სტუდენტური პორტალი


სიახლეები


საერთაშორისო სტუდენტების წარმომადგენლების არჩევნები კურიკულუმის კომიტეტში!

2024-04-22

საერთაშორისო სტუდენტების წარმომადგენლების არჩევნები კურიკულუმის კომიტეტში!

თსა აცხადებს საერთაშორისო სტუდენტების წარმომადგენლების არჩევნებს კურიკულუმის კომიტეტში!

ეს არის თქვენი შანსი ჩაერთოთ სწავლა-სწავლების პროცესში, გადაჭრათ სწავლების პროცესთან დაკავშირებული ყველა საკითხი კურიკულუმის კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად!

თქვენი ქართველი თანატოლები უკვე არიან სასწავლო გეგმების კომიტეტის წევრები, შეუერთდით მათ!

თქვენ შეგიძლიათ იყოთ თქვენი თანატოლების ხმა სასწავლო გეგმის კომიტეტში!

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

· სტუდენტის აკადემიური მოსწრება (GPA) არ უნდა იყოს 2,5-ზე ნაკლები.

· კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს რეზიუმე/CV ფოტოსურათით. რეზიუმე უნდა მოიცავდეს სტუდენტის ინტერესებისა და მისწრაფებების აღწერას, ექსტრაკურიკულურ, აკადემიურ და სოციალურ აქტივობებში მიღებულ გამოცდილებას, მოხალისეობრივი საქმიანობის, სტუდენტურ კონფერენციებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას (არაუმეტეს 300 სიტყვისა).

·კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, თუ რა ხედვა გააჩნია კურიკულუმის კომიტეტის საქმიანობასთან მიმართებით და რატომ წარადგენს საკუთარ კანდიდატურას (არაუმეტეს 300 სიტყვისა).

რეგისტრაცია

· აპლიკანტი უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://forms.gle/LTsdU8j8SZFh46fq9

· რეგისტრაციის ვადის ამოწურვის მომენტისათვის არასრულად წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმის შემთხვევაში, კანდიდატი მოიხსნება არჩევნებიდან. ვადაგადაცილებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

არჩევნები

· არჩევნები ჩატარდება ელექტრონულად, Google Forms-ის მეშვეობით. ხმის მიცემის უფლება ექნებათ სტუდენტებს მხოლოდ თსა-ს ელ-ფოსტის გამოყენებით.

· გამარჯვებულები იქნებიან ის სტუდენტები, რომელთაც ექნებათ მოპოვებული ყველაზე მეტი ხმა.

· არჩევნებზე მიღებული შედეგები ჩაითვლება ვალიდურად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს თსა-ს სტუდენტების არანაკლებ 10%.


არჩევნების პროცესში მნიშვნელოვანი თარიღები:

· კანდიდატურების რეგისტრაციის პერიოდი - 2024 წლის 22 აპრილი - 6 მაისი, 18:00 საათი, 2024 წელი.

· მიღებული განაცხადების განხილვა/გადარჩევა საარჩევნო კომიტეტის მიერ - 2024 წლის 7-10 მაისი, 2024

· წარმატებული ნომინანტების (კანდიდატურების) ვებგვერდზე გამოქვეყნება - არაუგვიანეს 2024 წლის 15 მაისისა

· არჩევნების დღე - 2024 წლის 17 მაისი

· საბოლოო შედეგების გამოცხადება 2024 წლის 20 მაისი

ვრცლად იხილეთ კურიკულუმის დებულება