თსა-ში ახალი ლექტორებისთვის საორიენტაციო შეხვედრები გაიმართა, შეხვედრების მიზანი იყო ლექტორების ახალ სამუშაო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
შეხვედრის ფარგლებში ახალ ლექტორებს აკადემიის ვიცე-რექტორმა კვლევის მიმართულებით ეკატერინე კლდიაშვილმა გააცნო აკადემიის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები, დეკანმა ლალი მეკოკიშვიმა საორგანიზაციო საკითხები და ადმინისტარციასთან კომუნიკაციის შესაძლებლობები. ინსტიტუციური კულტურის განვიტარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა მაღლაკელიძემ კი, მონაწილეებს ვორკშოფის საშუალებით მისცა შესაძლებლობაგაეანალიზებინათ აკადემიის მისია.
შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ თსა-ს საგანმანანთლებლო პროგრამას. საბიბლიოთეკო რესურსებს და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემას. მათ ასევე შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ თსა-ს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი და ბიბლიოთეკა.
ხარისხის უზრუნვეყოფის სამსახურის უფროსი ნინო სიხარულიძე შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა აკადემიაში დამკვიდრებული ხარისხის კულტურაზე და ლექტორების ჩართულობაზე ხარისხის უზრუნველსაყოფად. საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ დეისაძემ მონაწილეებს გააცნო საგამოცდო ცენტრის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები და გამოცდების სტანდარტიზაციის პროცესი.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სამედიცინო განათლებაში ჩართული ლექტორის კომპეტენციათა ჩარჩოს, რომელიც ევროპის სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის - AMEE მიერ მოწოდებული გზამკვლევებისა და რონალდ ჰარდენის სახელმძღვანელოს - Eight Roles of the Medical Teacher საფუძველზე აკდემიის ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტმა შეიმუშავა.
შეხვედრის დასასრულს, მედიცინის სკოლის დეკანმა ლალი მეკოკიშვილმა და პროგრამის ხელმძღვანელებმა ცისანა ლომაშვილმა ახალ ლექტორებს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე უპასუხეს.
შეხვედრის შემდეგ, ლექტორები წერენ თვით-ანალიზს, სადაც ასახავენ მიღებული ინფორმაციის ღირებულებას და სწავლების პროცესში პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობას. ლექტორებისგან მიღებული უკუკავშირის საფუძვეკზე ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტი გეგმავს შემდგომ აქტივობებს ლექტორებისათვის.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
