაძლებელი სტუდენტებისათვის კლინიკური მსჯელობისას საბაზისო და კლინიკური სასწავლო კურსების ფარგლებში მიღებული ცოდნის ინტეგრაცია.

შეხვედრას ესწრებოდნენ კლინიკური სასწავლო კურსების განმახორციელებელი პედაგოგები.

დღე IV

სამუშაო შეხვედრა პორტფოლიოს მენტორებთან

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო პორტფოლიოს ფარგლებში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების გაზიარება. შეხვედრას ესწრებოდნენ პორტფოლიოს მენტორები, მხარეებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც შეხვდათ პორტფოლიოზე მუშაობის პროცესში, დასახეს მათი გადაჭრის გზები და გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილებები.

პორტფოლიო სწავლებისა და შეფასების ინოვაციური მეთოდია თსა-ს საგანმანათლებლო პროგრამაში.

დღე V

CIMED-ის ცენტრის ხელმძღვანელების ვიზიტი სიმპოზიუმით დასრულდა. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს პაციენტზე და სტუდენტზე ორიენტირებული, ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამის (PSI Curriculum) მნიშვნელობაზე, შეაჯამეს სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრის მიერ წლის და მათი ვიზიტის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები და დასახეს სამომავლო გეგმები.

სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრი (CIMED) 2021 წლის გაზაფხულზე დაარსდა. იგი წარმოადგენს სა-ს სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით: საგანმანათლებლო პროგრამების განახლების პროცესში სწავლა-სწავლების ინოვაციური სტრატეგიების დანერგვა, სტუდენტთა დამოუკიდებელ მუშაობაზე (self-directed learning) დაფუძნებული სწავლების იმპლემენტაცია და სხვ. ცენტრს ხელმძღვანელობენ პროფესორი იოუკ დენეკენსი და პროფესორი ჰერმან ვან როსემი (ანტვერპენი/ბელგია). ცენტრში ასევე გაერთიანებული არიან თსა-ს აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები - ეკატერინე კლდიაშვილი, მარიამ მაღლაკელიძე, ცისანა ლომაშვილი, მაკა ზარნაძე, ია ხახუტაიშვილი, სალომე ხუბულავა, დეა გოდერძიშვილი.

იოუკ დენეკინსი

Joke Denekens

• ანტვერპენის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საბჭოს პრეზიდენტი (ბელგია)

• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი;

• ანტვერპენის უნივერსიტეტის ყოფილი ვიცე-რექტორი;

• ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი (ფლანდრია).

• მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სასწავლო გეგმის ინოვაცია, ინოვაციური მიდგომის ორგანიზება და განხორციელება, ხარისხის უზრუნველყოფა და პროგრამის შეფასება უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტისთვის.

ჰერმან ვან როსემი

Joke Denekens

• გრონინგენის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტისთვის ახალი კურიკულუმის შემუშავება;

• გახლდათ ჰოლანდიის სამედიცინო განათლების ასოციაციის პრეზიდენტი და იყო სამედიცინო განათლების ევროპული ასოციაციების ორი აღმასრულებელი საბჭოს წევრი.

• არის სამუშაო ჯგუფის ამჟამინდელი წევრი, რომელიც იკვლევს და განიხილავს კომპეტენციებზე დაფუძნებულ პროგრამებს მედიცინის ყველა სპეციალობის მიმართულებით ნიდერლანდებში