თსა აცხადებს კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნებს!
ეს თქვენი შანსია ჩაერთოთ სწავლა-სწავლების მიმდინარეობის პროცესში, კომიტეტის წევრებთან ერთად გადაჭრათ ყველა ის საკითხი, რაც დაკავშირებულია სასწავლო პროცესთან თუ კვლევასთან.
თქვენ შეგიძლიათ იყოთ თქვენი თანატოლების ხმა კურიკულუმის კომიტეტში!
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
· სტუდენტის აკადემიური მოსწრება (GPA) არ უნდა იყოს 2,5-ზე ნაკლები.
· კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს რეზიუმე/CV ფოტოსურათით. რეზიუმე უნდა მოიცავდეს სტუდენტის ინტერესებისა და მისწრაფებების აღწერას, ექსტრაკურიკულურ, აკადემიურ და სოციალურ აქტივობებში მიღებულ გამოცდილებას, მოხალისეობრივი საქმიანობის, სტუდენტურ კონფერენციებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას (არაუმეტეს 300 სიტყვისა).
· კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, თუ რა ხედვა გააჩნია კურიკულუმის კომიტეტის საქმიანობასთან მიმართებით და რატომ წარადგენს საკუთარ კანდიდატურას (არაუმეტეს 300 სიტყვისა).
რეგისტრაცია
· აპლიკანტი უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://forms.gle/gQ4wVpF6wiQF1EtM9
· რეგისტრაციის ვადის ამოწურვის მომენტისათვის არასრულად წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმის შემთხვევაში, კანდიდატი მოიხსნება არჩევნებიდან. ვადაგადაცილებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.
არჩევნები
· არჩევნები ჩატარდება ელექტრონულად, Google Forms-ის მეშვეობით. ხმის მიცემის უფლება ექნებათ სტუდენტებს მხოლოდ თსა-ს ელ-ფოსტის გამოყენებით.
· გამარჯვებულები იქნებიან ის სტუდენტები, რომელთაც ექნებათ მოპოვებული ყველაზე მეტი ხმა.
· არჩევნებზე მიღებული შედეგები ჩაითვლება ვალიდურად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს თსა-ს სტუდენტების არანაკლებ 10%.
არჩევნების პროცესში მნიშვნელოვანი თარიღები:
· კანდიდატურების რეგისტრაციის პერიოდი - 2026 წლის 27 თებერვალი - 5 მარტი, 18:00 საათი.
· წარმატებული ნომინანტების (კანდიდატურების) ვებგვერდზე გამოქვეყნება - არაუგვიანეს 2026 წლის 10 მარტისა.
· არჩევნების დღე - 2026 წლის 12 მარტი
· საბოლოო შედეგების გამოცხადება 2026 წლის 13 მარტი
ვრცლად იხილეთ კურიკულუმის დებულება
ბოლო სიახლეები
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
🗓️ 2026-04-01
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-03-30
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
🗓️ 2026-03-30
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
🗓️ 2026-03-27
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
🗓️ 2026-03-23
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-23
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
🗓️ 2026-03-20
თსა-ს სტუდენტების საყურადღებოდ
🗓️ 2026-03-16
თსა-ს აკადემიური პერსონალის და მოწვეული პედაგოგების საყურადღებოდ
🗓️ 2026-03-16
