თსა-ს ადმინისტრაციული და პედაგოგიური პერსონალის საყურადღებოდ!

თსა-ს ადმინისტრაციული და პედაგოგიური პერსონალის საყურადღებოდ!

🗓️ 2022-04-20

არსებული კვალიფიკაციის განმტკიცების და გაღრმავების მიზნით, Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროგრამების ფარგლებში ცხადდება კონკურსი თსა-ს პარტნიორ უნივერსიტეტებში. კონკურსი საშუალებას გაძლევთ, მოკლევადიანი მობილობის პროგრამით ეწვიოთ პარტნიორ უნივერსიტეტს და აქტიური მონაწილეობა მიიღოთ მიმდინარე საქმიანობის, სწავლების ან კვლევის პროცესში.

მობილობა მიზნად ისახავს პარტნიორ უნივერსიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკული მიდგომების გაცნობას და მიღებული საერთაშორისო გამოცდილების შემდგომ გაზიარებას კოლეგებისათვის.

მობილობა სრულიად ფინანსდება Erasmus+ პროგრამით და მოიცავს როგორც მგზავრობის ხარჯს, ასევე დღიურ ანაზღაურებას

მობილობის შესაძლებლობები ცხადდება შემდეგ უნივერსიტეტებში:
  • ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტი, პოლონეთი (სწავლება/ტრენინგი) – 2 პოზიცია
  • ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიეტუვა (სწავლება, ტრენინგი) – 2 პოზიცია
  • ალთინბაშის უნივერსიტეტი, თურქეთი (სწავლება, ტრენინგი) – 1 პოზიცია
მობილობის პერიოდები: პარტნიორ უნივერსიტეტთან შეთანხმებით, არაუგვიანეს 2022 წლის დეკემბრისა
მობილობის ხანგრძლივობა:
  • 7 დღე - სალექციო მივლინებისათვის (5 სამუშაო დღე + 2 დღე მგზავრობისათვის)
  • სწავლების მიზნით მობილობა მოიცავს კონკრეტული რაოდენობის სალექციო საათების ჩატარებას პარტნიორ უნივერსიტეტებში
  • 7 დღე - მივლინება ტრენინგის მიზნით (5 სამუშაო დღე + 2 დღე მგზავრობისათვის)
  • ტრენინგის მიზნით მივლინება მოიცავს ტრენინგებზე, სამუშაო შეხვედრებზე დასწრებას, დეპარტამენტის საქმიანობაში ჩართულობას და საუკეთესო პრაქტიკებთან გაცნობას.
  • მობილობის ენა: ინგლისური
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსა-ს როგორც პედაგოგიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის წევრებს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 25 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნოთ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ მისამართზე: erasmus@tma.edu.ge
ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ მობილობის სახე (Teaching/Training) და თქვენთვის სასურველი უნივერსიტეტი (Lodz, Vilnius, Altinbash) (მაგ: teaching mobility to Vilnius Univeresity). წერილს თან დაურთეთ თქვენი CV. გაითვალისწინეთ! აღნიშნული დოკუმენტები აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე! წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება!

წარმოდგენილი განაცხადებიდან თსა-ს შესარჩევი კომიტეტის მიერ განისაზღვრება წინასწარი სია აკადემიის სტრატეგიული პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, ხოლო საბოლოო კანდიდატის შერჩევა წარმოებს უშუალოდ პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ. Შერჩევის პროცესში ყურადღება მიენიჭება შემდეგ მიმართულებებს: ტრანსდისციპლინური სწავლება, კვლევა და კვლევითი შესაძლებლობების განვითარება, კლინიკური სწავლება და ინკლუზია. პარტნიორი უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტის სასწავლო პროგრამები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
დაინტერესების ან შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@tma.edu.ge გისურვებთ წარმატებას!

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01