22.07-25.07.2024 ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი - „VOSCE (ვირტუალური OSCE) - “ციფრული ინსტრუმენტი მედიცინის სკოლის/ფაკულტეტის სტუდენტების კლინიკური მსჯელობის უნარის ობიექტურად სტრუქტურირებული შეფასებისათვის” (Digitalized tool for Objective Structured Examination of Clinical Reasoning Skills of Medical Students)
ტრენინგი აკრედიტებული იყო უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტაციის ევროპული საბჭოს (EACCME®) მიერ (17 CME კრედიტით)
4 დღის განმავლობაში აკადემიამ 11 სხვადასხვა უნივერსიტეტის ( მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი., თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, Alte უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, დავით ტვილდიანის უნივერსიტეტი, ერევნის ტრადიციული მედიცინის და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერალას უნივერსიტეტი (ინდოეთი), თბილისის სამედიცინო აკადემია) 41 წარმომადგენელს უმასპინძლა ( 25 დასწრებით, 16 ონლაინ).
ტრენინგ/კურსის მიზანი იყო - სამედიცინო სკოლის/ფაკულტეტის სტუდენტების კლინიკური მსჯელობის უნარის შესაფასებლად ობიექტურად სტრუქტურირებული ციფრული ინსტრუმენტის - (ვირტუალური OSCE/VOSCE ) გაცნობა.
4 დღიანი დატვირთული ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს თეორიული მასალის გაცნობასთან ერთად საშუალება ჰქონდათ ჯგუფურად მოემზადებინათ დავალებები ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდისთვის (OSCE) და ასევე დასწრებოდნენ შესაბამის გამოცდებს აკადემიაში (VOSCE და OSCE). ტრენინგის მონაწილეებს ასევე საშუალება ჰქონდათ, მოერგოთ სტუდენტის როლი და გამოეცადათ საკუთარი თავი VOSCE-ის ფარგლებში
ტრენინგ კურსი მომზადდა თსა-ს პროფესორების - ია ავალიანი, ცისანა ლომაშვილი, აკაკი სეფაშვილი, ხატია ხატიაშვილი, თათია შოთაძე, ბერიკა კიკნაძის - მიერ.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
