სტუდენტური პორტალი


სიახლეები


რეგისტრაცია EACCME® მიერ აკრედიტებულ კურსზე

2024-07-04

რეგისტრაცია EACCME® მიერ აკრედიტებულ კურსზე

რეგისტრაცია EACCME® მიერ აკრედიტებულ კურსზე

22.07-25.07.2024 პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) გთავაზობთ უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტაციის ევროპული საბჭოს (EACCME®) მიერ აკრედიტებულ ოთხ დღიან ტრენინგ კურსს (17 CME კრედიტით).

„VOSCE (ვირტუალური OSCE) - “ციფრული ინსტრუმენტი მედიცინის სკოლის/ფაკულტეტის სტუდენტების კლინიკური მსჯელობის უნარის ობიექტურად სტრუქტურირებული შეფასებისათვის” (Digitalized tool for Objective Structured Examination of Clinical Reasoning Skills of Medical Students).

კურსი განკუთვნილია სამედიცინო განათლების მქონე ნებისმიერი პირისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჩართულია სტუდენტების სწავლებასა და შეფასებაში, მიუხედავად მათი გამოცდილებისა.

ტრენინგ/კურსის მიზანი - სამედიცინო სკოლის/ფაკულტეტის სტუდენტების კლინიკური მსჯელობის უნარის შესაფასებლად ობიექტურად სტრუქტურირებული ციფრული ინსტრუმენტის - (ვირტუალური OSCE/VOSCE) გაცნობა.

ტრენინგის ფარგლებში თეორიული მასალის გაცნობასთან ერთად საშუალება გექნებათ ჯგუფურად მოამზადოთ დავალებები ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდისთვის და ასევე დაესწროთ შესაბამის გამოცდებს აკადემიაში (VOSCE და OSCE).

ტრენინგ კურსი მომზადდა თსა-ს პროფესორების მიერ (სპეციალისტები სამედიცინო განათლებაში)ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - SAFEMED+ Simulation in Undergraduate MEDical Education for Improvement of Safety and Quality of Patient Care გამოცდილების მიხედვით. SAFEMED+-ის პროექტის მიზანს წარმოადგენდა სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესება, კლინიკური უნარების სწავლების მოდერნიზაცია და კურიკულუმში დანერგვა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ სერტიფიკატი შესაბამისი კრედიტ ქულებით.

ინსტრუქციის ენა - ინგლისური.

ტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. იჩქარეთ, მსმენელების რაოდენობა შეზღუდულია -

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScSR10_Cmar_ELoXo-SgURYoxX_1fL-qD111heWq-Mhqqp1TA/viewform

ტრენინგის პროგრამა იხილეთ აკადემიის ვებგვერდზე https://tma.edu.ge/vosce

თსა-ს პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის მონაწილეთა დასწრება უფასოა.