Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ცხადდება მოკლევადიანი საზაფხულო გაცვლითი პროგრამები რადბაუდის უნივერსიტეტში, (ნიდერლანდები, ქ. ნაიმეგენი). მობილობა საშუალებას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ რადბაუდის საზაფხულო სკოლის კურსებში და მიიღოთ საერთაშორისო გამოცდილება, რომელსაც შემდეგ გაუზიარებთ კოლეგებს თსა-ში. მობილობა სრულიად ფინანსდება Erasmus+ პროგრამით. დაფინანსება მოიცავს მგზავრობის ხარჯს, საზაფხულო კურსის საფასურს და დღიურ ანაზღაურებას.
მობილობის პერიოდები: იხილეთ სასურველი კურსი
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე (5 სამუშაო დღე + 2 დღე მგზავრობისათვის)
მობილობის ენა: ინგლისური
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსა-ს როგორც პედაგოგიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის წევრებს. პროგრამაში მონაწილეობისათვის, გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული ფორმა (https://forms.gle/JpjQyv7Z1YxheWpF6) არაუგვიანეს 25 თებერვლისა.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში შემოთავაზებული კურსების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოყვანილ ბმულზე:
https://www.ru.nl/en/education/more-education-and-training/summer-courses/courses-by-week
მხედველობაში იქონიეთ, რომ კურსებზე მონაწილეობის მიღებისათვის რეგისტრირდებით მხოლოდ ჩვენს მიერ მოწოდებული სააპლიკაციო ფორმის საშუალებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ Erasmus+ კოორდინატორს: erasmus@tma.edu.ge
მადლობას გიხდით დაინტერესებისაათვის და წარმატებას გისურვებთ!
ბოლო სიახლეები
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
