ალერგიის ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის XIII კონგრესი

ალერგიის ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის XIII კონგრესი

🗓️ 2024-05-20

საქართველოს ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის (საკია) ორგანიზებითა და თბილისის სამედიცინო აკადემიის მხარდაჭერით, ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის XIII კონგრესი გაიმართა.

ოთხ დღიანი კონგრესი, რომელიც მიეძღვნა საკია-ს დაარსების 40 წლის თავს, საზეიმოდ რუსთაველის თეატრში გაიხსნა, სადაც ნობელის პრემიის ლაურეატმა აარონ ჩიხანოვერმა წაიკითხა საჯარო ლექცია პერსონალიზირებულ მედიცინაზე. კონგრესის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა რევაზ სეფიაშვილმა  საქართველოს სამედიცინო საზოგადოების გამორჩეული მოღვაწეების, მათ შორის პეტრე შოთაძის ღვაწლზე ისაუბრა და სპეციალური სახელობითი სუვენირი საზეიმოდ  მისი ოჯახის წარმომადგენელს, თსა-ს ასოცირებულ პროფესორს, თამარ შოთაძეს გადასცა. 

კონგრესში მონაწილეობას იღებდა თბილისის სამედიცინო აკადემიის მედიცინის სკოლის დეკანი ლალი მეკოკიშვილი, რომელიც ამავდროულად საკია-ს დირექტორთა საბჭოს წევრია. მან პლენარულ სხდომაზე წარადგინა პეტრე შოთაძის მემორიალური ლექცია “აკნე, როგორ შეიცვალა ჩვენი შეხედულებები“. გარდა ამისა, მისი ორგანიზებითა და თსა-ს აკადემიური პერსონალის ჩართულობით ჩატარდა ორი დერმატოლოგიური სესია, სადაც თსა-ს ასოცირებულმა პროფესორმა ირმა ბუჩუკურმა მოხსენება ვულგარული პემფიგუსი, მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები“  წარადგინა

თსა-ს სტუდენტებმა ნინო გაგუამ, ლიზი მოყვანიძემ და თამარ დანდურიშვილმა ღონისძიების ფარგლებში ორგანიზებულ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სესიაზე ორი სტუდენტური კვლევა წარმატებით წარადგინეს.

საიუბილეო კონგრესში მონაწილეობდნენ ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დარგის წამყვანი ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების - ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის (WAO), მსოფლიოს იმუნოპათოლოგიის ორგანიზაციის (WIPO), კლინიკური იმუნოლოგიის საზოგადოებების ფედერაციის (FOCIS), ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის (EAACI), იმუნოლოგიური საზოგადოებების საერთაშორისო კავშირის (IUIS) და ევროპის იმუნოლოგიური საზოგადოებების ფედერაციის (EFIS) ლიდერები. ასევე, ქართული სამეცნიერო, სასწავლო და სამკურნალო–დიაგნოსტიკური დაწესებულებების წამყვანი სპეციალისტები, პრაქტიკოსი ექიმები, ახალგაზრდა მეცნიერები და სტუდენტები. 

კონგრესის ფარგლებში ასევე ჩატარდა სკოლა: "ახალი საზღვრები მედიცინაში და ბიოლოგიაში: კლინიკური იმუნოლოგიის თანამედროვე ტექნოლოგიები", რომელსაც უძღვებოდნენ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორები და ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებირომელზე დასწრების შესაძლებლობა კონგრესის მონაწილე თსა-ს 15 სტუდენტაც მიეცა.

კონგრესს მიენიჭა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი, ხოლო მონაწილეებმა მიიღეს უწყვეტი სამედიცინო განათლების 12 კრედიტ ქულა. 

ბოლო სიახლეები


მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07