პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსს
მე-4 და მე-5 კურსის სტუდენტებისთვის ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში 1 თვიანი სტაჟირების გასავლელად 2023 წლის აგვისტოში.
კონკურსში შერჩევის კრიტერიუმებია:
- GPA, ინგლისური ენის ცოდნის დონე და რეკომენდაციები/ექსტრაკურიკულური აქტივობები.
- კანდიდატების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ უფროსკურსელებს და იმ სტუდენტებს, რომელთაც არ უსარგებლიათ მსგავსი მობილობის შესაძლებლობებით.
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსა-ს აქტიური სტატუსის
მქონე სტუდენტებს, რომელთა GPA არის 2.0-ზე მეტი და 2023 წლის აგვისტოსთვის იქნებიან სწავლების VII სემესტრში.
კლინიკური სტაჟირების ფარგლებში აკადემიის ხელშეწყობით ფინანსდება მგზავრობა და საერთო საცხოვრებელში განთავსების ხარჯი. შერჩეული სტუდენტები
პასუხისმგებელნი იქნებიან საკუთარი კვებისა და ყოველდღიური ხარჯების
უზრუნველყოფაზე.
დაინტერესებულ სტუდენტებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი
თქვენთვის სასურველი კლინიკური დეპარტამენტების მითითებით (2-3) ინგლისურ ენაზე (1 გვერდი) 2023 წლის 6 მაისის ჩათვლით შემდეგ ელ. ფოსტაზე: erasmus@tma.edu.ge. ელ.ფოსტის წერილის სათაურში მიუთითეთ: „კლინიკური სტაჟირება ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტში.“
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ erasmus@tma.edu.ge
წარმატებებს გისურვებთ!
ბოლო სიახლეები
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
