თსა-ს წარმომადგენლებმა სამედიცინო განათლებისადმი მიძღვნილ წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას, AMEE -2024 (24.08-28.08) წელს ბაზელმა (შვეიცარია) უმასპინძლა, სადაც აკადემიამ სამი პრეზენტაცია წარადგინა.
- Exploring Perspectives on Death and Dying Among Final-Year Undergraduate Medical Students at Tbilisi Medical Academy, Georgia - კახა ბრეგვაძე, სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციების კოორდინატორი;
- Explore to Real and Virtual patients as professional perception and motivation for preclinical medical students - მაგდა ტვილდიანი, Horizon Europe საგრანტო ოფისის კოორდინატორი და დეა გოდერძიშვილი, სამედიცინო განათლებისა და კვლევის სპეციალისტი
- Introducing GOTs (growth-oriented tests) – relative freedom with responsibility - ბიძინა ჩაჩხიანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე და ვახო დეისაძე, საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი.
გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში, აკადემიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრებში, დაესწრნენ პლენარულ სხდომებსა და გამოფენებს.
Connect, Grow and Inspire - ამ ეგიდით მიმდინარეობდა წლევანდელი კონფერენცია, რომელსაც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის ათასობით წარმომადგენელი ესწრებოდა. ეს კონფერენცია საუკეთესო საშუალებაა, საერთაშორისო თანამშრომლობის, პროფესიული ზრდისა და ჯანდაცვის განათლების უახლესი ტენდენციების გაცნობის მიზნით.
ბოლო სიახლეები
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
🗓️ 2026-04-01
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-03-30
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
🗓️ 2026-03-30
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
🗓️ 2026-03-27
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
🗓️ 2026-03-23
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-23
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
🗓️ 2026-03-20
