რეფლექსიური სესია

რეფლექსიური სესია

🗓️ 2023-11-22

ძუძუს კიბო განაჩენი არ არის! რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ და როგორ უნდა მოვახდინოთ მისი პრევენცია? არის თუ არა მამოგრაფია ძუძუს დაავადებათა კვლევის ერთადერთი მეთოდი? როგორია ძუძუს კიბოსა და მისი სკრინინგის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების დონე? ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად თსა-მ რეფლექსიურ სესიაუმასპინძლა.

 „ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ თქვენს სტუდენტებთან შეხვედრით. დღევანდელი დღე განსაკუთრებული იყო. ინფორმაციული პრეზენტაციები წარმოადგინეს სტუდენტებმა. საოცარი ინტერაქცია იყო. ვთვლი, რომ აკადემია საოცარ საქმეს აკეთებს იმისათვის, რომ მომავალი ექიმები განვითარდნენ სწორი გზით. მე, როგორც ონკო-პაციენტი ვთვლი, რომ ექიმების სწორი მიდგომა ონკო-პაციენტების მიმართ არის ერთ-ერთი გასაღები იმისა, რომ პაციენტმა გააგრძელოს შემართებით ბრძოლა და არ დანებდეს, რათა საბოლოო ჯამში მივიღოთ ის შედეგი, რასაც გამოჯანმრთელება და ხარისხიანი სიცოცხლის გაგრძელება ჰქვია“ - აღნიშნა ანა მაზანიშვილმა, რომელიც ევროპა დონა საქართველოს პრეზიდენტი და ონკო საზოგადოება ჰოუფის დამფუძნებელია. 

ღონისძიების ფარგლებში თსა-ს სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.

 „დღევანდელ შეხვედრაზე მეც წარმოვადგინე პრეზენტაცია, სადაც განვიხილე ძუძუს კიბოს გამოვლენის სიმპტომები, ტიპები, კიბოს განვითარების სტადიები, ძუძუს კიბოს რისკის ქვეშ მყოფი პირები, მისი მკურნალობის გზები და ა.შ. ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, ძალიან საინტერესო იყო ონკო-პაციენტების მიერ გაზიარებული ისტორიების მოსმენა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კიბო განაჩენი არ არის, მთავარია, მისი ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და სწორი მკურნალობა“ - თსა-ს სტუდენტი, სნეკამუკი მუთუკუმარან.

სტუდენტებს ძუძუს კიბოს შესახებ ასევე ესაუბრა ეროვნული სკრინინგ ცენტრის მამოლოგი, ონკო-ქირურგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თამილა როინიშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა თემის აქტუალობას და ისაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალი ექიმები ყურადღებას ამახვილებენ ქალთა შორის ფართოდ გავრცელებული ამ დაავადების შესახებ. „მართლაც ძალიან სასიამოვნო იყო შეხვედრა, რადგან სტუდენტებს ჰქონდათ წარმოდგენილი საინტერესო მოხსენებები ძუძუს ავთვისებიან დაავადებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ამ ძიების პროცესში სტუდენტები უფრო მეტად უღრმავდებიან აღნიშნულ საკითხს, იაზრებენ აღნიშნულ თემას პაციენტის და ექიმის ურთიერთობის კუთხითაც. მით უფრო, რომ დღევანდელი ჩვენი სტუმრები არიან ის ადამიანები, ვინც გაიარა ეს დაავადება. შესაბამისად, მათი შეგრძნებების და ემოციების გაზიარება, ეს კიდევ განსხვავებული ინფორმაციაა, რომელსაც სტუდენტი წიგნში ვერ წაიკითხავს. ეს მათ დაეხმარება, რომ უმკურნალონ არა მხოლოდ დაავადებას, არამედ პაციენტს“ - აღნიშნა მან. 

სკრინინგ ცენტრის რადიოლოგიური სამსახურის უფროსმა თამარ ჩარკვიანმა მოხსენება გააკეთა ძუძუს კიბოს სკრინინგისა და მამოგრაფიის მნიშვნელობაზე. მიმოიხილა თუ როგორია ძუძუს კიბოსა და მისი სკრინინგის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების დონე. ასევე, ისაუბრა სკრინინგის პროცესზე, შედეგებზე, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რამდენიმე სამედიცინო და ორგანიზაციული შემთხვევა განიხილა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ თსა-ს სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე თსა-ს პარტნიორი ორგანიზაციების ევროპა დონა საქართველოსა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლები. 

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01