დენდის ნეირომეცნიერების სიმპოზიუმი

დენდის ნეირომეცნიერების სიმპოზიუმი

🗓️ 2024-06-18

დენდი კლუბის ორგანიზებით თსა-მ ნეირომეცნიერების სამ დღიან სიმპოზიუმს უმასპინძლა.

სიმპოზიუმის პირველი დღე მიეძღვნა პელიცეუს-მერცბახერის დაავადებას, რომელიც წარადგინეს თსა-ს სტუდენტებმა მადჰურა კულკარნიმ, აარზო რაომ და მაილიმა ჩიხლაძემ.

პრეზენტაციის შემდეგ დამსწრეებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ ორ ინტერაქციულ სემინარში -  ტვინის წილისა და კრანიალური ნერვის გამოკვლევის სემინარებში. 

ტვინის წილის სემინარი მიეძღვნა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას ტვინის სხვადასხვა წილის ფუნქციებისა და ანატომიური მდებარეობის შესახებ. ასევე, მონაწილეები ჩაერთნენ ინტერაქციულ აქტივობებში და დისკუსიებში, რამაც მათ საშუალება მისცათ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ ტვინის ანატომიის შესახებ  და ასევე, თუ რა გავლენას ახდენს იგი ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და შემეცნებაზე.

კრანიალური ნერვის გამოკვლევის სემინარზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცა შეესწავლა მნიშვნელოვანი უნარები კრანიალური ნერვის ფუნქციის შესაფასებლად და ანომალიების საიდენტიფიცირებლად.

სიმპოზიუმის მეორე დღეს, დენდი თსა-ს წევრებმა ნუცა გაბიტაშვილმა, გიორგი ტაბიძემ და მანჩო ლომაძემ, წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე "დისოციაციური იდენტობის დარღვევები". პრეზენტაცია მოიცავდა მნიშვნელოვან ინფორმაციას ამ რთული ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის ისეთ საკითხს, თუ რა გავლენა აქვს მას საზოგადოებაზე. 

სიმპოზიუმის ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „თვითდიაგნოსტიკის პრობლემა: ADHD-ის, BPD-ისა და OCD-ის შესწავლა“. თსა-ს კურსდამთავრებულის, ხატია ხატიაშვილის ხელმძღვანელობით, სესიის მონაწილეები ჩაერთნენ დისკუსიაში, რომელიც იკვლევდა ფსიქიკურ ჯანმრთელობაში თვითდიაგნოზის გამოწვევებსა და მის შედეგებს. საკითხი ფოკუსირებული იყო შემდეგ პრობლემებზე: ყურადღების დეფიციტი/ჰიპერაქტიურობის აშლილობა (ADHD), პიროვნული აშლილობა (BPD) და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD). სესიას მოდერაციას უწევდა დენდი თსა-ს სენატორი  ტონი ვარგესე.

სიმპოზიუმის მეორე დღე დასრულდა სემინარით "ხელოვნება, როგორც თერაპია". ამ ინტერაქციულმა სესიამ მონაწილეებს საშუალება მისცა შეესწავლათ სხვადასხვა მხატვრული გამონათქვამი, როგორც თვითგამოხატვის და განკურნების საშუალება. 

სიმპოზიუმის მესამე დღე მიეძღვნა თავის ტვინის ღრმა სტიმულაციას (DBS), პრეზენტაცია წარადგინეს ტონი ვარგესემ, მადჰურა კულხარნმა და თათია ცნობილაძემ. ღონისძიების მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია DBS-ის პრინციპების, გამოყენებისა და თერაპიული პოტენციალის შესახებ ნევროლოგიური და ფსიქიატრიული აშლილობების მკურნალობაში. პრეზენტაცია მოიცავდა DBS ტექნოლოგიის მიმოხილვას და მის გავლენას პაციენტის შედეგების გასაუმჯობესებლად.

პრეზენტაციის დასრულების შემდგომ, ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ კითხვები დაესვათ მსოფლიოს წამყვანი ქირურგებისთვის. პროფესორებმა ანტონია მალიმ, ლიკა ხორბალაძემ,  ოიელიე ეგუნჯობიმ და ნაველ როზა ჰაბჩიმ უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს და ამასთან, გააზიარეს საკუთარი და მსოფლიო პრაქტიკა ნეიროქირურგიული საკითხების ირგვლივ.

სიმპოზიუმში ასევე მონაწილეობდნენ დენდი თსსუ-ს წარმომადგენლებიც, მათ წარადგინეს პრეზენტაცია ნეიროტრავმის შესახებ, რომელსაც ხელმძღვანელობდა კადირ ხანი. დამსწრეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ტვინის ტრავმული დაზიანებების მენეჯმენტისა და მკურნალობის შესახებ. გარდა ამისა, მომხსენებელმა ისაუბრა ნეიროტრავმის მოვლის უახლეს მიღწევებზე და მიმოიხილა მსოფლიოში ამ მიმართულებით გავრცელებული პრაქტიკა. 

სიმპოზიუმის მესამე დღე დასრულდა სემინარით - ტვინის ვირტუალური დისექცია VR ლინზების გამოყენებით: უახლესი ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებით.

 

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01